რეინა: „ნოიერისგან და გვარდიოლასგან ბევრს ვსწავლობ“

სათამაშო პრაქტიკის აგრეშე ყოფნის მიუხედავად, პეპე რეინა არ ნანობს, რომ ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში გადავიდა.

„ადვილი არ იყო იმ კლუბში გადასვლა, სადაც სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი. ნათელი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაშ მანუელ ნოიერი ითამაშებდა. თუმცა, „ლივეპრულშ“ ჩემი პერპექტივა უეკთესი არ იყო. ამიტომაც, იქ სკამზე ჯდომას, „ბაიერნის“ დონის კლუბში გადასვლა ვამჯობინე. აქ ყველაფერი კარგად მაქვს. ნოიერიგსან და გვარდიოლასგან საკმაოდ ბევრს ვსწავლობ. თანაც, მიმდიანრე სეზონში ჰეთთრიკის შესრულების შანსი გვაქვს“, – განაცხადა ესპანელმა გოლკიპერმა.

შაჩირი: „ინტერი“ „ბაიერნის“ დონის გუნდი არაა“

„Srf Radio“-ს ეთერში ნახევარმცველმა ჯერდან შაჩირიმ განაცხადა, რომ „ინტერში“ გადასვლას არ ნანობს.

„საუკეთესო გუნდი, რომლის რიგებშიც თამაში მომიწია, მიუნხენის „ბაიერნია“. ამჟამად „ინტერი“ მის დონეზე არაა. ეს ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა. შევეცდები, გუნდს ძველი პოზიციების დაბრუნებაში დავეხმარო.

აქ დავრჩები, რადგან კარგი პერპექტივები მაქვს. ჩვენ პროექტი გვაქვს და ის მწვრთნელი გვყავს, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია“, – განაცხადა შვეიცარელმა.

ზიდანი „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება

მადრიდის „რეალის“ დუბლების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიუნხენში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, იქ ზიზუ მიუნხენის „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება და ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის მეთოდს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ ზიდანთან ერთად მსგავს პრაქტიკას მისი თანამემამულეები ვილი სანიოლი და კლოდ მაკელელეც მიიღებენ.

გვარდიოლას „ბაიერნში“ ივანოვიჩის ხილვა სურს

express.co.uk-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას სერბი მოთამაშის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს ისარგებლოს იმით, რომ „ჩელსისთან“ კონტრაქტი ბრანისლავს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში არ გაგრძელდება, ლონდონელები მოთამაშის ზაფხულში გაშვებას დათანხმდებიან.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვიჩს შეძენა „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურს.

ნოიერი: „საკმარისად კარგად არ გვითამაშია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის წაგებული მატჩი შეაფასა.

„არც ერთი ასპროცენტიანი მომენტი არ გვქონია. ამიტომაც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საკმარისად კარგად არ გვითამაშია. მეტოქე კი ჩინებულად მოქმედებდა და თავს კარგად იცავდა. რა თქმა უნდა, უეკთესად თამაში გვსურდა. ლირობის გამყარების შანსი ხელიდან გავუშვით, რადგან ქულები „ვოლფსბურგმაცხ“ დაკარგა“, – განაცხადა ნოიერმა.

გვარდიოლა: „პორტუ“ ჩინებული გუნდია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთბელმა ხოსეპ გვარდიოლამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისწყრის შედეგი შეაფასა. ცნობისთვის, გერმანელთა მეტოქე 1/4 ფინალში „პორტუ“ იქნება.

„წილისყრა წილისყრად რჩება. ყველა გუნდს თავისი ძლიერი მხარე გააჩნია. „პორტუ“ და „შახტარი“ ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. „პორტუ“ ჩინებული გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი სტადიონი აქვს. გუნდი ფიზიკურად ძლიერია და მის რიგებში სწრაფი თავდამსხმელები თამაშობენ. 1/4 ფინალში ადვილი მატჩებს არასდროს ელოდოთ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

როგორ შეხვდნენ მზის დაბნელებას ცნობილი ფეხბურთელები (სურათები)

პარასკევს მთელ მსოფლიოს მზის დაბნელების ნახვის შანსი მიეცა. თუმცა, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ჩაბი ალონსოსა და მეკარე პეპე რეინას მსგავსად ამ შემთხვევას, სავარაუდოდ, ბევრი არ შეხვდა. მოგვიანებით რეინამ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე საინტერესო სურათიც გამოაქვეყნა:

untitled

გარდა ამისა, „ტვიტერზე“ შოლა ამეობისა და კოლო ტურეს სახალისო სურათებიც გავრცელდა:

12

13

გვარდიოლა: „მესის თამაშის ნახვა ნამდვილი სიამოვნებაა“

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც გუშინ კატალონიური კლუბის „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩს დაესწრო, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„მესი ძალიან კარგია. მისი თამაშის ხილვა ნამდვილი სიამოვნებაა.

„ბარსას“ მოთამაშეებს ჩინებული სეზონი აქვთ. მათ კარგად ითამაშეს და ბევრი მომენტი შექმნეს. ვნახოთ, როგორ მორჩება კენჭისყრა“, – განაცხადა მიუნხენის „ბაიერნის“ დამრიგებელმა.

გვარდიოლა „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩებს დაესწრება

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა რამდენიმე დღის სამშობლოში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ფეხბურთს ესპანელი სპეციალისტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩებს დაესწრება, რომლებშიც ერთმანეთს „ატლეტიკო“ – „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ – „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.

მადრიდში ჩასატარებელი შეხვედრა დღეს გაიმართება, ხოლო კატალონიაში – ხვალ. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „ატლეტიკომ“ ლევერკუზენის „ბაიერნთან“ გასვლაზე ანგარიშით 0:1 წააგო, ხოლო „ბარსამ“ სტურმად „მანჩესტერ სიტის“ 2:1 სძლია.

ბეკენბაუერი: „რიბერი და ბოატენგი „ბაიერნს“ სახელს უფუჭებენ“

ფრანც ბეკენბაუერი ფრანკ რიბერისა და ჯერომ ბოატენგის ქმედებებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, ორივე ფეხბურთელმა მოედანზე ემოციების გამოვლინებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„რიბერის წინააღმდეგ უხეშად ხშირად თამაშობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან თავი არ უნდა შეიკავოს. არ აქვს მნიშვნელობა, მას ხშირად პროვოცირებენ თუ არა. მეტოქეებმა უკვე იციან, რომ ფრანკი ასეთ მომენტებზე ყოველთვის რეაგირებს. იგივე ბოატენგსაც ეხება. მათთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია, რადგან ასეთი ქმებედებებით ისინი „ბაიერნს“ ზიანს აყენებენ“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

მიულერი: „არავის გვეგონა, რომ მატჩს ასე დავიწყებდით“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე ისაუბრა.

„მეორე და მესამე გოლის შემდეგ „შახტარის“ სიტუაცია გამოუვალი გახდა. ისინი დემორალიზებულები იყვნენ. ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, რაც კარგად გამოვიყენეთ. შეხვედრის მიმდინარეობა ჩვენთვის კარგი იყო. უკვე პირველივე წუთებზე წინ გავედით, მაგრამ ამის იმედი არავის გვქონდა. პირველ შეხვედრასთან შედარებით, ატმოსფერო უფრო დაძაბული აღმოჩნდა“, – განაცხადა მიულერმა.

„ადიდასმა“ გვარდიოლას ვიდეო მიუძღვნა (ვიდეო)

სპორტულმა ბრენდმა „ადიდასმა“ მიუნხენის „ბიაერნის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას საინტერესო ვიდეო მიუძღვნა.