პასტორე ნეიმარს 10-ნომრიან მაისურს სთავაზობს

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი ფლეიმეიკერი, ხავიერ პასტორე ნეიმარს, რომელიც სულ მალე უნდა ჩაირიცხოს პარიზული გრანდის შემადგენლობაში, თავის, 10-ნომრიან მაისურს სთავაზობს.

“მინდა ნეიმარს მისასალმებლად პატარა საჩუქარი გავუკეთო და ჩემი მაისური შევთავაზო. მინდამ ან პირველივე დღიდანვე კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ კლუბში.

მინდა ყველაფერი გავაკეთო მისთვის, ყველანაირად დავუჭირო მხარი, რათა შემდგომში მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

მაისური, ეს ერთი შეხედვით პატარა დეტალია, მაგრამ ჩემთვის 10-ნომრიანი მაისურის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ახლა ეს პატარა სიმბოლიკა მას გადავსცე,” – აცხადებს პასტორე Cadena Ser-თან საუბრისას.

რონალდინიო: “კოუტინიოს ნეიმარის შეცვლა შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი რონალდინიო ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლას გამოეხმაურა და მისი პოტენციური შემცვლელიც კი დაასახელა.

“მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარის შეცვლა შეუძლია – დიახ, მჯერა, რომ კოუტინიოს ამის შესაძლებლობა გააჩნია.

ის ნამდვილად იმყოფება იმ დონეზე, რომ “ბარსელონაში” გადასვლა და სიცარიელის შევსება შეძლოს. მაგრამ, “ლივერპულმა” ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და ასე ადვილად ნამდვილად არ გაუშვებენ,” – აცხადებს რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის პოტენციურ შემცვლელებად უსმან დემბელეს, ანტუან გრიზმანსა და პაულო დიბალასაც განიხილავენ.

მესიმ ნეიმარს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა (ვიდეო)

“ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კატალონიურ გრანდს ტოვებს და კარიერას ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” აგრძელებს. ამ ინფორმაციას მისი არგენტინელი თანაგუნდელი, ლეო მესიც ადასტურებს.

“ბოლო წლებში შენთან ყოფნამ უდიდესი სიამოვნება მომანიჩა, ჩემო მეგობარი. ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. მალე გნახავ, სიყვარულით მესი,” – ვკითხულობთ მის გამოსამშვიდებელ წერილში, რომელსაც თან ვიდეოც ახლავს.

“ბარსელონამ” ნეიმარს წასვლის უფლება მისცა

“ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი რეკორდულ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. “სანტოსის” ყოფილი ფეხბურთელი უკვე დაემშვიდობა “ბარსელონელ” თანაგუნდელებს და პარიზისკენ მიმავალ გზასაც გაუდგა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, BBC ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნეიმარს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშიდან წასვლის უფლება თავად მისცა.

შედეგად, ბრაზილიელმა კატალონიელთა ვარჯიში მისვლიდან 15 წუთში დატოვა და მოლაპარაკებების დასასრულებლად “პსჟ”-ს წარმომადგენლებთან გაემგზავრა.

ამასთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა: “კლუბმა ნეიმარს დღევანდელი ვარჯიშიდან წასვლის ნებართვა დართო”.

ნასერ ალ-ხელაიფი: “პსჟ” პატივს სცემს ნეიმარი “ბარსელონასთან” კონტრაქტს”

“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ნეიმარის პარიზულ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

“ნეიმარის ტრანსფერი? ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების პროცესში ვართ. ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელია და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. “პსჟ” პატივს სცემს ყველა იმ კონტრაქტს, რომლებიც სხვა გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის არსებობს.”

“პსჟ”-ს აქვს იმის ამბიცია, რომ ჰყავდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ჩვენს რეპუტაციას ზრდის. უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები გულშემატკივრებს მოლოდინს გაუმართლებენ,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.

“ლივერპულმა” “ბარსელონას” 100-მილიონიანი წინადადება უარყო

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან. აქიდან გამომდინარე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კიდევ უფრო აძლიერებენ ზეწოლას.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბარსელონასგან” 100-მილიონიანი წინადადება უარყო, რითიც ყველასთვის ნათელი გახადა, რომ გუნდის ლიდერთან განშორებას არ აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ესპანელთა პრიორიტეტად დიბალას ტრანსფერი იქცევა.

სიმეონეს გრიზმანის მიმართ “ბარსელონას” ინტერესი მხოლოდ სიამოვნებას გვრის

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტონიო გრიზმანის გარშემო გავრცებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, “როხიბლანკოს” ფრანგი თავდამსხმელი “კამპ ნოუზე” აპირებს გადაბარგებას.

“მსგავსი ტიპის ინტერესის არსებობა სულაც არ მაშინებს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ჩემი ფეხბურთელებით ინტერესდებიან.

