მარიო ბალოტელის წარუმატებელი ხუმრობა დღევანდელი მატჩის წინ (ვიდეო)

16 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის დაწყების წინ, სანამ ფეხბურთელები მოედანზე გავიდოდნენ, მარიო ბალოტელიმ ლაზარ მარკოვიჩთან გახუმრება სცადა.

მარიო ბალოტელი ჟერომ ბოატენგს გამოექომაგა

“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ბოლო დროს აქტუალურ თემას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, რომ 6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა ლიონელ მესიმ. ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში არგენტინელმა ჟერომ ბოატენგი მოატყუა, გერმანელი მცველი მინდორზე წაიქცა, ამის გამო კი მას ბევრმა დასცინა.

“ბევრი ადამიანი დასცინის, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ რამდენიმე თვის წინ, მან ეს მოიგო”, – წერს ბალოტელი სოციალურ ქსელ Instagram-ში.

ბალოტელიმ ჯერარდი და თანაგუნდელები გააოცა (ვიდეო)

ეფექტური ქმედებების მოყვარული მარიო ბალოტელი საყვარელ სტილს არც “ლივერუპულის” ვარჯიშზე ღალატობს.

 

მარიო ბალოტელი მსოფლიოში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელს შეეჯიბრა (ვიდეო)

ჰოლანდიელი მოყვარული ფეხბურთელი ბას ვან ველცენი მსოფლიოში ჯარიმების საუკეთესო შესმრულებლადაა ცნობილი. ცოტა ხნის წინ, ის საჯარიმო დარტყმების შესრულებაში “ლივერპულის” იტალიელ ფეხბურთელს, მარიო ბალოტელის დაუპირისპირდა.

დიდი წმენდა “ლივერპულში” – ვინ დატოვებს კლუბს ჯერარდთან ერთად?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ სტივენ ჯერარდი დატოვებს. კლუბში ახალი ერა დაიწყება, თუმცა მოსალოდნელია, რომ რეორგანიზაცია ფეხბრთელთა დიდ ნაწილს შეეხება.

დღევანდელ „ლივერპულში“ ნამდვილად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ინგლისური გრანდის დონეს ვერ აკმაყოფილებენ. მერსისაიდელებს კი სწორედ ასეთად ჩამოყალიბებაზე აქვთ პრეტენზია.

Fanebi.com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, ვისაც მოახლოებული სატრანფერო ფანჯრის დროს დიდ წმენდაში ემუქრებათ მოხვედრა.

 

ფაბიო ბორინი

ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა არ შეუძლია გუნდს ვერ დაეხმარება. „ლივერპულის“ გულშემატკივრებს საკუთარი თამაშით ყოველთვის ანებივრებდნენ ტოპ კლასის შემტევები. ბორინი კი ასეთი დონის არ არის. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი მაქსიმუმი საშუალო დონის გუნდებია. იმ შემთხვევაში, თუ „სანდრედლენდი“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს, ბორინის დაბრუნება ამ გუნდში სავსებით ლოგიკური იქნება.

 

მარიო ბალოტელი

სკანდალურად ცნობილ ფორვარდზე სეზონის სტარტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მასში სოლიდური თანხაც გადაიხადეს. თუმცა, ინგლისში დაბრუნებულმა ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში თავი მხოლოდ სკანდალებით დაგვამახსოვრა. გოლების გატანის ნაცვლად სუპერ მარიო „ჰეითერებისადმი“ მიძღვნილი ვიდეო-მიმართვების გადაღებითაა დაკავებული.  მოედანზე მისი გადამეტებული ემოციები კი ხშირ შემთხვევაში „ლივერპულს“ პრობლემებს უქმნის. „მანჩესტერთან“ შეხვედრაში გაცხარებულ ბალოტელის გულშემატკივრები იჭერდნენ.

 

გლენ ჯონსონი

ეს ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი ვეტერანია. ასეთი სტატუსი და დიდი ხელფასი მისთვის სერიოზული მოტივაცია უნდა იყოს, მაგრამ წელს ინგლისელი მცველი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს. ამ შემთხვევაში გლენისთვის სამაგალითო ჯერარდის საქციელი უნდა იყოს, რომელიც კლუბს თავისი ნებით ტოვებს და ადგილს ახალგაზრდა მოთამაშეებს უთმობს.

