სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგის კალენდარი გააკრიტიკა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” საყრდენი, სერხიო ბუსკეტსი ესაუბრა.

“ჩვენ იქამდე ვდომინირებდით, სანამ გამძლეობა გვეყო და არ დავიღალეთ. საბედნიეროდ, ჩვენი გარჯა საკმარისი აღმოჩნდა. ისე კი, სასურველ კონდიციებში ნამდვილად არ ვიყავით. ხუთშაბათს “ლას პალმასთან” სტუმრად ვითამაშეთ და შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწია. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ოთხშაბათს ყოფილიყო. თუმცა, გამოძინება და დასვენება მოვასწარით და საბედნიეროდ, “ატლეტიკო” დავამარცხეთ,” – ამბობს ესპანელი.

ხორდი ალბა: “უიღბლოა ყველა ის გუნდი, ვისაც მესი არ ჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“ეს გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა მეორეადგილოსანთან მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს, რის გამოყენებასაც შევეცდებით. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მოგვაწვა და აგრესიული გახდა. შეცდომა რომ დაგვეშვა, ცხრილში ასეთი უპირატესობა აღარ გვექნებოდა. მესი “ბარსელონაა”. სწორედ მან გადაწყვიტა დღევანედელი შეხვედრის ბედი. უიღბლოები არიან ისინი, ვისაც მესი არ ჰყავთ და ვინც “ბარსელონა” არაა!” – აცხადებს ალბა.

სიმეონე: “მესის “ატლეტიკოს” მაისურით რომ ეთამაშა, “ბარსელონას” დავამარცხებდით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა ლეო მესის ფაქტორიც გამოყო, რომელიც შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახლავთ.

“ამ მატჩის სცენარი წინა შეხვედრის ანალოგიური იყო. პირველ ტაიმში სწორედ ისინი დომინირებდნენ, ჩვენი თამაშის ჩვენების უფლებას არ გვაძლევდნენ. თუმცაღა შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ და ისე ჩანდა, რომ თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო. შემდეგ კი მინიმალური ანგარიშით ვმარცხდებით.

უსიამოვნო გრძნობაა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი ნამდვილად მუშაობს. მეორე ტაიმში ბრწყინვალე რეაქციები ვიხილეთ ჩვენი მხრიდან. გვქონდა შანსებიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ შევძელით.

მესი? ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მესის რომ ჩვენი მაისურით ეთამაშა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა,” – აცხადებს სიმეონე.

“ბარსელონამ” “ატლეტიკო” მესის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურის შეხვედრა გაიმართა: კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე მიიღო.

საკმადო დაძაბული დაპირისპირება ერთადერთი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა იან ობლაკის კარი 26-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აიღო. მეორე ნახევარში მადრიდელებს ჰქონდათ მცდელობები, თუმცა “ბლაგურნა” ორგანიზებულად იცავდა თავს და უტევდა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 1-0 დასრულდა. “ბარსა” 69 ქულით პირველზეა. “ატლეტიკოს” 61 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

 

ვალვერდე: “ატლეტიკოსთან” მატჩი? ეს ფინალი არაა!”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის დაშორება სულ ხუთი ქულაა. აქედან გამომდინარე, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ეს ლა ლიგის ფინალი არაა. ეს გამარჯვებულისთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნება. თუმცა, საბოლოოდ არცერთი არ დამარცხდება. “ატლეტიკო” თავს კარგად იცავს. ასევე, მათ პრესინგიც შესანიშნავად გამოსდით. განსაკუთრებით კარგად ამას ისინი თამაშის დასაწყისში აკეთებენ. ჩვენ ორ ძლიერ გუნდს წარმოვადგენთ და სამი ქულა ძალიან გვინდა.”

“მსაჯობა? არ ვფიქრობ, რომ რეფერის ვინაობა ჩვენზე გავლენას იქონიებს. წინა მატჩში გაბრაზებამ ახლა დადებითად იმოქმედა და უფრო ძლიერები გაგვხადა. შესაბამისად, მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ ჩვენს სტილში ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწუოთ,” – ამბობს ვალვერდე.

ბუსკეტსი “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე: “ურთულესი ბრძოლა გველის”

“ლას პალმასთან” გამართულ საგარეო მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ (1-1), სერხიო ბუსკტესმა “ატელტიკოსთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც წაგების შემთხვევაში, “ბარსელონასა” და მადრიდელებს შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება.

“ჯერ კიდევ დაწინაურებულ პოზიციაში ვიმყოფებით, თუმცა კვირას ურთულესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს,” – აცხადებს ბუსკეტსი, რომელიც რამდენიმე წელია, რაც “ბარსელონას” ლიდერის ფუნქციებს ასრულებს.

სამწუხაროდ, უმნიშვნელოვანეს მომენტში ორი ქულა დავკარგეთ, თუმცა ვიცოდით, რომ “ლას პალმასთან” იოლი მატჩი არ გველოდა. ასე რომ, ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა,” – აცხადებს ბუსკეტსი.

