გვარდიოლამ კომპანის შემცვლელს მიაგნო და 50 მილიონ ფუნტსაც ჩამოდის

ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.

ტოტი და კიდევ 5 ფეხბურთელი, რომლებიც მუნდიალის მოგების შემდეგ ისევ მაღალ დონეზე თამაშობენ

2006 წელს, გერმანიაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.

მაშინდელი იტალიის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობამ კარიერა უკვე დაასრულა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

cats

დანიელე დე როსი

rueb438d8c185

ანდრეა ბარძალი

rue5f833ff796

ლუკა ტონი

ruedd9ab0aec7

ფრანჩესკო ტოტი

rue4600d99520

ანდრეა პირლო

rue1957b964ea

ბარძალი: “იუვენტუსს” კარგად თამაში პირლოს გარეშეც შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალია აცხადებს, რომ “ბიანკონერის” კარგად თამაში “იუვენტუსის” გარეშეც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ნახევარმცველმა მუხლზე დაზიანება მიიღო, რის გამოც, დაახლოებით ექვსი კვირით იუქმებს.

“ანდრეა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ პირლომ ტრავმა მიიღო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგად თამაში მის გარეშეც შეგვიძლია”, – ამბობს პირლო.

ტევესმა “იუვენტუსში” ზუსტი დარტყმების ჩემპიონატი მოიგო

Bwin-მა ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობენ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები – ფერნანდო ლორენტე, ანდრეა ბარძალი, კარლოს ტევესი და ფაბიო კვალიარელა სხვადასხვა დავალებების შესრულებას.