ასენსიო: “კამპ ნოუზე” გატანილი გოლი უფრო რთული შესასრულებელი იყო”

გუშინ ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. შეხვერდა ანგარიშით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მეოთხე წუთზე მარკო ასენსიომ გაიტანა. მან უძლიერესი დარტყმით შეუგდო მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. დაახლოებით, ასეთ სტილში ახალგაზრდა ესპანელმა მოთამაშემ სუპერთასის პირველ მატჩშიც შეძლო “ბლაგურნას” კარის აღება.

ასენსიომ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ტიტულისთვის ბრძოლაში ორივე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. პირველი მათგანი ლამაზი გამოვიდა, ისევე როგორც მეორე. თუმცა, “კამპ ნოუზე” გატანილი გოლი უფრო მნიშვნელოვანი და რთულად შესასრულებელი გამოდგა.”

“ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა, რაც შეიძლება, ბევრი სათამაშო დრო მქონდეს. მინდა, სასტარტოში ხშირად ვიყო ხოლმე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემს თავს ხდება,” – აცხადებს ასენსიო.

სუარესმა შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში (“რეალი” 2-0 “ბარსელონა”) ტრავმა მიიღო.

სუარესმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშისას მუხლის მყესები დაიზიანა და შესაძლოა, ამის გამო სეზონის სტარტი გამოტოვოს. რაც ნეიმარის გარეშე დარჩენილი ვალვერდესთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

ურუგვაელ ვარსკვლავს გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება და დღესვე გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ თამაშს.

პიკე: “ასეთი რამ ბოლო ცხრა წლის მანძილზე პირველად ხდება”

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ “რეალთან” წაგებული სუპერთასის შემდეგ (5-1) აღიარა, რომ დღეს “ბლანკოსი” “ბარსელონაზე” ძლიერია.

“ძალიან ცუდ დღეშია კლუბი, ისევე როგორც გუნდი. რამე უნდა მოვიმოქმედოთ, მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რათა წინ წავიდეთ.

სეზონი ძალიან გრძელია და ამის გამოსწორება შეგვიძლია. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ, დღეს “რეალი” ჩვენზე ძლიერი იყო. ცხრა წელია ამ კლუბში ვარ, და პირველად ვგრძნობ, რომ “რეალზე” სუსტები ვართ,” – აცხადებს ესპანელი მცველი.

ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელმაც 17 აგვისტოს თავისი მეშვიდე ტიტული მოიგო “ბლანკოსის” თავკაცის რანგში, პრესასთან ისაუბრა.

“ახალ სეზონს კარგ ფორმაში უნდა შევხვედროდით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირისთვის უნდა გვებრძოლა პირველ მატჩებში. სეზონის სტარტზე ყველაფერი ბრწყინვალედ გავაკეთეთ, ვიცით, რომ ასე გაგრძელება რთული იქნება, მაგრამ დღეს ბედნიერები ვართ.

მატჩის პირველ ნახევარში დიდებულად ვითამაშეთ, ტემპი შესანიშნავი იყო, მეტოქეზე დიდ ზეწოლას ვახდენდით და ბურთსაც კარგად ვფლობდით. მეორე ტაიმში კი ცოტა ავირიეთ, რადგანაც “ბარსელონამ” ჩვენს კარს შეუტია.

რაც შეეხება გუნდს, ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან მიჭირს მათგან თერთმეტი ფეხბურთელის ამორჩევა, რომლებმაც სასტარტოდან უნდა დაიწყონ თამაში, ” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

“რეალმა” “ბარსელონა” მეორე მატჩშიც დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო

ზინედინ ზიდანის “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩშიც საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის სუპერთასსაც დაეუფლა.

მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის გამართული პირველი ფინალური მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართა და ზიზუს ბიჭების გამარჯვებით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.

განმეორებით მატჩში კი ანგარიში მე-4 წუთზე, მარკო ასენსიომ გახსნა ბრწყინვალე დარტყმით. აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ახალგაზრდა ვარსკვლავმა პირველ მატჩშიც არანაკლებ ლამაზი გოლის გატანა შეძლო ტერ შტეგენის კარში. ასენსიოს გოლს კი კარიმ ბენზემას შედევრი დაემატა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.


“რეალი”: კეილორ ნავასი; მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი; ტონი კროოსი (სებალოსი 80′), კოვაჩიჩი (კაზემირო 62′), მოდრიჩი; მარკო ასენსიო (ტეო ერნანდესი 75′), ბენზემა, ლუკას ვასკესი

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხავიერ მაშერანო, ჟერარ პიკე (სემედო 50′), სამუელ უმტიტი; რობერტო, რაკიტიჩი, გომეში (დეულოფეუ 72′), ალბა (დინიე 78′); ლეო მესი, ლუის სუარესი

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე


რონალდუ: “ამაზე გაჩუმება შეუძლებელია!”

ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ კრიშტიანუ რონალდუ “ელ კლასიკოში” მსაჯთან მომხდარი ინციდენტის გამო ხუთმატჩანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პორტუგალიელი სუპერთასის ერთ და ლა ლიგის ოთხ შეხვედრას გამოტოვებს.

