ბალოტელი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ის საქმეს პროფესიონალურად უდგება

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა მარიო ბალოტელი ჟურნალისტების მორიგი კრიტიკის შემდეგ დაიცვა. France Football-მა ბალოტელი “საფეხბურთო მოედნის ცუდი ბიჭების” სიაში შეიყვანა.

“ვცდილობ გავიგო სად აქვს ბალოტელის ეს ცუდი თვისებები და პასუხს ვერ ვპოლუობ. საწყენია, რომ ასეთი ცნობილი გამოცემა ამგვარ სტატიებს აქვეყნებს. მარიო ძალიან მშვიდი ადამიანი. მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრა,მ ის საქმეს პროფესიონალურად ეკიდება. მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ” – განაცხადა ზეედორფმა.

 

ბალოტელი: “შევეცდებით, მეტოქე სასურველი ანგარიშით დავამარცხოთ”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის განსაკუთრებულ თამაშს ელის.

“ძალიან მიხარია, რომ მერვედფინალში ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, როგორიც “ატლეტიკოა”. განსაკუთრებულ თამაშს ველი. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით და შევეცდებით, მეტოქე სასურველი ანგარიშით დავამარცხოთ.

ესპანური კლუბების წინააღმდეგ გოლი არასოდეს გამიტანია, ამიტომ გამიხარდება, თუ ამას დღეს მოვახერხებ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, “მილანმა” წარმატებას მიაღწიოს”, – ამბობს ბალოტელი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

9 ფეხბურთელი, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე მეტად “ტროლავენ”

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინტერნეტ-სივრცეში, 9 ყველაზე “დატროლვადი” ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

9. ფილ ჯონსი

8. ეშლი იანგი

7. ემილ ჰესკი

6. პეპე

5. ლუის სუარესი

4. ნიკლას ბენდტნერი

3. ფერნანდო ტორესი

2. ჯონ ტერი

1. მარიო ბალოტელი

ბალოტელი: “ატლეტიკოსთან მატჩის წინ მშვიდად ვარ”

იტალიური “მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “მილანის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.

“მშვიდი და თავშეკავებული ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რომელსაც თან საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონი ახლავს. მიხარია, რომ ჩემს თანაგუნდელებს პლეი-ოფში ვეხმარები. მოგეხსენებათ, შარშან ამის საშუალება არ მოქნია.
ესპანური კლუბებისთვის ჯერ არ გამიტანია და იმედია ამ უსიამოვნო ტრადიციას ხვალიდნელ შეხვედრაში დავარღვევ” – განაცხადა მარიო ბალოტელიმ.

სიმეონე: ბალოტელის თამაშის შეცვლა შეუძლია

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა “მილანთან” მოახლოვებული შეხვედრის წინ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ბოლონიასთან” გამართულ მატჩში მარიომ საკუთარ გუნდს 86-ე წუთზე ულამაზესი გოლით მოუტანა გამარჯვება.

“ბალოტელის მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. ის ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო მოთამაშეა” – განაცხადა სიმეონემ

“ატლეტიკოსა” და “მილანის” პირველი დაპირისპირება 19 თებერვალს “სან-სიროზე” შედგება.

ბალოტელი: “ზეედორფთან კარგი ურთიერთობა მაქვს”

“მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ კლარენს ზეედორფთან ერთად მუშაობა სიამოვნებს.

“ზეედორფთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც ყველაზე მთავარია, ის ყოველტვის ყველაფერს პირდაპირ ამბობს. ამას ადამიანში ძალიან ვაფასებ.

პაცინი? მასთან ერთად კარგ დუეტს ვქმნით. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მოვუმატებთ” – განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” “ბოლონია” მარიოს ულამაზესი გოლით დაამარცხა.

ზეედორფი: “ბალოტელის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მას მარიო ბალოტელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი სულაც არ აკვირვებს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კი, მარიო ბალოტელიმ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი ძალიან შორი მანძილიდან, უძლიერესი დატყმით აიღო.

“მარიომ კარგად იცის, როგორ უნდა გაიტანოს ასეთი გოლები. ძლიერი დარტყმა მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მე ბალოტელის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მომავალში, ის “როსონერის” არაერთ წარმატებას მოუტანს”, – ამბობს ზეედორფი.

ბალოტელი: “ჩემი მოვალეობა ისაა, რომ “მილანს” ვულიდერო”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ მისი მოვალეობა “როსონერის” ლიდერობაა.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 15 თებერვალს საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღეს და მეტოქე მარიო ბალოტელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით დაამარცხეს.

“კარისკენ გავიხედე და დავინახე, რომ მეკარე ცოტათი წინ იყო გამოსული. ამიტომ, მთელი ძალით დავარტყი და საბედნიეროდ, გოლიც გავიტანე. მიხარია, რომ მწვრთნელი მენდობა. ჩემი მოვალეობა კი, “მილანის” ლიდერობაა”, – ამბობს ბალოტელი.

ზეედორფი: “ბალოტელის კიდევ ბევრი აქვს სასწავლი”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა და თქვა, რომ მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

“მარიო უდიდესი ნიჭის მფლობელია. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრს მიაღწევს.

“ნაპოლისთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, მისი ცრემლები ნამდვილად ბუნებრივი იყო, ის ძალიან კარგი ადამიანია”, – ამბობს ზეედორფი.

ძალიან ზარმაცი მარიო ბალოტელი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგადაა აღბეჭდილი, თუ როგორ სიზარმაცეს იჩენს მარიო ბალოტელი “მილანის” ერთ-ერთ ვარჯიშზე.

ბალოტელი რასიზმზე, რონალდოზე, იბრასა და რომის პაპზე

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ თუ მომავალში, მას მატჩის მიმდინარეობისას რასისტულ შეურაწყოფას მიაყენებენ, ის მოედანს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, “ნაპოლისთან” გამართულ მატჩში, ბალოტელის რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს, რის გამოც, ახალგაზრდა ფეხბურთელს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

“დავტოვებ თუ არა მოედანს? დიახ, ასე მოვიქცევი. ჯანსაღ კრიტიკას კარგად ვიღებ, მაგრამ როდესაც რასისტულ შეურაწყოფას მაყენებენ, ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს”, – ამბობს ბალოტელი.

იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომის პაპსაც შეხვდა.

“ღმერთის მჯერა. ის ბევრჯერ დამხმარებია. ჩემთვის, რომის პაპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრე და რა თქმა უნდა, მის რჩევებს გავითვალისწინებ.”

ბალოტელიმ აღნიშნა, რომ ბავშვობაში, მისი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყო.

“ბავშვობაში, ჩემი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყო. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. ამჟამინდელი თავდამსხმელებიდან კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გამოვარჩევდი.”

ბალოტელი: “რასისტული შეძახილების შემთხვევაში, მოედნიდან გავალ”

“მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ მის მიმართ რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში, ის თამაშს აღარ გააგრძელებს.

“ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილების შემთხვევაში მოედნიდან გავალ და თამაშის გაგრძელებაზე უარს ვიტყვი. პროფესიონალური კრიტიკიას მიღება ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ რასიზმს ვერ შევეგუები.
თუ ტრიბუნებიდან რასიზმი გაქრება, ეს მშვენიერი ინქება. როდესაც ვგრძნობ გულშემატკივრის მხარდაჭერას, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ” – განაცხადა ბალოტელიმ.