“მანჩესტერ სიტის” 31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ბაკარი სანიამ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ჭდე: ბაკარი სანია
ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს
ლონდონის „არსენალის“ მცველი ბაკარი სანია მომდევნო სეზონს „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყებს. 31 წლის ფრანგ ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, სანია „ქალაქელებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ფრანგი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. მას ლონდონური კლუბის მაისურით 284 მატჩი ჩაატარა.
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტისთან“ სამწლიან ხელსეკრულებას გააფორმებს. ფრანგი ფეხბურთელი „ქალაქელთა“ რიგებში მისთვის ჩვეული 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბექა დოგრაშვილი
სანია არსენალს ემშვიდობება
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში ბაკარი სანია “არსენალში” აღარ ითამაშებს.
ინგლისური პრესის ცნობით, ფრანგი მცველი ლონდონური კლუბის ხელმღვანელობას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს სანიას “არსენალთან” კონტრაქტი უმთავრდება.
“მეთოფეებს” ბოლო დრომდე ფეხბურთელის შენარჩუნების აქტიური მცდელობები ჰქონდათ და უკეთესი კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
წყაროს ცნობით სანიას გადაბირებით “მანჩესტერ სიტის” გარდა, კონტინენტის რამდენიმე ძლიერი გუნდია დაინტერესებული.
სანიას ინლისში სურს დარჩენა
ლონდონის “არსენალის” მცველი ბაკარი სანია კლუბიდან წასვლას არპირებს, თუმცა ინგლისიდან წასვლა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფრანგის კონტრაქტი მიმიდნარე სეზონის ბოლო იწურება. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ პირობებზე ვერ შეთანხმდენენ.
სანიას გადაბირება მილანის “ინტერს” და სტამბოლის “გალათასარაის” სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა ორივე კლუბს უარი უთხრა და განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ინგლისში უნდა.
უცხოური პრესის ცნობით, სანია არჩევანს “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” შორის აკეთებს და მომდევნო სეზონში ამ კლუბებიდან ერთ-ერთის მაისურს მოირგებს.
არსენალი და სანია ახალ კონტრაქტს უახლოვდებიან
ბაკარი სანია “არსენალის” ღირსებას სავარაუდოდ კიდევ ორი სეზონის განმავლობვაში დაიცავს.
საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ ლონდონელებს ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდათ. სანია კი, მინიმუმ 2-ს ითხოვს.
დიდი ალბათოით მეთოფეთა ხელმძღვანელები დათმობაზე წავლენ. ბრიტანული პრესის ცნობით მხარეებმა შესაძლოა 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმონ.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 წლის ფრანგამ 32 მატჩი ჩაატარა.
“ინტერმა” სანიასადმი ინტერესი დაადასტურა
“ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ნამდვილად არის დაინტერესებული ლონდონი “არსენალის” 31 წლის მცველის, ბაკარი სანიას შეძენით. ლონდონურ კლუბთან ფრანგის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, რაც მას იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარამოების საშუალებას აძლევს.
“სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, განცხადებების გაკეთება არ მიყვარს. მხოლოდ იმის თქმა შემიძია, რომ სანიას თამაში მოგვწონს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ის არ ჩამოვა, აქცენტს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეზე გავაკეთებთ” – განაცხადა ტოჰირმა.
არსენალი სანიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ლონდონის “არსენალი” მარჯვენა მცველ ბაკარი სანიას ახალ, ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
Goal.com-ის ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სანია კვირაში 60 ათასის ნაცვლად, 75 ათას გირვანქას მიიღებს. თუმცა, საქმეს ის ართულებს, რომ ფეხბურთელი ანაზღაურების სახით კვირაში 100 ათასს ითხოვს.
მცველის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი, მილანის “ინტერი” მზად არის სანიას კვირაში 90 ათასი გადაუხადოს.
31 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა.
სანია სამი კვირა დაისვენებს
მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, ბაკარი სანია თავისი გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს, რადგან მას ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფრანგმა მცველმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩის სრულად ჩატარება შეძლო, მაგრამ ის გარკვეული სახის დაზიანებას მაინც ვერ გადაურჩა.
ამრიგად, სანია ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებს “ვესტ ბრომვიჩის”, “ნორვიჩისა” და “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამოტოვებს. ასევე, ის “არსენალს” ჩემპიონთა ლიგაზე, დორტმუნდის “ბორუსიასთანაც” დააკლდება.
სანდრო საპანაძე