“არსენალი” – “ბარსელონა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

“არსენალი”: ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, იოზილი, რემზი, კოკელინი, ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ალექსის სანჩესი.

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, ხორდი ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი.

სანჩესი: ” ბარსა”? მათი მადლობელი ვარ, თუმცა “არსენალი” ჩემი სახლია”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე, რომელშიც “ემირეიტსზე” “არსენალი” “ბარსელონას” მიიღებს, ალექსის სანჩესმა კატალონიურ კლუბს პატარა გზავნილი გაუგზავნა.

“მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად “ბარსელონას” – ექიმებსა და ფსიქოთერაპისტებს, რომლებიც მუდმივად მეხმარებოდნენ და განსაკუთრებით ფეხბურთელებს, რომლებთანაც მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს.

თუმცა ცხოვრება გრძელდება, ჩემი აწყმო კი “არსენალთან” არის დაკავშირებული. “არსენალი” ჩემი სახლია, ჩემი ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ.”

ანრიმ “ბარსას” დამარცხების ერთადერთ გზაზე ისაუბრა

როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ეგიდით ლონდონში გაიმართება მატჩი, სადაც ადგილობრივი “არსენალი” კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ტიერი ანრიმ გააკეთა, რომელიც ორივე გუნდ ძალიან კარგად იცნობს: “არსენალი” უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მათი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 30% იქნება.

მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას თავი, ფლანგელებმა საკუთარ ნახევარზე უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ ვიდრე მეტოქისაზე. ბურთს თამამად უნდა მოეპყრან.

ასეთ გუნდთან თამაშის შანსი ყოველთვის არ გეძლევა, ასე რომ მომზადებული უნდა იყო. “არსენალს” მოუწევს დროებით დაივიწყოს საკუთარი შემტევი თამაში და კონტრ-იერიშებზე გადაერთოს.

მათ უნდა აიძულონ “ბარსელონელები”, რომ ბურთის მოსაპოვებლად ბევრი ირბინონ. საკუთარ ნახევარზე თარეშის საშუალება არ უნდა მისცენ, ასეთ შემთხვევაში თავის დაცვა შეუძლებელი გახდება.”

ინიესტა: “სანჩესი ძალიან არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია”

ანდრეს ინიესტამ ლონდონური “არსენალი” დაახასიათა, როგორც ძალიან ‘საშიში’ კლუბი და აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალექსის სანჩესი ძალიან არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია.

“არაპროგნოზირებადობა არის ის, რაც ალექსის სანჩისს ასე ძლიერს ხდის. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ბურთით ის ყოველთვის საშიშია. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევავიწროვოთ და თავი კომფორტულად არ ვაგრძნობინოთ.”

“არსენალთან” კარგი ისტორიისა და 32-მატჩიანი დაუმარცხებელი სვლის მიუხედავად, ინიესტა ადვილ მატჩს მაინც არ ელის: “არსენალი” თამაშის საკუთარი სტილით არის ცნობილი.

ვფიქრობ, რომ “არსენალის” მთავარი ძლიერი მხარე არის მათი გამოცდილება და ის გზა, როგორაც ისინი თამაშობენ. ისინი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან.” – განაცხადა ესპანელმა.

ვერმალენი: „არსენალის“ კარში გოლს აღვნიშნავ“

„ბარსელონას“ მცველმა ტომას ვერმალენმა თავის ყოფილ გუნდთან „არსენალთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„აღვნიშნავ თუ არა გოლს „არსენალის“ კარში? შესაძლოა, რადგან ამით ამჟამინდელი გუნდისადმი პატივისცემას გამოვხატავ.

ახლა „ბარსელონაში“ ვთამაშობ, ამიტომ, იმედია, მოვიგებთ. არ ვუარყოფ, რომ „არსენალის“ მიმართ თბილი გრძნNობები მაქვს, ეს ის კლუბია, რომელიც ჩემთვის კარგი იყო და იქ თამაშით ბედნიერი ვიყავი.

ზოგჯერ სხვა გზით მივდივართ, რაც ფეხბურთში ხდება. ახლა „ბარსელონაში“ ვერ და წინსვლა მსურს.

„არსენალთან“ შეხვედრა არამხოლოდ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის საყურადღებოა.

ეს ორი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთის თამაში სურს.

ჩემთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. სტუმრად ჩავალ და ჩემს ბევრ ყოფილ თანაგუნდელს ვიხილავ. „არსენალიდან“ წასვლის შემდეგ იქ არც დავბრუნებულვარ, რადგან დრო არ მქონდა. იმედია, ბევრ ადამიანს ვნახავ“, – ციტირებს ბელგიელს „დეილი მეილი“.

“ჰალ სიტის” მეკარის რეაქცია, როდესაც თავისი სეივი განმეორებით იხილა

როგორც იცით, გუშინ ინგლისის თასის ეგიდით “ჰალ სიტი” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ (0-0) დასრულდა, რაშიც უდიდესი წვლილი 31 წლის შვეიცარიელ მეკარე ელდინ იაკუპოვიჩს მიუძღვის.

