“არსენალის” ფანებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლონდონის “არსენალის” გულშემატკივრებმა ალექსის სანჩესი, “მეთოფეთა” საუკეთესო გოლეადორი (2016/17 წლების სეზონში) ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ლონდონელთა ჩილელმა შემტევმა ხმების 54.7 პროცენტი დააგროვა და თავისი მთავარი კონკურენტები, ოლივიე ჟირუ და მესუთ იოზილი დამაჯერებლად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესმა “ბორნმუთთან” მოგებულ მატჩში (3-1) თავი დუბლის შესრულებით გამოიჩინა, რითიც არსენ ვენგერის გუნდის სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მეორე პოზიცია ოლივიე ჟირუმ დაიკავა 26.2 პროცენტით, მესამე – მესუთ იოზილმა, რომელმაც “ლუდოგორეცს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

იოზილი “რეალში” დაბრუნების ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ვარსკვლავი, მესუთ იოზილი თავის ყოფილ კლუბში, მადრიდის “რეალში” დაბრუნების სამომავლო ვარიანტს არ გამორიცხავს.

“მადრიდში დაბრუნება? ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთ დიდ კლუბში რომ ვთამაშობ, როგორიც “არსენალია”, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს.

ლონდონში ყოფნა მსიამოვნებს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვერ ვუარყოფ, “რეალი” უდიდესი კლუბია, სადაც რამდენიმე ფანტასტიკურ ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი. მათი გულშემატკივრები კი ნამდვილად ლოიალურები არიან, ისინი ახლაც კი მხარში მიდგანან.

იქ სამი დიდებული წელი გავატარე, ახლა კი მოგონებებიღა დამრჩა.”

იოზილმა და დი მარიამ გეზი უკან, მადრიდისკენ აიღეს

მადრიდული გამოცემა, Marca ძალზედ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” ყოფილი ლიდერები, მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია “ბერნაბეუზე” დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-არგენტინული დუეტი მადრიდელთა ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა, სანამ 2013 წელს იოზილი “არსენალში” გადაბარგდებოდა. ერთი წლის შემდეგ კი, დი მარიამ “ბლანკოსი” “მანჩესტერში” გაცვალა.

მართალია, იოზილს ლონდონის “არსენალთან” არსებული კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, დი მარიას კი 2019 წლამდე, მაგრამ ესპანელები გვარწმუნებენ, რომ ეს მათ მადრიდში დაბრუნებას ხელს არ შეუშლის.

მიზეზად კი მარკა იმას ასახელებს, რომ ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობენ.

“ინტერი” მზადაა, ალექსის სანჩესისთვის გაიბრძოლოს

მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან “არსენალის” ჩილელი ლიდერის, ალექსის სანჩესის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ. ამ ინფორმაციას იტალიური Calcio Mercato ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსისი, რომელმაც ბოლო მატჩში ორჯერ აიღო “ბორნმუთის” კარი და თავის გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა, ამ დრომდე ვერ ახერხებს “მეთოფეებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, რაც იტალიელებს შანსს აძლევთ.

“ინტერის” მესვეურები კი მზად არიან 150 მილიონი ევრო დახარჯონ ხაზინიდან, რათა საკუთარი გუნდი გააძლიერონ. ჩილელი ფეხბურთელი კი მილანელთა სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

იმ შემთხვევაში, თუ ალექსისი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას იუარებს, “ინტერის” ხელმძღვანელებს მხოლოდ “მანჩესტერ სიტისთვის” მოუწევთ კონკურენციის გაწევა.

კონტე და ვენგერი “აიაქსის” ტალანტით ინტერესდებიან

Voetbal International-ი იტყობინება, რომ ლონდონური კლუბები, “არსენალი” და “ჩელსი” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ამსტერდამის “აიაქსის” ჰოლანდიიელი მცველით, რიშედლი ბაზურით.

