ოფიციალურად: ბათუმის “დინამომ” ბრაზილიელი ახალგაზრდა დაიმატა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბათუმის “დინამომ” ბრაზილიელი ლეგიონერი, გაბრიელ რამოსი დაიმატა.  22 წლის ნახევარმცველმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი ახალ კლუბში 80-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გეტყვით, რომ რამოსი “ბაიას” აღზრდილია. ხოლო, 2017 წელს მან სერია ცე-ს გუნდში, “კუიაბაში” ოთხი მატჩი ითამაშა, საიდანაც ორში ძირითად შემადგენლობაში იყო.

ბათუმის “დინამოს” სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ხვალ გაიმართება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 21 იანვრისთვისაა დაგეგმილი. 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო მოედნის მომზადების პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები კი 21 იანვრიდან დაიწყება. მშენებლობას აწარმოებს შპს “ანაგი”, რომელსაც სტადიონის ასაშენებლად 34 თვის ვადა აქვს მიცემული.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში აჭარული კლუბი “რაგბი არენაზე” გამოდიოდა. საბოლოოდ, “დინამო” პლეი-ოფში დამარცხდა  და მომავალ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში იასპარეზებს.

თბილისის “ლოკომოტივმა” თემურ შონია დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი – თემურ შონია დაიმატა . 27 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის, 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აჭარულ კლუბში, შონია 2014 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2009 წლიდან, 5 წლის მანძილზე ცხინვალის ფეხბურთელი იყო. ბათუმის დინამოსა და ცხინვალის მაისურით, მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი, შონიამ ცხინვალთან ერთად, ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარა, სადაც 29 მატჩში, 6 გოლის გატანა შეძლო.

2017 წელს, შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან მონაწილეობა ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მიიღო. ჯერ უზბეკეთის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ. უზბეკეთთან გამართულ მატჩში (2:2), ერთი გოლი სწორედ შონიამ გაიტანა.

Eliga.Ge

ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი ბათუმის “დინამოს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნიან

ბათუმის “დინამოდან” კონსტანტინ ფროლოვის წასვლის შემდეგ, ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნიან.

“სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდნენ და იმედია, “დინამოს” ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ”, – ამბობს კლუბის დირექტორი, მალხაზ მახარაძე “იმედი NEWS” – თან საუბრის დროს.

ასლან ბალაძე ორჯერ იყო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ის ასევე მუშაობდა საქართველოს 17- და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

ბათუმის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ბათუმის “დინამო” უკრაინელმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ფროლოვმა დატოვა. დიდი ალბათბით, ამის მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წარუმატებლობა გახდა.

ფროლოვის გადადგომას საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი ადასტურებს.

“თავისით წავიდა. მიზეზი ალბათ ბოლო პერიოდის წარუმატებელი თამაშები გახდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება მისი შემცვლელი”, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ოთო ფედიჩკინმა.

44 წლის სპეციალისტი “დინამოში” რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მანამდე კი, ის ოდესის “ჩერნომორეცის” საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო.

ბათუმში სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა (ფოტო)

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახური სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისვის სასიხარუო ინფორმაციას ავრცელებს.

მოგეხსენებათ, ბაუმის “დინამო” ეროვნული ლიგის შეხვედრებს “რაგბი არენაზე” ატარებს. მას ჯერ არ აქვს საკუთარი სტადიონი. აჭარლეთა პრესცენტრი იტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი აშენდება.

ბათუმის “დინამოს” პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასს გამოეთიშა

ბათუმის “დინამოს” პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასზე მონაწილეობს. აჭარლებმა უკვე უკან ჩამოიტოვეს რამდენიმე მეტოქე და 1/8 ფინალში გავიდნენ.

დღეს, ნახსენები ეტაპის მატჩი გაიმართა. ბათუმელთა მეტოქე პლაჟის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული “კრისტალი” გახლდათ. დაძაბულ შეხვედრაში “დინამო” 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” კონსტანტინ ფროლოვი გაწვრთნის

უახლოეს წარსულში ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან ხომერიკმა დატოვა.

ცნობილი ხდება, რომ ქართველი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვმა ჩაანაცვლა. 44 წლის უკრაინელი მწვრთნელი 2012-14 წლებში ყაზახეთის ჩვიდმეტწლამდელებს ხელმძღვანელობდა, 2014-15 წლებში წვრთნიდა ქობულეთის შუქურას და შემდეგ მუშაობდა ოდესის ჩერნომერეცის აკადემიაში.

ფროლოვმა “რაგბი არენაზე” პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” მიიღო.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში სწორედ მათ გახსნეს. ამის გაკეთება 35-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მოახერხა.

მეორე ნხევარში სამი გოლი გავიდა. 65-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. ექვს წუთში გიორგი გველესიანმა მესამე გოლიც გაიტანა. “დინამოს” სპექტაკლს წერტილი ისევ საბა ლობჟანიძემ დაუსვა. მან მე-80 წუთზე შეაგდო.

საბოლოოდ, 4-0. დედაქალაქურ კლუბს 34 ქულა აქვს და პირველზეა. ბათუმის “დინამო” 16 ქულით მერვეზეა.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ბათუმის “დინამოს” ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს (ფოტოები)

ბათუმის “დინამოს” ბაზის მშენებლობა უკვე დაიწყო.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ძირითადი მოედნისა და მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობას, ასევე, საწვრთნელი მოედნისა და ბაზის სრული ინფრასტრუქტურის შექმნას – გასახდელები, საშხაპეები, სასტუმრო და ა.შ.
პირველ ეტაპისთვის 2 500 000 ლარია გამოყოფილი, რაც 2 სატანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ახალი განათების სისტემის და გასახდელებისთვის საკმარისი იქნება. პროექტის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

გთავაზობთ, უშუალოდ, მშენებლობის ფოტოებს.

 

Erovnuliliga.Ge

ბათუმის “დინამომ” და საჩხერის “ჩიხურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმში, “რაგბი არენაზე” “დინამო” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. არც ისე სანახაობრივ თამაშში რამდენიმე მომენტის მიუხედავად, გოლი არ გასულა. საბოლოოდ, გუნდები ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.

ამ მატჩის შემდეგ აჭარლებს 13 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე არიან. “ჩიხურა” 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

 

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმის “დინამომ” სამტრედიას “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე გურამ სამუშიამ მოახერხა და იმერლები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ლევან ხომერიკის შეგირდები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური შანსიც შეექმნათ. თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.

ბათუმური გუნდი სამი ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. სამტრედიას 4 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.