პუიოლმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ბარსელონას კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა შესაძლოა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაარულოს. მცველს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება 40 წლის ასაკში სურს, მაგრამ ბოლო დროს პუიოლი ტრავმებმა გააწამეს, რაც ოპტიმალური ფორმასთან მიახლოების საშალებას არ აძლევს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პუიოლმა “ბარსა” დატოვოს და კარიერა აშშ-ში ან ყატარში გააგრძელოს.

ესპანური პრესის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას პუიოლი უახლოეს 2-3 თვეში მიიღებს.

68 მეტრიდან გატანილი ჯარიმა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მესამე დივიზიონში გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა საჯარიმო მეტოქეს 68 მეტრიდან გაუტანა.

აშშ, MLS: სეზონის ოთხი საუკეთესო გოლი

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო გოლია აღბეჭდილი.

ტიმ კეჰილმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

21 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. “ჰიუსტონ დინამოსა” და “ნიუ იორკ რედ ბულსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ანგარიში ნიუ იორკელთა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა გახსნა. “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქის კარი მე-7 წამზე აიღო.

მეკარის კურიოზული შეცდომა

აშშ-ში, კოლეჯების ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, მეკარემ ძალიან კურიოზული შეცდომა დაუშვა.

აშშ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სუნილ გულატის თქმით, მისი ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

„მუნდიალის მასპინძლობის თაობაზე განაცხადს კიდევ ერთხელ შევიტანთ, თუმცა ფიფამ მასპინძელი სხვა პრინციპით უნდა აირჩიოს“, – განაცხადა გულატიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელები პლანეტის 2018 და 2022 წლების მასპინძლობისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ, რითაც უკმაყოფილონი დარჩნენ და არჩევნების პროცედურის გადამოწმებაც მოითხოვეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიერი ანრის შესანიშნავი თამაში “ნიუ ინგლენდის” წინააღმდეგ

“ნიუ ინგლენდთან” გამართულ შეხვედრაში, “ნიუ იორკ რედ ბულსის” ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ გულშემატკივრები ლამაზი მომენტით გაახალისა.

ტიერი ანრის სტილში გატანილი ულამაზესი გოლი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლეჯების ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა. “მიჩიგანის” ფეხბურთელმა, ჯეიმს მერფიმ “ოჰაიოს” კარი ტიერი ანრის სტილში დალაშქრა.