ბენდტნერი 4-6 კვირა იუქმებს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი გუნდს ოთხიდან ექვს კვირამდე დააკლდება.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დანიელს ტერფის მყესების დაზიანება დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ ბენდტნერმა ტრავმა პრემიერლიგის მე-20 ტურში, “კარდიფ სიტისთან” (2:0) გამართულ მატჩში მიიღო.

ინგლისის ჩემპიონატის 2013/14 წლების სეზონის გათამაშებაში ბენდტნერმა 8 მატჩი ჩაატარა, თავი კი გატანილი 2 გოლით გამოიჩინა.

ვენგერი: „ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა „ნაპოლისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ასევე „მარსელი“, „ბორუსია“ და „ნაპოლი“ ასპარეზობენ. ყველა ეს გუნდი თავისი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებს შორის არის. ჩვენთვის წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს ვენგერი.

„არ მსურს მათემატიკური გათვლების გაკეთება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ჯგუფიდან გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულის დაგროვებაც არის საკმარისი. რთულია იმის თქმა, თუ როგორ დავაგროვებთ 0,2 ქულას, თუმცა ჩვენი მიზნები ყველასთვის ნათელია. ამიტომაც, ვამბობ, რომ საშინაო მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სახლშიც მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზური ჯიბეში გვექნება. მოდით, ხვალინდელი მატჩით დავიწყოთ. ჩვენი მიზნისკენ ეტაპობრივად მივალთ. ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არც არის, უბრალოდ, ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა ვაღწევდეთ“, – დაასრულა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი