ოფიციალურად: გრანიტ ჯაკამ “არსენალთან” გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც “მეთოფეთა განცხადებიდან ვკითხულობთ, შვეიცარიელმა “ხანგრძლივ დროიანი” ხელშეკრულება გააფორმა. ხოლო, ხელფასის დეტალზე არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშე 2016 წელს მიუნხენგლადბახის “ბორუსიადან” შეუერთდა “არსენალს”. მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 38-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადიანაც 37 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო.

ლიხტშტაინერის პირველი კომენტარი “არსენალში” გადასვლის შემდეგ

როგორც უკვე გაცნობეთ, სტეფან ლიხტშტაინერი ამიერიდან ლონდონის “არსენალში” ითამაშებს. შვეიცარიელი მარჯვენა მცველი “იუვენტუსთან” კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა ლონდონურ კლუბში უფასოდ გადავიდა.

ახალი კლუბის მაისურით ლიხტშტაინერმა პირველი კომენტარიც გააკეთა:”შემიძლია გუნდს დიდი გამოცდილება შევმატო და მენტალურადაც გავაძლიერო.

ჩემი მთავარი მიზანი გუნდის უმაღლეს დონეზე, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა,” – აცხადებს შვეიცარიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაინღდა ადგილი.

კარიკატურა: რის გამო დარჩა ემერი ნაწყენი “არსენალში”?

უნაი მერიმ, “პსჟ”-ს დატოვების შემდეგ, ლონდონის “არსელს” მიაშურა. ესპანელი სპეციალისტი ისე განებივრებული ვეღარ იქნება ფეხბურთელების ყიდვის მხრივ, როგორც პარიზში იყო. ამაზე ომარ მომანი გვთავაზობს ვიდეოს.

 

 

 

ვენგერი: “რეალსა” და ინგლისის ნაკრებს რამდენიმეჯერ ვუთხარი უარი”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ 22-წლიანი ლონდონური კარიერის მანძილზე რამდენჯერმე მიიღო შეთავაზება მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ნაკრების მესვეურებისაგან.

“როდესაც სტადიონს ვაშენებდით (2006), კლუბმა მთხოვა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დანახარჯები შემემცირებინა. სწორედ იმ ხუთწლიან პერიოდში დამიკავშირდა პირველად “რეალი”, თუმცა ვიფიქრე, რომ წასვლა ჩემი მხრიდან ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

მგონი, ორჯერ თუ სამჯერ ვუთხარი “რეალს” უარი. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, თანაც ბავშვობიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაშინ “არსენალს” უფრო ვჭირდებოდი. “რეალი” კლუბზე სრულ კონტროლს მპირდებოდა.

ინგლისიდანაც მქონდე შეთავაზებები, მაგრამ ჩემთვის იმ დროს ყოველდღიურად მუშაობა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც ვერ შევძელი ნაკრებში წასვლა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

არსენ ვენგერის კარიერა ერთ კარიკატურაში

არსენ ვენგერმა ლონდონის “არსენალი” დატოვა. მან 22 წელი იმუშავა დედაქალაქურ კლუბში. მის ანგარიშზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტია.

ომარ მომანიმ ერთ კარიკატურაში შემოგვთავაზა ფრანგი სპეციალისტის ლონდონური კარიერის აღწერა.

 

კოშელნიმ “ატლეტიკოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

“არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ლორენ კოშელნიმ “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის მეათე წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, რომ მოედანი დაეტოვებინა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ქუსლის არეალში მძიმე დარტყმა მიიღო. ამ უკანასკნელმა ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო და ის საკაცის საშუალებით გაიყვანეს მოედნიდან. ვენგერმა მის ნაცვლად ჩემბერსი ჩართო თამაშში.

მართალია, “არსენალს” ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ Goal ირწმუნება, რომ საქმე ძალიან სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს და ის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს.

რა თქმა უნდა, 32 წლის კოშელნის არ ყოფნა ფრანგებისთვის დიდი დანაკლისი იქნება რუსეთში გასამართი მუნდიალის მიმდინარეობისას.

“არსენალმა” შინ ათკაციანი “ატლეტიკო” ვერ დაამარცხა (ვიდეო)

26 აპრილს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე მადრიდული “ატლეტიკო” მიიღო და დიდი ბრძოლაც გაუმართა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის სცენარი ძირეულად შეცვალა შეხვედრის მეათე წუთზე მოედნიდან ვრსალკოს გაძევებამ, რასაც მე-13 წუთზე დიეგო სიმეონეს წითელი ბარათიც მოჰყვა. თუმცაღა, ათკაციანმა “ატლეტიმ” სახლში მაინც შეძლო სასურველი შედეგის წაღება.

ანგარიში შეხვედრის 61-ე წუთზე ლაკაზეტმა გახსნა, რასაც ანტუან გრიზმანმა 82-ე წუთზე უპასუხა. განმეორებითი მატჩი კი ზუსტად ერთ კვირაში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.


