მოგეხსენებათ, გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური მატჩები, სადაც გორელებმა ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 ძლიეს.
პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგი საყურებელი გამოდგა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და მომენტებიც იქმნებოდა. 62’-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა გიორგი ქვილითაიამ იქვე მყოფ ირაკლი მოდებაძეს ბურთი დაუგორა და ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმით ამ თამაშში ერთადერთი ბურთი გაიტანა.
თუმცა მოდებაძეს ჯერ კიდევ პირველ ნახევარში შეეძლო გოლის გატანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მცველი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა, მაგრამ დარტყმული მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.
ანგარიშის გახსნის შემდეგ ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.
გუნდების შემადგენლობები
„დილა“: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე (კაპ.), ხიზანეიშვილი, გურული, დიასამიძე, აბურჯანია, ქვილითაია (სადაღაშვილი 65’), მოდებაძე, გორელიშვილი, ახალკაცი (ფილიევი 46’).
სათადარიგო: შეყრილაძე, სადაღაშვილი, წიქარიძე, გაგნიძე, გაბარაევი, ღონღაძე, ფილიევი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
„დინამო“ (ბთ.): ალავიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, თოდუა, მაკარიანი, მახარაძე (მანწკავა 67’), მუჯირი (ბერიძე 67’), ვარშანიძე, ჩირიკაშვილი, თევდორაძე (კვერენჩხილაძე 84’), ჩიმაკაძე.
სათადარიგო: გოგიტიძე, ბერიძე, პიცანი, მანწკავა, ადეიშვილი, კვერენჩხილაძე, ჭიღვარია.
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გაფრთხილებები: ჩიმაკაძე (59’), აბურჯანია (79’).
გოლი: მოდებაძე (62’) 1:0.
მთავარი არბიტრი: კიკაჩეიშვილი.
„დილას“ პრესსამსახური