ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

დიეგო სიმეონე: “გრიზმანი “ატლეტიკოს” ერთგულია!”

კატალონიის “ბარსელონა” რომ ანტუან გრიზმანს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, ეს არავისთვისაა ახალი. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის ფრანგის გუნდში ყოლით ბედნიერია და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, საუკეთესო მოთამაშეების შესანარჩუნებლად.

“ატლეტიკოს” მესვეურები შესანიშნავად მუშაობენ. ისინი ხვდებიან, რა არის საუკეთესო კლუბისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ანტუანი ჩემი ფეხბურთელია. ჩემს ფიქრებს, მოლოდინებს, გეგმებს რეალობაზე ვაწყობ, ანუ იმაზე ვამყარებ იმედებს, რასაც ვხედავ. ხოლო, ახლა რეალობა ისაა, რომ ფრანგი გუნდის ნაწილია. იგი ძალიან ერთგულია!”

“გრიზმანი თავის გუნდელებს შესანიშნავად უგებს, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ის ჩვენთვის დასაყრდენია. ვენდობი და მჯერა მისი,” – აცხადებს სიმეონე.

უნაი ემერი: “თუ “ელ კლასიკოს” ფავორიტი ყავს, მაშინ ეს…”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი აღიარებს, რომ მადრიდული “ელ კლასიკოსთვის” თვალის დევნებას “სანტიაგო ბერნაბეუდან” აპირებს. შეგახსენებთ, რომ ემერი წლების მანძილზე წვრთნიდა “სევილიას” და შესაბამისად, ამ ორ კლუბსაც ძალიან კარგად იცნობს.

“მინდა ყველასათვის ნათელი გავხადო ის ფაქტი, რომ მადრიდში ჩავდივარ, რათა “ელ კლასიკოს” დავესწრო. ასეთი მატჩის სტადიონიდან ნახვა განსხვავებულ პერსპექტივას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი კარგად იცნობს ერთმანეთს, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის.

თუ “ელ კლასიკოს” ფავორიტი ყავს, მაშინ ეს “რეალია” იმის მიუხედავად, რომ სატურნირო ცხრილში მათი ჩამორჩენა საკმაოდ დიდია. “კლასიკოში” გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან დიდია, გარდა ამისა, “რეალს” ეს სამი ქულა ყველაზე მეტად სჭირდება.

თუმცა, ჯერჯერობით “ატლეტიკოს” ჩამოწერაც საშიშია. ასე რომ, “რეალსა” და “ბარსელონას” დიდი სიფრთხილე მართებთ,” – აცხადებს უნაი ემერი.

ინიესტა: “კოუტინიო “ბარსელონასთვის” დიდებული შენაძენი იქნება”

“ბარსელონასა” და ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, საფეხბურთო სამყარო განუწყვეტლივ განიხილავს ამ ტრანსფერს. ამჯერად, კოუტინიოს “ბარსელონურ” მომავალზე ინიესტამ ისაუბრა.

“მე მასში დიდებულ ფეხბურთელს ვხედავ და ვთვლი, რომ კოუტინიო ძალიან ნიჭიერია. მას ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია, გოლებსაც ბრწყინვალედ ქმნის და კომბინაციებში პროდუქტიულად ერთვება. გარდა ამისა, მას მეტოქის ბანაკში სივრცის მოძებნაც არ უჭირს.

მისი პროფილის ფეხბურთელები “ბარსელონას” ძალიან უხდებიან. კოუტინიოს ტრანსფერი ჩვენთვის დიდებული ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, მე მასში ჩემს კონკურენტს არ ვხედავ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად,” – აცხადებს ესპანელი ლეგენდა.

ბოლო ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ბრაზილიელის ტრანფერი 150 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.

კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, “ბარსელონასთან” მატჩი გამოტოვოს

მადრიდის “რეალის” მიერ გავრცელებულმა უახლესმა ინფორმაციამ კლუბის ფანები ააღელვა. საქმე იმაშია, რომ მოახლოებულ ელ კლასიკოს “ბლანკოსის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ სრულ მზადყოფნაში ვერ ხვდება.

ესპანური გრანდის ცნობით, 32 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა და ხვალიდან ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება. რაც სავარაუდოდ მცირე ტრავმის მიზეზი უნდა იყოს.

ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემები მალევე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში რონალდუ მარჯვენა მუხლზე გრძნობდა დისკომფორტს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს სტარტს.

“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში 150 მილიონის გადახდას დათანხმდა

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Sport.es ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, “წითლებმა” “ბარსელონა” ტრანსფერში 150 მილიონი ევროს გადახდაზე მაინც დაიყოლიეს და ახლა ყველაფერი დროის საკითხია.

ცნობილი ხდება ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის კონკრეტული დეტალებიც. კერძოდ, კოუტინიო “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ფილიპემ “ლივერპულის” მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

ბართომეუ: “კატალონიის დამოუკიდებლობის მოსურნეებს ჩემი გადადგომა სურთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მხარდამჭერებს მისი თანამდებობიდან გადაგდომა სურთ.

“მხარდამჭერთა კლუბში არ ვარ, რადგან პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან განსხვავებული მცნებებია. მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, ის, რაც შეიძლება, დიდ ხანს ვაკეთო. მსურს, “ბარსელონას” გაძლიერებაში დავეხმარო. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების მსურვლებს ჩემი თანამდებობიდან გადადგომა სურთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ გვერდში არ ვდგავარ და პოლიტიკას ვემიჯნები.”