საგულსიხმოა, რომ ამსტერდამელები თანახმანი არიან იანვარში 20 წლის მცველის გაშვებაზე. თუმცა, ბაზურის მსურველს მასში მინიმუმ 12.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

 

რიშედლი დედაქალაქური კლუბის აღზრდილია. იგი ჰოლანდიის ნაკრების წევრიცაა.

საინტერესოა, რომელ ლონდონურ გრანდზე გააკეთებს იგი არჩევანს.

ჯეკ უილშეარმა, შესაძლოა, თავი იტალიაში ამოყოს

Daily Star-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ ვენდობით, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, ჯეკ უილშეარის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული იტალიური “მილანი”.

როგორც იცით, არსენ ვენგერმა ინგლისელი ფეხბურთელი “ბორნმუთში” გაანათხოვრა, სადაც მან საკმაოდ კარგად მოახერხა თვის გამოჩენა და მთხოვნელებიც გაიჩინა.

პრესის ცნობით, უილშეარმა, რომელმაც ედი ჰაუს გუნდში რვა მატჩის ჩატარება მოასწრო, უკვე გაითავისა ის ფაქტი, რომ მისი მომავალი “არსენალისაგან” შორსაა და ახლა ცდილობს, საუკეთესო ვარიანტი აარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის კარიერის დაღმავლობა ძირითდად ტრავმებმა გამოიწვიეს.

ჰექტორ ბელერინმა “არსენალთან” არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” ესპანელმა მცველმა, ჰექტორ ბელერინმა მასთნ და “ბარსელონასთან” დაკავშირებულ ჭორებს ბოლო მოუღო და “მეთოფეებთან” ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 21 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლდათ. კატალონიელები მასში დანი ალვეშის ჩამნაცვლებელს ხედავდნენ. მსგავსად კატალონიელებისა, ბელერინის გადაბირებას პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიც” ცდილობდა.

ასე რომ, ბელერინი მესუთ იოზილისა და ალექსის სანცესის გზებს გაყვა, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივეს. შედეგად კი მოგებული სწორედ რომ არსენ ვენგერის გუნდი დარჩა.

იტალიური პრესა: “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესისთვის იბრძოლებენ”

ლონდონის “არსენალის” მესვეურები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესმა გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს. “მეთოფეები”, ჩილელი სუპერვარსკვლავის წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად მარკო როისს განიხილავენ.

როგორც იტალიური წყარო – Calciomercato.com-ი იტყობინება, “იუვენტუსმა” და “მანჩესტერ სიტიმ” 27 წლის მოთამაშის სურვილის შესახებ იციან და ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას შეეცდებიან. სანჩესი პრემიერ ლიგაში 2014 წლიდან თამაშობს. მას იტალიური გამოცდილებაც აქვს, იგი “უდინეზეს” შემადგენლობაში მთელი ხუთი წელი თამაშობდა.

ერთი სიტყვით, ალექსისს არც სათამაშო პრაქტიკა და არც პროფესიონალიზმი აკლია. საინტერესოა, რომელ ჩემპიონატს აირჩევს იგი. შესაძლოა, ვენგერმა დაარწმუნოს, რომ “არსენალში” დარჩეს.

ოლივიე ჟირუმ “არსენალს” ქულა ბოლო წუთებზე გადაურჩინა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც 3 ქულის მოსაპოვებლად ლონდონიდან არსენ ვენგერის “არსენალი” ჩავიდა.

ექსპერტები ფავორიტან “მეთოფეებს” მიიჩნევდნენ, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებდა. “წითელი ეშმაკები” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და რომ არა ოლივიე ჟირუს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, 3 ქულასაც ჩაიწერდნენ აქტივში.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი (ბლინდი 64′); კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარსიალი (უეინ რუნი 63′); რეშფორდი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“არსენალი”: ჩეხი; ჯენკინსონი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 84′), მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კოკლინი (ჯაკა 80′), ელნენი (ჟირუ 73′); რემზი, იოზილი, უოლკოტი; სანჩესი.

