ესპანური გამოცემა “ასი” იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლამდე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალური განცხადება სამშაბათს გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი “ატლეტიკოს” 2011 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, გუნდი შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.