რომელ 3 ფეხბურთელს დაიმატებდა იოზილი გუნდში, მწვრთნელი რომ ყოფილიყო?

მესუტ იოზილის სატრანსფერო გეგმები “არსენალმაც” რომ გაითვალისწინოს, არსენ ვენგერი საკმაოდ საინტერესო გუნდს მიიღებს.

საერთაშორისო ბატალიების მიმდინარეობისას, გერმანელმა ნახევარმცველმა დრო გამონახა გულშემატკივართა კითხვებისთვის პასუხების გსაცემად.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ჰკითხა, თუ რომელ 3 ფეხბურთელს დაიმატებდა გუნდში, კლუბის უფროსი რომ ყოფილიყო. იოზილმა კი ასე უპასუხა : “ზინედინ ზიდანი, გიუნტერ ნეტცერი და კრიშტიანუ რონალდუ”.

დღეს ზიდანსა და რონალდუს ყველა იცნობს, თუმცა შესაძლოა ნეტცერი ბევრისთვის უცნობი იყოს. ამიტომაც გეტყვით, რომ ნეტცერი “მიუნხენგლადბახის” ლეგენდა არის, რომელმაც დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა 1972 წელს, ორი წლის შემდეგ კი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია. მან “რეალთან” ერთად ორჯერ ლა ლიგაც მოიგო (3 წელში).

ჯაკამ ახალი ნომერი ისურვა, რამაც ბევრი გულშემატკივარი გაანაწყენა

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულს, გრანიტ ჯაკას 16-ნომრიანი მაისური აღარ ხიბლავს … მას 29-ნომრიანი მაისური უნდა !

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი კლუბს 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, გასულ კვირას შეუერთდა და მაშინვე 16-ნომრიანი მაისური დაიკავა.

თუმცა მან ახლა აზრი შეიცვალა და 29-ნომრიანი მაისური მოითხოვა, მიზეზიც საინტერესო იყო – 29 ნომერი მისი დაბადების თარიღის (1992) ბოლო ორი ციფრის შებრუნებით მიიღება.

რამაც ბუნებრივია ბევრი გულშემატკივარი გაანაწყენა, რომლებმაც უკვე შეიძინეს ჯაკას 16-ნომრიანი მაისური. მაგრამ, “არსენალმა” გულისხმიერება გამოიჩინა და აღნიშნულ გულშემატკივრებს მაისურის შეცვლის საშუალება მისცა.

ტრავმის გამო კარვახალს 3 კვირით მოუწევს უქმობა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს, დანიელ კარვახალს კუნთზე მიღებული დაზიანების გამო, ლაზარეთში 3 კვირის გატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო (1:1, 5:3 პენალტებში).

დღეს კი სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფეხზე მიღებული დაზიანების გამო ევრო-2016-ის გამოტოვება მოუწევს.

დელ ბოსკე კარვახალს სავარაუდოდ “არსენალის” მცველით, ექტორ ბელერინით ჩაანაცვლებს.

ჯაკა: „ბედნიერი ვარ, რომ „მეთოფე“ გავხდი“

„არსენალის“ ახალწვეული გრანიტ ჯაკა ლონდონურ კლუბში ტრანსფერით კმაყოფილია.

„თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ „მეთოფე“ გავხდი. ეს საპასუხისმგებლო კვირა იყო, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად „არსენალის“ მოთამაშე ვარ, რაც ძალიან მიხარია. ჩვენი სტადიონი უკვე ვნახე – ის შესანიშნავია“, – ციტირებს ფეხბურთელს Goal.com.

“გულწრფელად რომ ვთქვა, პირლოსა და ჯაკას შორის რაღაც მსგავსებას ვხედავ”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეული, გრანიტ ჯაკა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, იოჰან ჯურუმ შეაქო და ის ანდრეა პირლოსაც შეადარა.

“გრანიტი დიდებული ფეხბურთელია. მას მაგიური მარცხენა აქვს, მშვენივრად შეუძლია ბურთის კონტროლი და პასის ნებისმიერ წერტილში გაკეთება. ის ძლიერი თავდამსხმელია – ძალიან კარგია ართმევებშიც – საერთო ჯამში, ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ის მშვემოვრად ხედავს მოედანს, შეუძლია ბურთის ართმევა, ასისტის გაკეთება. ვიტყოდი, რომ ის ცოტათი ანდრეა პირლოსაც წააგავს.

მას შეუძლია 40 მეტრიდან ზუსტი პასი გაგიკეთოს. ის ჭკვიანი ფეხბურთელია, თუმცა მისი კოზირი მაინც ფიზიკური სიძლიერეა. ”

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” ჯაკა გერმანლი “ვოლფსბურგიდან”, 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

პალმერი: „არსენალი“ მორატაში 50 მილიონის შეთავაზებას აპირებს

იტალიელი ინსაიდერის ტანკრედი პალმერის ინფორმაციით, „არსენალი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ალვარო მორატას სანაცვლოდ 50 მილონი ევროს შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ პალმერიმ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ბუმ! „არსენალმა მორატას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა. „რეალი“ წყვეტს, როგორ მოიქცეს“, – დაწერა იტალიელმა.

მორატას კონტრაქტი კვლავ „იუვენტუსს“ ეკუთვნის, თუმცა „რეალს“ ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

შესნი: “სპალეტიმ 4 თვეში უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ვენგერმა მთელი 10 წლის მანძილზე”

ვოიცეხ შესნი თვლის, რომ მისთვის ლუჩიანო სპალეტისთან არსებული 4-თვიანი თანამშრომლობა უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე ვენგერთან გატარებული 10 წელი.