მთავარი წმვრთნელი: არსენ ვენგერი


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”: რუნი სათადარიგოთა სკამზეა, რეშფორდი – სასტარტოში

ცნობილი გახდა, თუ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “არსენალის” რომელ ფეხბურთელებს მოუწევთ დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობიდან დაწყება, რომელიც 16:30-ზე აიღებს სტარტს.


“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეული: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარსიალი; რეშფორდი.

სათადარიგოთა სკამი: დეპაი, რუნი, ლინგარდი, ბლინდი, იანგი, რომერო, შნაიდერლინი.

“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: ჩეხი; ჯენკინსონი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კოკლინი, ელნენი; რემზი, იოზილი, უოლკოტი; სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: გიბსი, გაბრიელი, ჟირუ, ოსპინა, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, აივობი, ჯაკა.

ციფრები ამბობენ: წინ დიდებული საფეხბურთო კვირა გველის

დამღლელი და მეტწილად იმედგამაცრუებელი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი მართლაც რომ ბრწყინვალე სანახაობას გვპირდება.

ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩატარდეს, რომელთა მცირე მიმოხილვასაც Fanebi.Com გთავაზობთ…


8

  • “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება 24-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა – 6 ფრე და 15 მარცხი;
  • “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ ერთი დათმო;
  • არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს დამარცხება 15-ჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

    8

  • ზედიზედ 7 მატჩია, რაც “ბაიერნს” “დორტმუნდთან” არ წაუგია – 4 მოგება და სამი ფრე;
  • მხოლოდ “ვერდერს” ჰყავს “ბაიერნი” უფრო მეტჯერ დამარცხებული, ვიდრე “ბორუსიას” – 26-23;
  • ობამეიანგს (11 გოლი მიმდინარე სეზონში) მხოლოდ ერთხელ აქვს ბავარიელთა კარი აღებული;
  • რუნის სწორედ “არსენალის” კარში აქვს ყველაზე მეტი, 11 გოლი გატანილი (პრემიერ ლიგაში).

    8

  • შაბათს, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილი გულშემატკივარი მადრიდული დერბის 265-ე ვერსიას იხილავს – 136 მოგება “რეალს”, 67 – “ატლეტიკოს”, 61-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა;
  • “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო;
  • სიმეონემ ზიდანი 4-ჯერ დაამარცხა, როგორც მოთამაშემ, ზიდანმა კი – 3-ჯერ;
  • რონალდუს სულ რაღაც 2 გოლი აშორებს დი სტეფანოს რეკორდამდე (17) და დერბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვებამდე.

    8

  • ეს რიგით 217-ე დერბი იქნება ამ გუნდების მონაწილეობით. “ინტერს” 77 მოგება აქვს, “მილანს” – 75, ფრედ კი მატჩი 64 შემთხვევაში დამთავრდა;
  • მაურო იკარდის არცერთხელ არ აუღია “როსონერის” კარი (სერია ა-ში 2012 წლიდან თამაშობს). წლევანდელი სეზონის 12 მატჩში მას 10 გოლი აქვს გატანილი;
  • 3 წელია მილანურ დერბიში არავინ გაუძევებიათ.
  • “მანჩესტერის” ფანების თხოვნა კლუბს: “წაშალეთ!”

    “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართათვის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას 2011 წლის აგვისტოში, “არსენალის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება (8-2) წარმოადგენს, თუმცა დღესდღეობით “წითლები” ამაზე საჯაროდ საუბრის ხასიათზე ნამდვილად არ არიან.

    ბრიტანული გრანდის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სწორედ ეს გამარჯვებაა ნახსენები, საკმაოდ უცნაური გამოხმაურება მოჰყვა კლუბის ფანების მხრიდან:


    “წაშალეთ! ვაგებთ.”



    “წაშალეთ, სანამ ხალხი ნახავს.”



    “ღმერთს ვთხოვ მოვიგოთ, თორემ ეს საშინლად სამარცხვინო იქნება ჩვენთვის.”