 

რიკი ლამბერტი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რიკის „ენფილდზე“ კარიერა არ აწეყო. იმას ვერ ვიტყოდით, რომ ფეხბურთელი თავს არ დებს და ბოლომდე არ იხარჯება, მაგრამ როჯერსის ხელში გადამწყვეტ ჯოკერად ის ვერ იქცა. გუნდიდან მის გაგდებას არავინ აპირებს, მაგრამ თავად ლამბერტისთვის, ასეთ ასაკში სკამზე ჯდომა კარგი არ უნდა იყოს.  

 

ბრედ ჯონსი

საკუთარი მისია სეზონის გარკვეულ ეტაპზე ავსტრალიელმა კიპერმა ავად თუ კარგად მაინც შეასრულა. მინიოლეს მიერ რამდენიმე ჩაგდებული თამაშის შემდეგ როჯერსმა კარის დაცვა ჯონსს ანდო. თუმცა, მუდმივ პირველ ნომრად მისი განხილვა მიზანშეწონილი არ არის. ნათელია, რომ „ლივერპულს“ უფრო მაღალი დონის მეორე მეკარე სჭირდება.

 

ხოსე ენრიკე

ქრონიკული ტრავმებისა და ალბერტო მორენოს სახით გამოჩენილი ძლიერი კონკურენტის ერთობლიოამ ხოსე ენრიკე სათადარიგოთა სკამზე გადაანაცვლა. „ლივერპულში“ ამ პოზიციაზე ახალგაზრდა ფლანაგანიც არის, რაც „რუსტერში“ ენიკეს ყოლას აზრს უკარგავს.

 

დეიან ლოვრენი

შესაძლოა, ახალგაზრდა ხორვატს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად მეორე სეზონი სჭირდება და მის სანაცვლოდ გადახდილი დიდი თანხა მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთად აწვება. თუმცა, სტატისტიკურად პრემიერლიგაში ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ ლოვრენს აქვს დაშვებული, რაც ძალიან უარყოფით ფაქტია.

“ლივერპულის” ფანებმა მარიო ბალოტელი გაძევებისგან იხსნეს (ვიდეო)

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 79-ე წუთზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც კაგად ჩანს, თუ როგორ დაამშვიდეს ლივერპულელმა გულშემატკივრებმა მარიო ბალოტელი.

მარიო ბალოტელი: “მიცნობ?… მოკეტე!”

მას შემდეგ, რაც მარიო ბალოტელი “ლივერპულში” გადავიდა, ის კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა. ცხადია, ამის გამო, იტალიელ ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებენ.

სწორედ ამიტომ, ბალოტელიმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომლითაც მან კრიტიკოსებს უპასუხა.

“მიცნობ? პირადად ჩემთან როდესმე გისაუბრია? შენ მხოლოდ უყურებ იმას, თუ როგორ ვთამაშობ ფეხბურთს მოედანზე – ამიტომ, მოკეტე!” – ამბობს ბალოტელი.

მარიო ბალოტელის კარიერის სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსაც მარიო ბალოტელისთან ერთად უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ჯანლუიჯი ბუფონი

EURO 2012: ITALIA - IRLANDA

პაბლო საბალეტა

3691611

ლუსიო

parma_inter_balotelli_lucio

ვინსენ კომპანი

Mario+Balotelli+Vincent+Kompany+Manchester+I0johzPvxtCl

ხავიერ ძანეტი

balotelli_zanetti_2

ანდრეა პირლო

c630d822a295f4e006f30c3e95f15502-25919-1384551968

იაია ტურე

98026795_Toure_228339b

უესლი სნეიდერი

_47843713_wes_bal

დავიდ სილვა

David+Silva+Mario+Balotelli+Manchester+City+Jk2GEwYmlvgl

სერხიო აგუერო

Aguero-Balotelli-City-book-527423

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

balotelli_ibrahimovic

5 საუკეთესო პენალტების შემსრულებელი ფეხბურთში

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც პენალტებს ყველაზე უკეთ ასრულებენ.

მარიო ბალოტელიმ პრემიერ ლიგაში “ლივერპულის” მაისურით პირველად გაიტანა (ვიდეო)

10 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა მარიო ბალოტელიმ ლონდონელთა კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა “ლივერპულის” მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

ტიერი ანრი, სესკ ფაბრეგასი და მარიო ბალოტელი “პუმას” ახალ რეკლამაში (ვიდეო)

ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “პუმამ” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა ტიერი ანრიმ, სესკ ფაბრეგასმა და მარიო ბალოტელიმ მიიღეს.

ბურთით დახატული მარიო ბალოტელის პორტრეტი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხატავენ მარიო ბალოტელის პორტრეტს.