“ბარსელონამ” “ჩელსის” მესამე ოფიციალური წინადადებით მიმართა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ორჯერ მიღებული უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვილიანის, დამატებას.

Sky Sports-ის ცნობით, კატალონიელები უკვე მესამე თვეა, რაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავად ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასი და რამდენიმე ფორმალური დეტალია შესათანხმებელი.

კატალონიური გრანდი მზადაა, ვილიანის სანაცვლოდ, რომელიც ლონდონის “ჩელსის” გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 53 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ბრიტანული გამოცემიბს თანახმად, ვილიანს მაურიციო სარისთან თანამშრომლობის დიდი სურვილი არ გააჩნია და ის ანტონიო კონტეს წასვლის წინააღმდეგიც იყო. 2013 წელს “ანჟიდან” გადასვლის შემდეგ მან 236 მატჩი ჩაატარა “არისტოკრატთა” რიგებში და 44 გოლი გაიტანა.

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, კოუტინიოს ტრანსფერში 270 მილიონი გადაიხადოს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას. ამჯერად “პარიზელების” მთავარ სამიზნეს “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო წარმოადგენს.

როგორც ცნობილი ხდება, “პსჟ” მზადაა 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში რეკორდული თანხა – 270 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა ეს თანხა არა პირდაპირ კლუბის, არამედ მისი აგენტის ანგარიშზე დაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ჰავბეკის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევროა მითითებული, ხელშეკრულებას კი ვადა 2023 წელს ეწურება.

საფრანგეთის ჩემპიონს კოუტინიოს ტრასნფერის იდეა მისმა თანამემამულემ, ნეიმარმა, მიაწოდა, რომელიც “პსჟ”-ში “ბარსელონადან” გადაბარგდა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

კოუტინიო, თავის მხრივ, მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მისი ტრანსფერი 125 მილიონი ევრო დაუჯდათ.

“ბარსელონას” უილიანის ტრანსფერი უნდა, “არისტოკრატებს” ფასი არ მოსწონთ

ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველი, უილიანი, “ბარსელონას” ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ესპანური და ინგლისური გამოცემები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონამ” უკვე მიმართა ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერთან დაკავშირებით “ჩელსის”, თუმცა “არისტოკრატებმა” ოფიციალური წინადადება უარყვეს.

Daily Mail-ის ცნობით, კატალონიელები ლონდონელებს 56 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცაღა “ჩელსი” მხოლოდ 80 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას.

“ბარსელონა” მზადაა, სილესენი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს

კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი იასპერ სილესენი, დიდი ალბათობით, კლუბს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, სილესენის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა “ბლაუგრანა” მზადაა, იასპერი 30 მილიონ ევროდაც გაყიდოს.

თავად ჰოლანდიელი მეკარე თანახმაა კლუბის გამოცვლამდე და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს სხვა კლუბებთან. მის მიმართ ინტერესს “ჩელსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები იჩენენ.

“რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს კანტეს ტრანსფერისთვის ეცილებიან

ლონდონის “ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, რომელსაც დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ საკუთარ პოზიციაზე, “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიომ 2015/16 წლები სეზონში აღიარა, როდესაც ამ უკანასკნელმა “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

ნგოლო კანტე ბავშვობაში მადრიდულ გრანდს გულშემატკივრობდა და თავის ოთახში “ბლანკოსის” ფეხბურთელების ფოტოები ჰქონდა გამოფენილი. Le Parisien აღნიშნული ბრძოლის ფავორიტად სწორედ დედაქალაქურ კლუბს მიიჩნევს.

თავის მხრივ, “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა სეზონის დასასრულს კანტე “კამპ ნოუზეც” კი მიიწვიეს ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებად.

პიკე: “თუ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტს საუბარი უნდა, ჩემი ნომერი აქვს”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, ჟერარ პიკემ, საჯაროდ განაცხადა, რომ თანახმაა “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტს (ჟორდი მესტრე) შეხვდერს და ანტუან გრიზმანის ფილმი განიხილოს.

როგორც იცით, ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ვიდეოგზავნილით აცნო, რომლის გადაღებაზეც პიკეს ერთ-ერთმა კომპანიამ იზრუნა. გზავნილში კი ცალსახად გაკრიტიკებული იყო “ბარსელონას” მმართველობა.

“თუ მას ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად ვარ და ნომერიც აქვს. ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ყოველთვის გვქონდა კავშირი – ამ პრობლემას აუცილებლად განვიხილავთ,” – განაცხადა პიკემ ნაკრებში ჩატარებული მე-100 მატჩის შემდეგ.

ხორდი ალბამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ხორდი ალბა, ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “სპურსთან” ერთად, ხორდი ალბას ტრანსფერზე რამდენიმე სხვა ინგლისური კლუბიც აცხადებს პრეტენზიას. ალბას “ტოტენჰემში” გადასვლის ალბათობას ევროპული პრესა 60 პროცენტით აფასებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხორდი ალბასა და “ბარსელონას” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 150 მილიონი ევროა განსაზღვრული.

ამ მომენტისათვის ხორდი ალბა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას და ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

ოფიციალურად: “სანტოსმა” და “რეალმა” როდრიგოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

მადრიდის “რეალმა” და ბრაზილიურმა “სანტოსმა” ფორმალურად დაადასტურეს როდრიგოს ტრანსფერი.

