შესანიშნავი გოლი გავიდა ინდონეზიისა და ფილიპინების 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში.ინდონეზიელმა ფეხბურთელმა, ჰარგიანტომ მეტოქის კარი საჯარიმოთი, შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა.
ჭდე: აზია
თანამედროვე ეკოსტადიონები
მსოფლიოს “მწვანე” არქიტექტურის ტალღამ გადაუარა. თანამედროვე ცხოვრებაში ეკოლოგიურად უსაფრთხო სტადიონების მშენებლობის ბუმია. ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი წარმოგიდგენთ თანამედროვე ეკოსტადიონების მიმოხილვას.
ყატარის მზის სტადიონი
ყატარის მზის სტადიონი:
ყატარი აქტიურად ემზადება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ. აღნიშნული ქვეყანა სტადიონებზე თავისი ძირითადი რესურსის (ნავთობისა და ქვის შემდეგ) – მზის გამოყენებას აპირებს. 2022 წლის მუნდიალს ისეთი არენები უმასპინძლებს, რომელზეც ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვი იქნება, რაც სწორედ მზის ენერგიის გამოყენებით არის მიღწევადი.
“ტიანჯინის” ეკოლოგიური სტადიონი
“ტიანჯინის” ეკოლოგიური სტადიონი:
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩინური “ტიანჯინი” ახალ სტადიონზე გადაბარგდა. კლუბის არენა, რომელსაც “წვიმის წყალს” უწოდებენ, “მწვანე” არქიტექტურის ბოლო სიტყვაა. სტადიონი აგროვებს და შემდეგ იყენებს წვიმის წყალს, რაც შემდეგ მის ბუნებრივ ვენტილაციას ახდენს. გარდა ამისა, არენა ენერგიის ნაწილს იღებს მზის პანელებისა და ქარის ტურბინების საშუალებით.
“დალიან შიდეს” სტადიონი-ბაღი
“დალიან შიდეს” სტადიონი-ბაღი:
კიდევ ერთი ჩინური კლუბი – “დალიან შიდე” მალე ახალ სტადიონზე გადავა, რომლის კედლებიც სხვადასხვა მცენარეებით იქნება გაფორმებული, რაც არენას საშუალებას მისცემს წელიწადის დროის მიხედვით ფერი შეიცვალოს. არც ეს სტადიონი იქნება მზის პანელებისა და ქარის ტურბინების გარეშე.
სტადიონი მზის სახურავით
სტადიონი მზის სახურავით:
2009 წელს ტაივანის ქალაქ გაოსიუნში ოლიმპიური თამაშების მსგავსი სპორტული ფორუმი მოეწყო, რომლისთვისაც სპეციალურად აშენდა სტადიონი, რომლის სახურავზეც მთლიანად მზის პანელებია დამონტაჟებული.
ბორდოს მზის სტადიონი
ბორდოს მზის სტადიონი:
შვეიცარიულმა კომპანია Herzog & de Meuron-მა ბორდოში დააპროექტა ერთ-ერთი ის სტადიონი, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. არენა ცაში დაკიდულ ღრუბელს ჰგავს. სტადიონი ენერგიას მის გარშემო დამონტაჟებული მზის პანელების საშუალებით მიიღებს.
სტადიონი-ვულკანი ხორვატიაში
სტადიონი-ვულკანი ხორვატიაში:
ხორვატიაში არ არის ვულკანები. ყოველ შემთხვევაში, ახლა არ არის, თუმცა მალე ქვეყანას ექნება სტადიონი სახელწოდებით – “ლურჯი ვულკანი”. უცნაური არქიტექტურული ფორმის გარდა, არენას ექნება მფრინავი დირიჟაბლი, რომელზეც ტელეკამერებისა და მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება.
პიეზოელექტრული სტადიონი ინდოეთში
პიეზოელექტრული სტადიონი ინდოეთში:
ინდოეთში ისეთი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მზის ენერგიის გარდა გამოიყენებს პიეზოელექტრულ ენერგიასაც, რაც მიიღწევა არენაზე შეკრებილი ფანების ენერგიის წყალობით. სტადიონზე დამონტაჟდება პიეზოელექტრული ელემენტები, რაც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად.
სტადიონი-ოაზისი მაროკოში
სტადიონი-ოაზისი მაროკოში:
მაროკო უდაბნოს ქვეყანაა. ეს ქვეყანა მცენარეულობით არ გამოირჩევა, ამიტომ გადაწყდა, რომ სტადიონი სახელწოდებით – Grande stade de Сasablanca ბუნებრივი ოაზისი იქნება. არენაზე იქნება ბაღი, რომელიც შექმნის ხელსაყრელ გარემოსა და ჰავას.
ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი
ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი:
2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზია ტოკიოსაც ჰქონდა გამოთქმული და ახალი სტადიონის აშენების პირობაც დადო. პროექტის ავტორების თქმით, არენა აშენდებოდა რეციკლირებული მასალისგან და გამოყენებული იქნებოდა მზის ენერგია. ამის მიუხედავად, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად რიო-დე-ჟანეირო აირჩიეს. ასე რომ, სავარაუდოდ, იაპონელების პროექტი არ განხორციელდება.
ნიცას ეკოსტადიონი
ნიცას ეკოსტადიონი:
ეს ევრო-2016-ის მასპინძელი კიდევ ერთი სტადიონია, ამჯერად ნიცაში. არენა ქალაქის ეკოლოგიური რაიონის ცენტრში აშენდა. სტადიონი გამოიყენებს წვიმის წყალს, რაც მის ბუნებრივი ვენტილაციას მოხმარდება. 16 კვადრატული მეტრის მზის პანელები კი გამოიმუშავებენ მეტ ენერგიას, ვიდრე სტადიონზე დაიხარჯება.
ბექა დოგრაშვილი