“სპალეტმა 4 თვეში უფრო მეტი რამ მასწავლა, ვიდრე ინგლისში 10 წლის მანძილზე ვისწავლე.”

როგორც იცით, პოლონელ მეკარეს ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი “მეთოფეებთან”, თუმცა ის თვლის, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ კარიერას რომში გააგრძელებს.

“კარგად ვიცი, თუ სად ვითამაშებ მომავალ სეზონში, თუმცა ამის თქმას არ ვაპირებ.

თუ რომში დავრჩები, ეს ჩემს პროგრესს გამოიწვევს და თუ ლონდონში დავბრუნდები შევძლებ მიღებული გამოცდილების გამოყენებას.”

გრანიტ ჯაკა “არსენალის” ფეხბურთელია

გრანიტ ჯაკას ტრანსფერი ლონდონის “არსენალში” სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება, რისი თქმაც მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც გამოქვეყნდა ფეხბურთელის ფოტოები, სადაც ის ლონდონური კლუბის ფორმაშია გამოწყობილი.

23 წლის ფეხბურთელი ლონდონში პარასკევს ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაეარა მანამ, სანამ ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერდა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, “გლადბახი” სავარაუდოდ 43 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაკა ლონდონის “არსენალის” ახალ ფორმაშია გამოწყობილი, რომლის პრეზენტაციაც ჯერაც არ მომხდარა.

აღნიშნულ ფოტოებს კოსოვოს მოქალაქე ვალონ დემირი ავრცელებს.

BBC: „არსენალმა“ „ბორუსიასთან“ ჰაკას ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას გრანიტ ჰაკას ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა, რის შესახებაც BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ კოსოვოში დაბადებული შვეიცარელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ორნშტეინი წერს, რომ ფეხბურთელი ლონდონში უკვე გაფრინდა და მხარეებმა, შესაძლოა, კონტრაქტი შაბათს გააფორმონ.

„არსენალის“ მხრიდან ჰაკას მიმართ ინტერესის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წამყვანი ბრიტანული გამოცემები საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ.

პეტრ ჩეხმა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიპოვა

პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი, რომელსაც იმ მეკარეს აძლევენ, რომელიც ერთი სეზონის მანძილზე ყველაზე მეტჯერ მოახერხებს კარის მშრალად შენახვა, ამჯერად “არსენალის” მეკარის, პეტრ ჩეხის თაროზე დაიდებს ბინას.

“მეთოფეთა” კარის დარაჯი ამ პრიზის მოგებას ქრის სმოლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც “ბორნმუთთან” მატჩში საკუთარ კარში მოახერხა გოლის გატანა (3-1), რითიც აღნიშნული ტიტულისთვის ბრძოლაში ჩეხს დე ხეა ჩამოაცილა.

დე ხეამ 2015/16 წლების სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ისევე რგოროც “მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა და “მელიების” მეკარემ კასპერ შმეიხელმა. ჩეხმა კი მათზე ერთით მეტჯერ – 16-ჯერ.

იოზილი “არსენალის” სეზონით იმედგაცრუებულია

მესუტ იოზილი თვლის, რომ მის გუნდს 2015-16 წლების სეზონში გაცილებით უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა. მისი თქმით, “არსენალი” საკმაოდ ძლიერად არ გამოიყურებოდა.

“ვფიქრობ, რომ ბევრი ქულა დავკარგეთ შედარებით პატარა გუნდებთან და ვთვლი, რომ ამ სეზონში ჩვენი გუნდი საკმარისად ძლიერი არ იყო.

განსაკუთრებით ბევრი ქულა დავკარგეთ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ.

რა თქმა უნდა სეზონის “ტოტენჰემზე” უფრო მაღლა დასრულება კარგია, მაგრამ მომავალ სეზონში უნდა გავძლიერდეთ და სხვა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.” – განაცხადა გერმანელმა.

რედნაპი: “არსენალი” “ტოტენჰემთან” ახლოსაც ვერ მივა”

ჰარი რედნაპმა პრემიერ ლიგის 2015-16 წლების სეზონის შეფასებისას ყურადღება ორ ლონდონურ გრანდზე, “არსენალსა” და “ტოტენჰემზე” გაამახვილა, რომლებიც ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, “მამლები” “მეთოფეებზე” უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ბოლოს, “ტოტენჰემმა” უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, რამაც გამოიწვია ის, რომ კლუბმა ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა და “არსენალი” წინ გაუშვა.

“სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემზე” მაღლა ყოფნისთვის არსენ ვენგერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მე ზუსტად ვიცი, თუ რომელი გუნდი იყო უკეთესი.

გულახდილად რომ ვთქვა, “არსენალს” ძალიან გაუმართლა, რომ სეზონის მეორე ადგილზე დამთავრება შეძლო. მაგრამ, არსენს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის ყიდვა დასჭირდება, რათა “სპურსთან” ახლოს მივიდეს.

მართალია, ახლა ისინი იმედგაცრუებას გრძნობენ, თუმცა საბოლოო ჯამში დიდებული სეზონი გამოვიდა. მათ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, რაც შესანიშნავი რამ არის კლუბისათვის.” – განაცხადა “ტოტენჰემის” ყოფილმა ბოსმა (2008-2012).