გრიზმანი: “შესაძლოა, მოედნის ფარგლებს გარეთ დავუშვა შეცდომები, მაგრამ არა – მოედანზე”

ანტუან გრიზმანმა, რომელმაც “ლეგანესთან” მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო, პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” მატჩის წინ “ატლეტიკო” შესანიშნავ განწყობაზეა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით. ოთხი გოლის გატანა დიდებული რამ იყო, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშის მოგება და “ბარსელონასთან” მატჩამდე კარგი განწყობის შენარჩუნებაა. ვნახოთ, იქნებ იქ უფრო ლამაზი რამ შევთავაზოთ გულშემატკივარს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 13 მატჩია დარჩენილი და ყველანაირად ვეცდებით, რომ თითოეული მათგანი მოვიგოთ. ამის შემდეგ კი ვნახავთ, რომელ პოზიციაზე დავასრულებთ ასპარეზობას.

ყველანაირად ვცდილობთ, რომ ფანები უფრო მეტად გავახაროთ. შესაძლოა, მოედნის გარეთ დავუშვა შეცდომები, არაადეკვატური განცხადება გავაკეთო, მაგრამ მოედანზე – არასოდეს,” – აცხადებს გრიზმანი.

კარასკო “ატლეტიკოს” დატოვებასთან ძალიან ახლოს არის

ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა, AS, საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, იანიკ ფერეირა კარასკოს კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელება აქვს განზრახული.

როგორც ცნობილი ხდება, “დალიან იფანმა” უკვე გაუკეთა “ატელტიკოს” ოფიციალური შეთავაზება. ჩინელები 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს იხდიან.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, თანხის 25 პროცენტს “მონაკო”, კარასკოს ყოფილი კლუბი მიიღებს. 2015 წელს სწორედ მონაკოელებს გადაუხადა “ატლეტიკომ” 17 მილიონი ევრო.

დიეგო კოშტა: “მსაჯებს ვძულვარ, ვერ მიტანენ”

“ატლეტიკოში” დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიმართ მსაჯები სიმპათიით ნამდვილად არ არიან განწყობილები. ეს განცხადება კოშტამ “ატლეტიკთან” გატანილი გოლისა (2-0) და არასპორტული საქციელისთვის მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ გააკეთა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც ხდება. მსაჯები ვერ მიტანენ და მათ უმეტესობას სულ მცირე სჭირდება, ჩემს გასაფრთხილებლად. დღესაც ასე იყო, მსაჯი ძალიან მონდომებული იყო, უნდოდა გავეფრთხილებინე. ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

რაც შეეხება გუნდის თამაშს, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგაც ასე ვითამაშებთ. ამ დროისთვის საკმაოდ კარგად ვთამაშობთ და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებთ,” – აცხადებს დიეგო კოშტა.

სიმეონეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

როგორც იცით, “ატლეტიკოსა” და “სევილიას” შორის გამართული ბოლო დაპირისპირებისას (1:3), მატჩის მთავარმა არბიტრმა მარტინეს მუნუერამ არგეტნინელ სპეციალისტს წითელი ბარათი უჩვენა უღირსი საქციელისთვის.

სადისციპლინო კომიტეტმა დეტალურად გამოიძია ეს ეპიზოდი და დიეგო სიმეონეს ტაშს “სარკაზმის” ხასიათი მიანიჭა. შედეგად, “ელ ჩოლო” კოპა დელ რეის მომავალი სეზონის 3 დაპირისპირებას ტრიბუნებიდან დააკვირდება.

“სევილიასა” და “ატლეტიკოს” ორმატჩიანი დაპირისპირება “დალაქების” გამარჯვებით, ანგარიშით 5-3 დასრულდა.

დიეგო სიმეონე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

დიეგო სიმეონე თვლის, რომ კატალონიურმა “ბარსელონამ” კოუტინიოს დამატებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგის მოგებისაკენ. ბოლო ცნობების თანახმად “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 160 მილიონი ევრო დაუჯდათ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცას აქვს საშუალება ისეთი ფეხბურთელი დაიმატოს, როგორიც კოუტინიოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, გუნდს ლა ლიგის მოგებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

“ბარსელონას” ჰანდიკაპიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მჯერა, რომ კოუტინიო ლა ლიგას კიდევ უფრო გააძლიერებს,” – აცხადებს დიეგო სიმეონე, რომლის გუნდმაც უკვე წარადგინა დიეგო კოშტა და ვიტოლო.

დიეგო კოშტამ “ატლეტიკოში” დაბრუნება გოლით აღნიშნა (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ პირველი შეხვედრა გამართა “როხიბლანკოს” მაისურით 2013/14 წლების სეზონის შემდეგ. “ჩელსის” ექს-ფეხბურთელის დაბრუნება ესპანეთში შედეგიანი გამოდგა.

ბრაზილიელი წარმოშობის ფეხბურთელი, რომელსაც ზაფხულის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და სულ რაღაც ექვსი წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. “ატლეტიკომ” კი “ლეიდა ესპორტიუ” 0-4 დაამარცხა.