მადრიდის “ატლეტიკოს” გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ გილ მარტინმა As-თან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა. მათ შორის იყო “როხიბლანკოს” ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის პოტენციური ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”.
“რა თქმა უნდა, გრიზმანი “ატლეტიკოს” სეზონის მეორე ნახევარშიც დაეხმარება. კლუბი მასთან მოლაპარაკებების წარმოებას ახლა არ აპირებს, რადგანაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ვინმემ მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს – პირველ ივლისამდე მისი გადაბირება მხოლოდ 200 მილიონად არის შესაძლებელი.
ფასზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის მისი როლია გუნდში. ანტუანი გუნდს დიდ დახმარებას უწევს და ჩვენი მიზანია, რომ ის და დიეგო კოშტა გუნდში კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩნენ,” – აცხადებს “ატლეტიკოს” დირექტორი.