“ბაიერნმა” “ბარსელონას” მეკარეს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, იასპერ სილესენი, რომელსაც “კამპ ნოუზე” საკმარის სათამაშო დროს არ აძლევენ, “რეკორდმაისტერის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით, “ბაიერნი” უკმაყოფილოა ულრაიხის თამაშით და ბუნებრივია, გერმანული კლუბის ხელმძღვანელები 29 წლის მეკარეს მანუელ ნოიერის შემვლელად განიხილავენ.

სილესენის ტრანსფერით ამავდროულად ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან: “ნაპოლი”, “ატლეტიკო” და “ლივერპული”. მის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 60 მილიონი ევროა მითითებული.

როგორი იქნება “ბაიერნის” საშინაო ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება მიუნხენის “ბაიერნის” საშინაო ფორმა მომდევნო სეზონში.

“ბაიერნი” მზადაა, დიბალას ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება გადაწყვიტეს. “ბავარიელები” შემტევი ტრიოს (რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი) წასვლისთვის ემზადებიან.

როგორც ცნობილი ხდება, მიუნხენელების სატრანსფერო სიაში პირველი ადგილი “იუვენტუსის” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას უკავია. გერმანელები მზად არიან ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

24 წლის პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. მას რობერტ ლევანდოვსკის მემკვიდრედ მოისაზრებენ.

ულრაიხმა თავის შეცდომაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ოცნება მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალმა” დაუმსხვრია, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი “ბავარიელთა” კარის დარაჯს, სვენ ულრაიხს მიუძღვის. მისი უპატიებელი შეცდომის წყალობით კარიმ ბენზემამ მეორე გოლი გაიფორმა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

“როდესაც ჩემკენ გადაცემა გააკეთეს, ჩავთვალე, რომ ამ ბურთზე პირველად ბენზემა ითამაშებდა და საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი საჯარიმო დამეტოვებინა.

თუმცა, როდესაც ბურთი ჩემკენ წამოვიდა, მისი ხელში აღება გადავწყვიტე და მაშინ გავიფიქრე – “ჯანდაბა, ხელებს ვერ გამოვიყენებ.” შემდეგ კი ფეხით თამაში ვცადე, ეს ყველაფერი წამის მეთასედებში ხდებოდა. არჩევანი დროულად ვერ გავაკეთე.

ეს მომენტი ტელევიზორში რამდენიმეჯერ ვნახე და ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. 100-დან ასეთი რამ, შესაძლოა, ერთხელ მოხდეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ფინალში თამაშს ვიმსახურებდით,” – აცხადებს 29 წლის ულრაიხი.

ჩემპიონთა ლიგა: ნახევარფინალის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გუშინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი. საბოლოოდ, გაირკვა, რომ 26 მაის ფინალში ერთმანეთს მერსესაიდის “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს ნახევარფინალის სიმბოლურ გუნდს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ნავასი

მცველები: მარსელო, კოლაროვი, კარვახალი

ნახევარმცველები: ნაინგოლანი, ვეინალდუმი, ხამეს როდრიგესი, კიმიხი

თავდამსხმელები: ფირმინო, ჯეკო, სალაჰი

 

კარიკატურა: ბენზემას “რეალი” მე-13-სკენ მიჰყავს

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაირნთან” ფრე (2-2) გააგორა, რაც “ბლანკოსისთვის” ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ესპანელების მხრიდან ორივე გოლის ავტორი კარიმ ბენზემა გახდა.

ZEZO ფრანგ თავდამსხმელსა და “რეალის” კარის დარაჯ კეილორ ნავასზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: რა უსაჩუქრა ულრაიხმა ბენზემას?

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალი” მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდა და მეტოქესთან ფრე, 2-2 ითამაშა. ერთ-ერთ მომენტში გერმანელთა მეკარემ, სვენ ულრაიხმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც კარიმ ბენზემამ ცარიელ კარში გაიტანა გოლი.

აღნიშნულ მომენტზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

რა პოსტს აქვეყნებს არტურო ვიდალი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ? (ფოტო)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ფრე, 2:2 ითამაშეს, ანუ ორი მატჩის ჯამში 4-3 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ფინალში, სწორედ მადრიდელები გავიდნენ.

