ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში ლონდონის “არსენალი” შინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. “მეთოფეთა” ნახევარმცველი მიკელ არტეტა თვლის, რომ დაფიქსირებული შედეგი, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, უსამართლოა.
“შოკში ვარ. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, ამიტომ შედეგს უსამართლოდ მივიჩნევ. როგორ ავხსნი შეხვედრის ასეთ მიმდინარეობას? ვერაფრით ავხსნი. პირველ გაშვებულ გოლს უიღბლობას ვაბრალებ, ამან მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. გოლი სწორედ იმ დროს გავუშვით, როდესაც თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით”, – ციტირებს არტეტას სიტყვებს football365.