“არსენალი”: ოსპინა; მონრეალი, კოშელნი, მუსტაფი, ბელერინი; უილშირი, ჯაკა, რემზი; მესუთ იოზილი, უელბეკი, ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ატლეტიკო”: იან ობლაკი; ვრსალკო, ხიმენესი, დიეგო გოდინი, ლუკასი; კორეა (სავიჩი 75′), საული, ტომასი, კოკე; გამეირო (გაბი 65′), გრიზმანი (ტორესი 85′)

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე


“არსენალი” ახალ მთავარ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის 50 მილიონს გამოუყოფს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ, გუნდის ცხოვრების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” ისეთ სპეციალისტს ეძებენ, რომელიც მარტივად შეძლებს გუნდში დისციპლინის დონის ამაღლებას და არსებული რესურსით მაქსიმუმის მიღწევას შეძლებს.

ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონელები საკმაოდ ბევრს ხარჯავდნენ, თუმცა წელს მწვრთნელს მოხლოდ 50 მილიონი ფუნტი ექნება ტრანსფერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა თავკაცის პოსტის შესაძლო ჩამბარებლებად ლუის ენრიკეს, იოაჰიმ ლიოვს, მასიმილიანო ალეგრისა და პატრიკ ვიეირას მოისაზრებენ.

მოურინიო ვენგერზე: “იმედია, ის სამწვრთნელო კარიერას არ დაასრულებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ეს ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად გაჟღერდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

“თუ ის მოწყენილია, მეც ასე ვარ. თუ მას უხარია, მეც მიხარია. თუ ის გახარებულია ამ გადაწყვეტილებით და მიზნად ისახავს, რომ კარიერისა და, ზოგადად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს, მხარს ვუჭერ მას. ჩვენ, როგორც კლუბი, დიდ პატივს ვცემთ მისტერ ვენგერს. ვიცით, რა გააკეთა მან “არსენალში”. გამეხარდება, თუ ის სამწვრთნელო კარიერას არ დაასრულებს,” – ამბობს მოურინიო.

“არსენალის” ხელმძღვანელებს კარლო ანჩელოტისთვის სურთ გუნდის ჩაბარება

ლონდონის “არსენალმა” ახლახან გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, კლუბს 22-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ არსენ ვენგერი ტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს “მეთოფეებს” მომავალ სეზონში.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, Le Parisien, ირწმუნება, რომ ინგლისელები პრიორიტეტულ ვარიანტად კარლო ანჩელოტის მიიჩნევენ, რომელიც საკმაოდ კარგა ხანია, რაც უსაქმოდა არის.

გეტყვით იმასაც, რომ 58 წლის სპეციალისტს ბოლო დროს ლონდონის “ჩელსის” ჩაბარებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, სადაც ის 2010 წელს მუშაობდა, როდესაც “არისტოკრატებმა” “ოქროს დუბლი” გაიფორმეს – მოიგეს რა ჩემპიონატი ინგლისის თასთან ერთად.

უელბეკი: “თამაში რთულ პირობებში მოგვიწია”

გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მოსკოვის ცეესკამ ლონდონის “არსენალი” მიიღო. დაპირისპირება ანგარიშთ, 2-2 დასრულდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში (6-3) შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები გავიდნენ.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ლონდონელთა თავდამსხმელი, დანი უელბეკი ესაუბრა.

“რთული მატჩი გამოვიდა. გასულ დღეებში, ვნახეთ, რომ ევროპულ გუნდებს შორის პირველ თამაშში მოპოვებული დიდი უპირატესობის აღმოფხვრა შესაძლებელია. ჩვენთვისაც არ იყო განმეორებითი დაპირისპირება მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში დამაჯერებლად მოვიგეთ. აქ განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში, თუმცა, კარგია, რომ გამოცდა ჩავაბარეთ,” – ამბობს დანი.

კოშელნი: “მოსკოვში ასე თამაშს არ ვგეგმავდით”

გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მოსკოვის ცეესკამ ლონდონის “არსენალი” მიიღო. დაპირისპირება ანგარიშთ, 2-2 დასრულდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში (6-3) შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები გავიდნენ.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ლონდონელთა კაპიტანი, ლორან კოშელნი ესაუბრა.

“ამას არ ვგეგმავდით. ბევრი ორთაბრძლოა ვერ მოვიგეთ, ისინი კი კარგად თამაშობდნენ. მეტოქემ ბევრი შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც. როცა 0-2-ს ვაგებდით, ჩვენზე უკვე დიდი ზეწოლა იყო. თუ კიდევ ერთს გაიტანდნენ, შემდეგ ეტაპზე სწორედ ცეესკა გავიდოდა. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რათა მოვახერხეთ და ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გამოსვლით და თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ეს არ იყო აღნიშნული ტურნირის ამ ეტაპისთვის შესაფერისი,” – ამბობს ფრანგი მცველი.