ბოლო დროს ესპანური გამოცემები საკმაოდ აქტიურად იწერებიან სამუელ უმტიტის “ბარსელონადან” წასვლის შესაძლებლობაზე. ამის საბაბს ჟურნალისტებს უმტიტისა და “ბარსელონას” შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპრაკების გაჭიანურება აძლევს.
როგორც Sport.es-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, მხარეები ერთმანეთთან საქმის ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან – “ბარსელონას” აზრით უმტიტი ხელფასის სახით ძალიან ბევრს ითხოვს.
უმტიტის უნდა, რომ გუნდში რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს და ამ კუთხით ლუის სუარესსა და ინიესტას გაუთანაბრდეს, რაც კლუბის მმართველებს არასამართლიანად მიაჩნიათ.
ამის პარალელურად, ფრანგი მცველის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს, რომელიც მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს ამ ტრანსფერში.