კლუბი ყველაფერს აკეთებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად, რომელთა გადაბირებაც უდიდეს კლუბებს სურთ. რაც მთავარია, კლუბში დარჩენა მათი სურვილიცაა.

კლუბთან საკმაოდ ძლიერი კავშირი მაქვს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. ერთად შევძლებთ წარმატებისთვის საჭირო გზის გაკაფვას,” – აცხადებს სიმეონე.

კლოპმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას “ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მერსესაიდის “ლივერპულის” თავკაცს, იურგენ კლოპს კატალონიის “ბარსელონას” წევრის, რაფინიას შეძენა სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

კლოპმა, მუჰამედ სალაჰის შეძენით, უკვე დაამყარა მერსესაიდელთა სატრანსფერო რეკორდი. ახლა კი გერმანელმა კლუბის სპორტულ დირექტორს, მაიკლ ედვარდსს “ბლაგურნას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა. ნახსენები ესპანური წყაროს თანახმად, ინგლისელებს ბრაზილელის ყიდვა 30-დან 40 მილიონ ევრომდე ფასში სურთ. იმის ფონზე, რომ შესაძლოა, ნეიმარმა კლუბი დატოვოს, დიდი ალბათობით, რაფინიას ჯერ ვერსად ვერ გაუშვებენ.

ბრაზილიელმა გაუსლ სეზონში “ბარსელონაში” შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “ინტერი” და “მილანი” იჩენენ.

“ბარსელონა” შესაძლოა, იოზილის ტრანსფერზე გადაერთოს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ნეიმარის მომავალი ჰაერშია. არავინ იცის, როგორ განვითარდება ბრაზილიელის გარშემო მიმდინარე მოვლენები. “ბლაგურნას” ხელმძღვანელობაც თავს იზღვევს და აქტიურად ეძებს 25 წლის ვარსკვლავის შემცვლელს. ერთ-ერთი ასეთი “ლივერპულის” ფეხბურთელი, ფილიპე კოუნტინიოა.

როგორც Don Balon-ი იუწყება, მერსესაიდელთა მოთამაშის ვერშეძენის შემთხვევაში, “ბარსა” მესუთ იოზილის ტრანსფერზე გადაერთვება. გერმანელს ლონდონის “არსენალთან”, კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ ერთი სეზონიღა აკავშირებს. შესაბამისად, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ მესუთი ყველაზე იაფად გაიყიდოს. ესპანელებს თურქული ფესვების მქონე სპორტსმენის შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ. ტრანსფერის შანსს ისიც ზრდის, რომ “ბარსას” მესვეურებს წარსულშიც სურდათ იოზილის შეძენა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

პსჟ-ის პრეზიდენტმა ნეიმართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მილიარდელი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ჰელაიფის თქმით, “ბარსელონას” ბრაზილიე სუპერვარსკვლავთან, ნეიმართან მიმდინარე მოლაპარაკებები წინ მიიწევს.

“ნეიმართან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროგრესირებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ,” – ციტირებს ალ-ჰელაიფის სიტყვებს Yahoo Sport.

ბოლო ცნობების მიხედვით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი ფრანგებს 300 მილიონ ევროზე მეტი უნდა დაუჯდეთ, თუმცა “პსჟ”-ს მფლობელებს არც მსგავსი ციფრები აშინებენ.

დრეიმონდ გრინი: “რონალდუ ლებრონ ჯეიმსს ჰგავს, ნეიმარი – სტეფ კარის”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო მცველად დასახელებული დრეიმონდ გრინი, რომელიც “გოლდენ სტეიტის” ღირსებას იცავს, მაიამიში “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

შესვენებისას კი ამერიკელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო შედარება გააკეთა: “კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტად ლებრონ ჯეიმსს ჰგავს, ნეიმარი – სტეფ კარის.

ნეიმარს უყვარს ბურთის ტარება, მეტოქეების მოტყუება, ჭკუიდან გადაყავს ისინი და ამით გუნდი ახალ დონეზე გადაყავს. სწორედ იგივეს აკეთებს სტეფ კარიც და ასე ეხმარება გუნდს გამარჯვებაში.”

შეგახსენებთ, რომ ამერიკული “ელ კლასიკო” “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ელ კლასიკო: რა ღირს საუკეთესო ბილეთები?

30 ივლისს, გამთენიისას ისტორიაში პირველი “ელ კლასიკო” გაიმართება, რომელსაც არაევროპული მიწა უმასპინძლებს – ევროპის უდიდესი გრანდები ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში დაუპირისპირდებიან.

გასაკვირი არაა, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე დღეში გაიყიდა. “ჰარდ როკ სტედიუმზე” 65,326 ადამიანი ეტევა, ბილეთის მინიმალური ფასი კი 200 ევროს შეადგენს.

რაც შეეხება თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც ბილეთებში იქნა გადახდილი, ის 6678.50 ამერიკული დოლარით განისაზღვრება.