აღნიშნულ დაპირისპირებაში საკამათო მომენტს ჰქონდა ადგილი, როცა მარსელოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. ამის შემდეგ, “ბაიერნის” ფეხბურთელები პენალტზე აპელირებდნენ, თუმცა მთავარმა არბიტრმა ეს მომენტი გაატარა. ასე არ მოიქცა არტურო ვიდალი, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სათაურით: “Once again fucking penalty!”

 

ხამეს როდრიგესის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა, თავის ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ მსაჯებმა “რეალის” სასარგებლოდ იმოქმედეს.

“გოლი არ აღვნიშნე, რადგანაც იმ გუნდს გავუტანე, სადაც სამი ბედნიერი წელი გავატარე. მათი ფინალში გასვლა მახარებს, რადგანაც ვიცი, რომ გუნდში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რომელიც ამას იმსახურებს.

რასაკვირველია, ვგრძნობ იმედგაცრუებასა და ტკივილსაც, რადგანაც ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვესაც ვიმსახურებდით.

რაც შეეხება ულრაიხის შეცდომას, მსგავსი რამ ნებისმიერს შეუძლია მოუვიდეს. ჩვენ მის გვერდით ვართ. ვფიქრობთ, რომ მსაჯების გადაწყვეტილებებმა დიდი ზიანი მოგვაყენა. მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ,” – აცხადებს კოლუმბიელი ფეხბურთელი.

ზიდანის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბაიერნის” ბარიერი წარმატებით გადალახა და ზინედინ ზიდანის “ბლანკოსი” ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში.

“ახლა კი ნამდვილად გვაქვს მხიარულობის მიზეზი. ვიცი, რომ ძალიან გაგვიჭირდა ამ შედეგზე გასვლა, მაგრამ ეს გამარჯვებას კიდევ უფრო ლამაზს ხდის. ფეხბურთი ასეთია და როდესაც კარგად სრულდება, ყოველთვის უნდა აღნიშნო.

რომ შევაჯამო, ძალიან დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ბედნიერები ვართ, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვინდოდა. პლეი-ოფის სტადიაზე სამი უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ. გართულებების გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

კარიმის თამაშით კმაყოფილი ვარ, მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა. რაც შეეხება კეილორს, მან ბრწყინვალე სეივები განახორციელა. ფინალამდე ძალიან კარგად უნდა დავისვენოთ,” -აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ალაბა: “ფინალში გასვლას “ბაიერნი” იმსახურებდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ავსტრიელმა მცველმა, დავიდ ალაბამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფინალის საგზურს “ბაიერნი” “რეალზე” მეტად იმსახურებდა.

“ფინალში გასვლას ჩვენ, “ბაიერნი” იმსახურებდა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამ შედეგით. გოლის გასატანად ბევრი მომენტი გვქონდა, კიევში თამაშს “ბაიერნი” ისმახურებდა,” – აცხადებს ალაბა.

შეგახსენბთ, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. ფინალში გასასვლელად კი “რეკორდმაისტერს” კიდევ სულ რაღაც ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა.

მატს ჰუმელსის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ფრე, 2:2 ითამაშეს, ანუ ორი მატჩის ჯამში 4-3 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ფინალში, სწორედ მადრიდელები გავიდნენ.

დაპირისპირების შემდეგ “რეკორდმაისტერის” მცველმა, მატს ჰუმელსმა კომენტარი გააკეთა.

“რეალს” ორ თამაშში ორი გოლი ვაჩუქეთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, თუმცა ამ დონეზე ასპარეზობის დროს, ასეთი შეცდომა დაუშვებელია. თავაწეულები ვიყავით, ვიბრძოდით, გვქონდა შანსები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ძვირად დაგვიჯდა ეს ყოველივე. მხოლოდ კარგად თამაში არაა საკმარისი. აუცილებელია, ბოლო მომენტში იყო ზუსტი. სწორედ ესაა საჭირო, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო,” – აცხადებს გერმანელი.