პოლ ჯორჯმა ფეხის სერიოზული მოტეხილობა მიიღო

„ინდიანა პეისერსის“ ფორვარდმა პოლ ჯორმა ფეხის სერიოზული მოტეხილობა მიიღო.

ეს აშშ-ს ნაკრების შეხვედრისას მოხდა, რომელშიც ნაკრების წევრები ორ გუნდად გაიყვნენ – ჯორჯი ფარის ქვეშ ჯეიმს ჰარდენის შეტევის დაფარვას ცდილობდა.

ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს „პეისერსის“ ლიდერს.

ინტერი – მანჩესტერი 0:0 (პენ. 3:5)

წამყვანი ევროპული კლუბები მომდევნო სეზონისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადებიან. ამხანაგური ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს მილანი “ინტერი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშნვა გახდა საჭირო, სადაც უფრო ზუსტები მანჩესტერელები აღმოჩნდნენ.

Please enable Javascript to watch this video


Source: Fubo

ყატარული კლუბი ჩავის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

ყატარულმა “ალ ჯაიშმა” “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის ახალი წინადადებით მიმართა.

ინტერნეტ-გამოცემა Sport – ის ცნობით, ჩავის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვიდათ ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ჩავი კატალონიური კლუბის დატოვებას ზამთარში აპირებდა. საუბრობდნენ, რომ ესპანელი კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებდა.

ჟულიო სეზარი „ქუინს პარკში“ დაბრუნდა

ჟულიო სეზარი „ტორონტოდან“ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე MLS-ის კლუბში იჯარის წესით ექვსი თვის განმავლობაში თამაშობდა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

 

ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.

ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს

ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.

ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.

თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.

 

ქედმაღალმა ტიმ ჰოვარდმა გულშემატკივარს აწყენინა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აწყენინა ტიმ ჰოვარდმა გულშემატკივარს.

იან ვერტონგენს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან მატჩში გული აერია

ბელგიისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის გასამართი დამატებითი ტაიმების წინ იან ვერტონგენს გული აერია.

ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.

„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.

 

აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.

ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.

 

ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.

 

ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

მუნდიალის 1/8 ფინალები ბელგიასა და აშშ-ს შორის გამართული დაძაბული მატჩით დასრულდა. 

ბელგიელება პირველივე წუთიდან სახიფათოდ შეუტის. გოლის გატანის შანსი დივოკ ორიჯის ჰქონდა, თუმცა მას ჰოვარდმა აჯობა.

ბელგიეა პირველი წუთით არ შემოიფარგლა და მოედანზე დომინირება განაგრძო. მოგვიანებით კლინსმანის შეგირდებმა თამაშის გათანაბრება კი შესძლეს, მაგრამ შეტევაში კრეატიულობა აკლდათ.

საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ბელგიელების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. აზარი და კომპანია საკმაოდ მწვავედ უტევდნენ, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ამერიკელთა კიპერი ბენ ჰოვარი შეუდარებელი იყო. მეკარემ გატანის საშუალება ვერტონგეგნს, მირალიასს, ორიგის, კომპანის და აზარს არ მისცა.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რომლის მთავარი მოქმედი პირი რომელუ ლუკაკუ გახდა. შეცვალზე შემოსულმა შეხვედრის განახლებიდან ზუსტად სამ წუთში დე ბრეინეს გაატანინა. შემდეგ კი თავად გახდა გოლის ავტორი.

მიუხედავად ექსტრატაიმის ასეთი სტარტისა ამერიკელები არ დანებდნენ. მეოთხე ტაიმის დასაწყისში ბრედლის გადაცემით გრინმა შესძლო ეფექტური გოლის გატანა და მატჩში ინრიგის დაბრუნება. ამერიკელებმა კიდევ შეუტის და აქ უკვე თავი ტიბო კურტუამ წარმოაჩინა. ბელგიელებმა 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს.

ბელგია 2-1 აშშ

გოლები: დე ბრეინა 93′ (1:0); ლუკაკუ 105′ (2:0); გრინი 107′ (2:1);

ბელგია – აშშ 2:1

უკანასკნელ 1/8 ფინალურ მატჩში გამარჯვების გამოსავლენად ბელგიელებს და ამერიკელებს დამატებითი დრო დასჭირდათ.

უგოლო 90 წუთის შემდეგ 93-ე წუთზე დე ბრუინემ შესძლო ანგარიშის გახსნა.105-ე წუთზე ლუკაკუმ ბელგიელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ორ წუთში ამერიკელებმა გრინის გოლით სხვაობა შემაცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.

პრევიუ: ბელგია – აშშ

მუნდიალის უკანასკნელ 1/8-ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგიისა და აშშ-ს ნაკრებები წარსდგებიან. 

ბელგიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს. აშშ-მ კი მცირე სენსაცია შესთავაზა გულშემატკივარს და ჯგუფში პორტუგალია და განა ჩატოვა.

ვილომტსი რიგი მიზეზების გამო საკმაოდ აქტიურად მიმართავდა როტაციას. ბოლო ტურში კი ბელგიელებმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს. დღევანდელ შეხვედრაში გამორიცხულაი დისკვალიფიცირებული დეფურის თამაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვთ კომპანის და ვერმალენს. ბევრი კითხვაა ნახევარდაცვის ხაზთან დაკავშირებით, სადაც ძირითადში ადგილი მხოლოდ აზარს აქვს გარანტირებული.

კლინსმანი ყოველთვის მინიმალურ ცვლილებებს მიმართავდა, თუმცა აღნიშნული ცვლილებები გუნდის ტაქტიკაზე აისახებოდა. ალტიდორის ტრავმის შემდეგ ცენრფორვარდის პოზიციაზე კლინტ დემპსი მოქმედებდა. თუმცა, ამერიკელთა ფორვარდი უკვე მწყობრშია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ის დღეს ძირითადში დაიყებს ძალიან მცირეა.

ბელგია – აშშ

სავარაუდო შემადგენლობები:

ბელგია: კურტუა – ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი – ვიტსელი, ფელაინი – მერტენსი, დე ბრეინე, აზარი – ორიჯი.

აშშ: ჰოვარდი – ჯონსონი, გონსალესი, ბესლერი, ბიზლი – ბეკერმანი – ზუსი, ჯონსი, ბრედლი, ბედოია – დემპსი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Belgium_USA_GEO