რონალდუმ დღეს აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“შეუძლებელია, ასეთ სიტუაციაში გაჩუმდე, ხუთი მატჩი!! ეს სასჯელი გადაჭარბებული და სასაცილოა. ამას დევნა ეწოდება! მადლობა ჩემს გუნდელებსა და ფანებს მხარდაჭერისთვის!” – წერს პორტუგალიელი.

კოლუმბიაში “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში კატალონიის “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა. იგი ექვსიდან ჩვიდმეტწლამდე ბავშვების აღზრდას მოემსახურება.

საგულისხმოა, რომ ივნისში სწორედ ამ ქალაქში “ბარსას” ორგანიზაციის, FCBEscola-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო ტურნირი, სადაც ასობით ბავშვს შეეძლო სამი დღის მანძილზე “ბლაგურნას” წესებით ევარჯიშა.

“გვინდა, კოლუმბიელ ბავშვებს უნიკალური გამოციდლება მივცეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ის მეთოდები, ფილოსოფიის ის საფუძვლები, რომლებმაც “ბარსელონას” წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეიტანეს,” – განაცხადა დირექტორმა, ხავი კოსერამ.

ბუსკეტსი: “ასე ფიქრი უაზრობაა…”

კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის “რეალთან” “კამპ ნოუზე” განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა (1-3, ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი).

“უსიამოვნო შემთხვევა იყო. რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით და 3-1 წავაგეთ. მეტოქე საჭირო დროს ზუსტად მოქმედებდა და შედეგცი ასეთი მივიღეთ.

მატჩის პირველ ნახევარში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გაშვებულმა გოლმა აგვრია. თამაში გავხსენით, “რეალის” კონტრ-შეტევების შეჩერება კი თითქმის შეუძლებელია.

კონკრეტული ფეხბურთელის გამო არ წაგვიგია, ასე ფიქრი უაზრობაა. სამი გოლის გატანა ადვილი არ იქნება, მაგრამ გუნდი ყველაფერს გააკეთებს სასურველი მიზნის მისაღწევად,” – აცხადებს ბუსკეტსი.

Marca-ს გამოკითხვა: გამართული “ელ კლასიკოს” – შედეგები ცნობილია

13 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით, 3-1.

მატჩის შემდეგ მადრიდულმა გამოცემამ, Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იყო დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშე. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ასენსიო: 93%

ისკო: 88%

რონალდუ:73%

მარსელო: 69%

ვარანი: 63%

კოვაჩიჩი: 58%

კაზემირო: 56%

რამოსი: 50%

ნავასი: 43%

კროოსი: 39%

ლუკას ვასკესი: 25%

კარვახალი: 22%

ბეილი: 5%

ბენზემა: 5%

ზიდანი: “რონალდუ გაძევებას არ იმსახურებდა”

კრიშტიანუ რონალდუმ 13 აგვისტოს გამართულ “ელ კლასიკოში” ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პორტუგალიელი მეორედ უმტიტსთან ორთაბრძოლის დროს სიმულიანტობისთვის გააფრთხილეს და გააძევეს.

ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს რონალდუ დაიცვა: მისი აზრით, კრიშტიანუს მეორე ყვითელი ბარათი არ ეკუთვნოდა.

“როგორც ყოველთვის, მსაჯების მუშაობაში არ ჩავერევი. ჩვენ შესანინშავი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა რონალდუს გაძევებამ გამაღიზიანა. შესაძლოა, იმ მომენტში პენალტი არ იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პორტუგალიელი ძალით არ წაქცეულა და შესაბამისად, გაძევებასაც არ  იმსახურებდა,” – აცხადებს ფრანგი.

“ბორუსიამ” დემბელეს გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები თანახმანი არიან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე “ბარსელონას” მიყიდონ, თუ კატალონიელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Sport-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს ბონუსების გარდა, რომელიც დემბელეს ახალ კონტრაქტში უნდა იქნეს გაწერილი.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანული კლუბი 30 მილიონ ევროს ითხოვს ბონუსის სახით, თუ დემბელე გარკვეული შედეგის დაფიქსირებას შეძლებს “კამპ ნოუზე”, რასაც “ბლაუგრანა” ძვირად მიიჩნევს.

გეტყვით იმასაც, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ “ბარსელონამ” უკვე განახორციელა პირველი ტრანსფერი: ოფიციალურად: პაულინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

ბუსკეცი: “მსაჯის შეცდომები? ბოდიშის მოხდას არაფერზე ვაპირებთ!”

დღეს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად ანაგარიშით, 3-1 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს სერხიო ბუსკეცი ესაუბრა.

“ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მომამავლ შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. ეს რთული იქნება, თუმცა ცდას არ დავაკლებთ. ბოდიშის მოხდას არაფერზე ვაპირებთ. ყველაფერმა უკვე ჩაიარა და შედეგი დაფიქსირებულია,” – აცხადებს სერხიო.