იაკუპოვიჩმა “არსენალთან” მატჩში 11 სეივი განახორციელა – მეტი, ვიდრე “მეთოფეთა” რომელიმე მეტოქის კარის დარაჯმა მიმდინარე სეზონში.

“არსენალსა” და “ჰალ სიტის” კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევთ, რათა მეოთხედფინალური საგზურის მფლობელი გამოავლინონ.

დებუში: ” არსენალმა” მანჩესტერში არ გამიშვა”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, მატიე დებუში განაწყენებულია კლუბის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც მას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა აეკრძალა.

ფრანგულ “ბორდოში” მოასპარეზე ფრანგმა განაცხადა: “დიახ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “მანჩესტერიდან” დამიკავშირდნენ.

მე მწვრთნელსაც გავესაუბრე, რომელმაც კატეგორიულად მითხრა, რომ მეტოქე გუნდს ვერ გააძლიერებდა.

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა მართლაც რომ საოცარი რამ იქნებოდა.” – განაცხადა დებუშიმ.

რა გაუკეთა პეტრ ჩეხმა ჯეიმი ვარდის (ვიდეო)

14 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ლესტერს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში პეტრ ჩეხმა ჯეიმი ვარდი ასე მოატყუა:

რანიერი: ” წითელი ბარათი რომ არა, მატჩს მოვიგებდით”

“ლესტერ სიტის” თავკაცს, კლაუდიო რანიერის სჯერა, რომ მისი გუნდი “არსენალის” დამარცხებას შეძლებდა, მეორე მატჩის არბიტრს დანი სიმპსონი რომ არ გაეძევებინა მოედნიდან.

“ფანტასტიური მატჩი გამოვიდა, ძალიან ჩქარი. 11×11-ზე რომ ყოფილიყო ჩვენ მოვიგებდით. სიმპსონი ორივე შემთხვევაში უხეშობდა, თუმცა მათგან არცერთი არ იყო ყვითელი ბარათის ღირსი. 

“არსენალი” შესანიშნავი გუნდია, თუმცა მატჩის სადავეები ჩვენს ხელში იყო. ბოლოს ისინი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, რის ხარჯზეც გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ჩვენ მოსაგებად გავედით, მაგრამ წავაგეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. ახლა “ნორვიჩზე” ვართ კონცენტრირებული.” – განაცხადა რანიერიმ.

ვარდი: “არსენალისთვის” პრობლემების შექმნა შეგვიძლია”

“ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიმი ვარდიმ ლონდონის “არსენალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მელიებს” “მეთოფეთათვის” გარკვეული პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

“ვიცით, რომ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული იქნება. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ წინა მატჩს, როცა “არსენალმა” შინ 2:5 დაგვამარცხა, თუმცა არამგონია ეს ანგარიში მატჩის მიმდინარეობას ობიექტურად ასახავდეს.

“არსენალი” მსოფლიო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექსებული გუნდია, თუმცა ჩვენ მათთვის პრობლემების შექმნა მაინც შეგვიძლია.

თუ ტიტულის მოგებას ვერ მოვახერხებთ, ამით ტრაგედია არ შეიქმნება, რამეთუ სეზონის წინ ჩვენგან ამას არავინ მოითხოვდა. შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, რომლის ყოველი წუთისგან ვიღებთ სიამოვნებას.”

ალვეში: “არსენალს” გამოცდილება აკლია, რაც ტიტულების მოგებაში უშლის ხელს”

“ბარსელონას” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის აზრით ლონდონური “არსენალის” მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა, რაც ტიტულების მოსაგებად აუცილებელი პირობაა.

“არსენალს” ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მათ გამოცდილება აკლიათ. რაც ტიტულების მოსაგებად აუცილებელია.

პრემიერ ლიგაის სტარტზე ისინი ყოველთვის კარგად გამოიყურებიან, თუმცა ფორმის შენარჩუნება უჭირთ. ისინი ბურთს კარგად ეპყრობიან, ორგანიზებულად თამაშობენ, თუმცა მათ გამოცდილება აკლიათ.

ახალგაზრდები მუდამ შეტევაზე ფიქრობენ, თუმცა ზოგჯერ ბურთის გაკონტროლება უფრო მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ალვეშმა, რომლის გუნდიც “მეთოფეებს” 23 თებერვალს დაუპირისპირდება.

MLS-ის საუკეთესო გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდება

მას შემდეგ, რაც 2015 წლის ‘MLS-ის ყველა ვარსკვლავის’ მატჩში, ამერიკაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებმა “ტოტენჰემი” დაამარცხეს (2-1), ამერიკელებმა კვლავ გამოთქვეს სურვილი ლონდონელებთან თამაშისა.

თუმცა, ამჯერად “მამლების” ნაცვლად MLS-ის საუკეთესო გუნდს “არსენალი” დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს, კალიფორნიაში, “ავაია სტადიონზე” გაიმართება.

“პრესეზონი ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. მოხარულნი ვართ, რომ ამ მატჩში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამერიკასთან საკმაოდ კარგი მოგონებები გვაკავშირებს.” – ვკითხულობთ ინგლისური კლუბის განცხადებაში.