17 წლის თავდამსხმელი 45 მილიონი ევრო დაჯდა. როდრიგო 2019 წელს მოაწერს კონტრაქტს ხელს და მომავალი წლის ივლისში ჩავა მადრიდში. ანუ ის ფაქტობრივად ვინისიუს ჟუნიორის გზას გაუყვება.

შემტევი “სანტოსის” აღზრდილია. მან 2018 წელს “სერია ა”-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

გრიზმანის გადაწყვეტილება: ფრანგმა ყველაფერი ტელევიზიაში გააჟღერა

მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმს მიბაძა და საკუთარი გადაწყვეტილების გაცხადების უფლება ტელეკომპანია Movistar-ს მიჰყიდა. ვიდეოგზავნილში გრიზმანი ყველა ფაქტორზე საუბრობს, რამაც მასზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში იმოქმედა.

კითხვას ეშინია და ეჭვობს თუ არა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, გრიზმანი პასუხობს: ” იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მივიღე, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. არ ვინანებ.

ყველაფერს ვაკეთებდი კარგად რომ მეთამაშა, ბევრი გოლი გამქონდა და გუნდს მაქსიმალურად ვეხმარებოდი.

ბოლო საუბრისას სიმეონეს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი არაფერი მქონდა. ჩემს დას წინ ორი სერიოზული შეხვედრა ჰქონდა, სადაც ყველაფერი გაირკვეოდა. მალევე დამირეკა ჩემმა დამ და არჩევნის წინაშე დამაყენა, ძალიან რთულია.

ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, ორჯერ ვიყავი ფინალში და დავმარცხდი. თითქოს ცუდ იღბალს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. რაღაც გვაკლდება, ყოველთვის გვაკლდება. ალბათ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება ჩემპიონობისთვის.

მეუღლე ფიქრს და დარჩენას მირჩევდა. აქ თუ დავრჩები და მოვიგებ, ლეგენდა გავხდები, თუ “ბარსელონაში” მოვიგებ – კიდევ ერთი უბრალო ფეხბურთელი. ჩემი ძმაც დარჩენას მირჩევდა.

ფინალის დღეს ყველა მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი. მე კი “ატლეტიკოსგან” ველოდი რაღაცას. ეგონათ, ყველაფერი ხელმოწერილი იყო. მე კი ფინალში მოგება მინდოდა.

ფინალს ლა ლიგის ბოლო მატჩი მოჰყვა, როდესაც გულშემატკივრები მისტვენდნენ. იმ ღამეს სიმეონემ მომაკითხა, მნახეს როგორ ცუდად ვიყავი. მხოლოდ მე მესმოდა ჩემი გრძნობების. აღარ შემოძლა გაურკვევლობაში ყოფნა, არ ვიცოდი რა მინდოდა,” – აცხადებს გრიზმანი

მეგობართან საუბარში ანტუანი ამბობს: “ატლეტიკო” ყველაფერს აკეთებს, რაც გუნდის პროგრესსა და მუდმივ ზრდას სჭირდება. ვგრძნობ, რომ დარჩენა მინდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება მათთვის.

მე ვრჩები და დავამტკიცებ, რომ ფანები ცდებოდნენ, როცა ჩემში ეჭვი ეპარებოდათ.”

გრიზმანი თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს გააცხადებს

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი დღეს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ გაახმოვანებს.

დღეს გრიზმანი სატელევიზიო ჩართვას განახორციელებს “La Decision”-ის შოუში, სადაც ყველა იმ ფაქტორს განსაზღვრავს, რამაც მას “ატლეტიკოში” დარჩენა ან “ბარსელონაში” გადასვლა გადააწყვეტინა.

“ალბათ დაიღალეთ იმის კითხვით მივდივარ თუ ვრჩები, რამდენს იხდიან არ არ იხდიან ჩემში. მაგრამ სიმართლე ის არის, რასაც ვიტყვი…” – აცხადებს გრიზმანი Movistar-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ანტუან გრიზმანი: “ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

დღეს კატალონიურმა Mundo Deportivo-მ დააანონსა, რომ გრიზმანი თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაამჟღავნებდა, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა.

“გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ დღეს არ არის შესაფერი მომენტი ამის გასაცხადებლად. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიტყვი, ვიცი რომ ბევრს გავუცრუე იმედი, მაგრამ შესაფერის მომენტს ველოდები,” – აცხადებს ფრანგი ვარსკვლავი, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ანტუან გრიზმანისა და სტივენ ნ’ზონზის პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში 12 000-ზე მეტი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. თუმცა, როგორც ჩანს, მისი გადაწყვეტილებას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

ოფიციალურად: “უოტფორდმა” ხერარ დეულოფეუ “ბარსელონადან” გამოისყიდა”

“უოტფროდმა” დაადასტურა, რომ მან “ბარსელონადან” ხერარ დეულოფეუ გამოისყიდა.

როგორც ცნობილია, ინგლისელებმა ესპანელში 11.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ხოლო, 3.5 მილიონი ფუნტი, შესაძლოა, ბონუსად დაამატონ. აქვე გეტყვით, რომ “ბლაგურნა” გამოსყიდვის უფლებას მაინც ინარჩუნებს.

24 წლის მოთამაშემ გასული სეზონის მეორე ნახევარი “უოტფორდში” იჯარით გაატარა და პრემიერ ლიგის შვიდ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ის “ბარსადან” “ევერტონში”, “სევილიასა” და “მილანშიც” იყო განათხოვრებული.