“ამ ხალხისგან ჩვენს წინააღმდეგ კამპანიაა გამართული. ისინი ჩვენ, პრეზიდენტსა და “ბარსას” დირექტორებს გვიტევენ, რადგან მათ არ ვაფინანსებთ და არ ვეხმარებით. ANC-მ ფული მთხოვა და მათ უარი ვუთხარი. ვემხრობი, გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა “ბარსელონა” არ უნდა იყოს პოლიტიზირებული,” – აცხადებს ბართომეუ.

მოდრიჩი: “გვინდა, ლა ლიგაში გულშემატკივარს ქამბექი შევთავაზოთ”

23 დეკემბერს მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში დაუპირისპირდება.

წიანსამატჩოდ ჟურნალისტებს ლუკა მოდრიჩი ესაუბრა.

“გვინდა, ლა ლიგაშიც დავიწყოთ კარგად თამაში. ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ქამბექი შევთავაზოთ ჩვენს გულშემატკივარს. დამატებით, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგისთვისა და კოპა დელ რეისთვისაც ვიბრძოლებთ. ახლა კარგ ფორმაში ვართ. გვიხარია, რომ ასეთი დიდი მატჩი შობამდეა.  მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ.”

“ერთიანობა  აღნიშნულ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, აუცილებელია, შევიკრათ და “ბარსელონას” დიდი სივრცეები არ მივცეთ. ხოლო, თუ საწინააღმდეგო მოხდება, ისინი აუცილებლად დაგვსჯიან,” – აცხადებს მოდრიჩი.

რივალდო: “ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”

როგორც მოგეხსენებათ, 23 დეკემბერს “სანტიადო ბერნაბეუზე” ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება. ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ორი გუნდი, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მე-17 ტურში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ეს მატჩი საკმაოდ ბევრი ინტრიგის მატარებელია. ალაბთ დაუსრულებლად შეიძლება დავა იმის შესახებ კრიშტიანუ რონალდუ სჯობს, თუ ლიონელ მესი, მაგრამ ბრაზილიელმა რივალდომ თავისი ფავორიტი გამოარჩია: “მესი თამაში გასაოცარია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეუძლია მინდორზე სასწაულები ჩაიდინოს. კრიშტიანუ “რეალში” ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, პორტუგალიელის შეჩერება ძალიან ძნელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო თუ რას მოიმოქმედებს რონალდუ სხვადასხვა ეპიზოდში”, – განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ აჟამად “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა 11 ქულაა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ ეს ზიდანის გუნდისთვის დიდი შეღავათი არაა, ამიტომაც თუ მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ 23 დეკემბერს გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გაიღონ.

დავიდ ლუიზმა “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა მცველმა, რომელიც ანტონიო კონტეს წყალობით “არისოკრატთა” სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა, “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ავრცელებენ.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი ამ დროისთვის ბარსელონაში იმყოფება, სადაც რეაბილიტაციის პროცესს გადის. ამ უკანასკნელმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” სატრანსფერო მოლაპარაკებებიც წამოიწყო.

ასე რომ, 30 წლის დავიდ ლუისი, რომელსაც ბოლო დღეებში მადრიდის “რეალსაც” უკავშირებენ, შესაძლოა, ყველასათვის გასაკვირად “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “თუ “ბარსას” არ უნდა, “რეალს” საპატიო კორიდორი გაუკეთოს, მაშინ…”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს. “ბარსას” რამდენიმე მოთამაშემ ამაზე უკვე განაცხადა უარი.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თვლის, რომ თუ გუნდს არ სურს საპატიო კორიდორის გაკეთება, ამას მას ვერავინ დააძალებს.

“თუ კლუბს არ აქვს სურვილი, საპტიო კორიდორი მოუწყოს მეტოქეს, მან ეს არ უნდა გააკეთოს. “ბარსელონას” გადაწყვეტილება ასეთია და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მოსწონს თუ არა ეს ხალხს. არ ვფიქრობ, ეს ასე მნიშნელოვანი იყოს. თუნდაც, აპლოდისმენტები…”

“საგულისხმოა, რომ როცა გუნდები ერთი და იმავე ტურნირზე მონაწილეობენ, მაშინ უკეთებს ერთი მათგანი მეორეს საპატიო კორიდორს. ეს ასეთი შემთხვევა არაა,” – აცხადებს ტებასი.

ხორდი ალბა გრიზმანს დიდი სიამოვნებით მიიღებს “ბარსელონაში”

ბოლო დროს მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერს, ანტუან გრიზმანს საკმაოდ ხშირად უწინასწარმეტყველებენ კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელებას. ტრასნფერის ამ შესაძლებლობას ხორდი ალბაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გრიზმანს გუნდში დიდი სიამოვნებით მიიღებს.

“გრიზმანი? ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ბრწყინვალედ ართმევს საკუთარ მოვალეობებს თავს. მისგან ნებისმიერი ტიპის დახმარებას მივესალმებით. თუმცა, უკვე ვთქვი, რომ ჩვენი გუნდი ისედაც ძალიან ძლიერია. ვნახოთ, რა მოხდება სატრნსფერო ფანჯარაზე,” – აცხადებს ალბა.

ერთ-ერთ გადაცემაში “ბარსელონას” დირექტორმა, გილერმო ამორმა აღნიშნა, რომ გრიზმანსა და კლუბს შორის კავშირი უკვე შედგა. ალბამ ამაზეც ისაუბრა: “დირექტორის განცხადება? შესაძლებელია, ბართომეუ უკვე შეხვდა გრიზმანის ოჯახს და ტრანსფერის გახორციელების შესაძლებლობაც განიხილეს. ერთი მხრივ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ უცხო ფეხბურთელებთან კავშირები გვქონდეს.”