ვიდალს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩილეს ნაკრების ნახევარმცვლემა არტურო ვიდალმა თავის გეგმებზე ისაუბრა. როგორც შუახაზელმა აღნიშნა, მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რის შემდეგაც კოპა ამერიკას მოგებაზეც იფიქრებს.

„ამერიკის თასის მოგება ცუდი არ იქნებოდა, თიმცა ამის წინ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებდი. ერთად უკვე რამდენიმე წელი ვთამაშობთ და შეთამაშებაც იგრძნობა. როდესაც ყველა შემადგენლობაშია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“, – ციტირებს ვიდალს „Gazzetta dello Sport“-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ალეგრის გუნდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ შინ ანგარიშით 2:1 მოუგო.

არტურო ვიდალს პერუში ორეული გამოუჩნდა (ფოტოები)

28 წლის პერუელმა ფეხბურთელმა ანტონიო გონსალესმა, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს ძალიან ჰგავს, ჩილელი ფეხბურთელის მსგავსი ვარცხნილობაც გაიკეთა.

გონსალესი, რომელიც “უნივერსიტარიოს” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მან ასეთი ვარცხნილობა თავისი შვილის თხოვნით გაიკეთა.

“ვიდალით აღტაცებული ვარ. ყველამ ვიცით, ვინ არის ის, თუმცა ეს ვარცხნილობა ჩემი შვილის თხოვნით გავიკეთე. მას სურს, რომ ვიდალს კიდევ უფრო დავემსგავსო”, – ამბობს გონსალესი.

Screen-Shot-2015-02-10-at-1.22.06-PM

არტურო ვიდალმა “ნაპოლის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 იანვარს, “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:3) არტურო ვიდალმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ვიდალის ეფექტური ფინტი და საგოლე გადაცემა

იტალიის სერია A-ს XVII ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩის დებიუტში მასპინძელთა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ეფექტური მოძრაობით ხელსაყრელ პოზიციაზე გადაინაცვლა და კარლოს ტევესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

არტურო ვიდალმა “კალიარის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

18 დეკემბერს, “კალიარისა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში არტურო ვიდალმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ვიდალი: “სიტი? იუვენტუსში ბედნიერი ვარ”

“იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველ არტურო ვიდალს ტურინის დატოვება არ სურს. თუმცა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ტრანსფერები მის აგენტზეა დამოკიდებული.

“მანჩესტერ სიტის” ინტერესი? “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ. აქ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ. თუმცა, სატრანსფერო საკითხებით ჩემი აგენტია დაკავებული და მსგავს თემებზე ის ფიქრობს”

არტურომ ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება მშობლიურ “კოლო-კოლოში” სურს.

“ამ კლუბს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. “კოლო-კოლოში” საიმოვნებით დავბრუნდებოდი და კარიერასაც დავასრულებდი” – განაცხადა 27 წლის ნახევარმცველმა.

ვიდალი სასუოლოსთან არ ითამაშებს

ჩილეს ნაკრების შეკრებიდან “იუვენუტსში” დაბრუნებულ არტურო ვიდალს დასვენების საშუალება მიეცა.

“ვიდალი სასუოლოსთან არ ითამაშებს. არტურო ნაკრებიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშე კარგ ფორმაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკრების თავკაცი მას ასე არ დატვირთავდა.

თუმცა, ვიდალის კონდიციები ამჟამად ჩვენი დანარჩენი ფეხბურთელების მდგომარეობას ჩამოუვარდება და ამიტომ, მას დასენების საშუალება მივეცით” – განაცხადა “იუვენტუსის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.

“იუვენტუსი” ვიდალის გასაყიდად მზადაა

ტურინის “იუვენტუსი” მზად არის, იანვარში ნახევარმცველ არტურო ვიდალის სატრანსფერო შემოთავაზებები განიხილოს. 27 წლის ჩილელ ფეხბურთელს ბოლო პეროდში დისციპლინური პრობლემები აქვს. გასულ პარასკევს ვიდალი დისკოთეკაზე გახლდათ, რის გამოც დილის ვარჯიშზე დაგვიანა. ამის გამო კლუბმა ფეხბურთელი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა და “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსმა” არტურო ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა, თუმცა იტალიურ პრესაში იწერება, რომ ტურინში ჩილელ ფეხბურთელს ხელშეუხებელ ფიგურად აღარ თვლიან.

Football Italia-ს ცნობით, “იუვენტუსი” არტურო ვიდალს 35 მილიონ ევროდ შეელევა.

 

“იუვენტუსმა” ვიდალი დააჯარიმა

იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” კლუბის ნახევარმცველი არტურო ვიდალი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ჩილელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე დაიგვიანა, რასაც გუნდის მხრიდან შესაბამისი სანქცია მოჰყვა.

სხვათა შორს, ეს ვიდალის მხრიდან დისციპლინის დარღვევის პირველ შემთხვევა არ გახლავთ და რა გასაკვირია, რომ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო.

 

ვიდალმა ტრავმა მიიღო

ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა მცირე დაზიანება მიიღო.

ჩილეს ნაკრების ექიმების თქმით, ფეხბურთელს კვალვ მუხლზე შეექმნა პრობლემა. ამიტომ, სამედიცინო შემოწმების გასავლელად ვიდალს ტურინში მოუწევს დაბრუნება.

შეგახსენებთ, მუნდიალის დაწყებამდე ვიდალმა ოპერაცია გაიკეთა და ტურნირის დაწყებამდე გამოჯანმრთელება მოახერხა.

 

ვიდალი “იუნაიტედს” 45 მილიონ ფუნტად შეუერთდება

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფსონი გაზარდა და “იუვენტუსს” არტურო ვიდალის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი შესთავაზა. იტალიური გამოცემების ცნობით, ინგლისელებმა ზაფხულის მთავარ სამიზნესთან შეთანხმებას მიაღწიეს და ვიდალი ახალ კლუბში 182 ათას ფუნტს მიიღებს.
იტალიური გაზეთი La Stampa ირწმუნება, რომ ჩილელი ფეხბურთელის აგენტმა “იუნაიტედთან” მაინც მიაღწია შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ის ფორმის აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ.
ვან გაალი იტალიური კლუბისგან ვიდალის სრულ დიაგნოზს ითხოვს. ასევე მოითხოვს მისი ტრავმების სრულ ისტორიას და სამედიცინო დასკვნას “იუნაიტედის” საექიმო შტაბის მიერ.
იტალიურ მედიის ცნობით, ვიდალმა მეგობრებს უთხრა, რომ “იუვენტუსის” დატოვება და “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა სურს.
იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” ჩილელ ნახევარმცვლს შეიძენენ, კლუბის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დანახარჯი 100 მილიონ ფუნტს მიაღწევს. ამასთან ერთად, ეს იქნება სარეკორდო ტრანსფერი. ამჟამად სარეკორდო მაჩვენებელი ხუან მატას ტრანსფერს აქვს – 37.1 მილიონი ფუნტი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ვიდალი “იუვენტუსიდან” წასვლაზე ფიქრობს

“სქაი სპორტსის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ახლობლებთან საუბრისას გამოტყდა, რომ კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს.

თუმცა, თავად ფეხბურთელის სურვილზე ნაკლებია დამოკიდებული. “იუვეს” ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ვიდალს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მსურველი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჩილელ ნახევარმცველს “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

არტურო ვიდალის მთავარ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.