“რეალს” კაზემირო და ვარანი გამოაკლდნენ

დღეს ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” ესტუმრება და საჭირო სამი ქულის მოპოვებას ეცდება.

ზინედინ ზიდანმა, რა თქმა უნდა, უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ვერ ვხედავთ კაზემიროსა და რაფაელ ვარანის გვარებს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ “ზიზუმ” დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრაზილიელსა და ფრანგს დასვენების საშუალება მისცა.

ბენზემა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ბეილი, კარვახალი და ნავასი ასევე ლაზარეთში რჩებიან. მადრიდელთა მთავარი კიპერისა და ლუკა ზიდანის ტრავმის გამო, მწვრთნელმა “კასტილიის” კარის დარაჯს, მოჰას უხმო. ასევე, მოსალოდნელი იყო მესამე მეკარედ, ხავი ბელმანის გამოძახება, თუმცა ესპანელი თინეიჯერი ამჯერად მთავარ გუნდში ვერ მოხვდა.

ჯონ ტოშაკი: “ბეილის ტრავმები შესაძლოა, მარჯვენა ფლანგზე თამაშს დავაბრალოთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი ხშირად ტრავმიანობს. მას წინა სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა. უელსელი ვერც მიმდინარე შემოდგომაზე იყო მწყობრში. ტრავმის მოშუშების შედმეგ კი, მან ახალი დაზიანება მიიღო და სანაკრებო შეხვედრებიც (ერთ-ერთი საქართველოსთან) გამოტოვა.

“ბლანკოსისა” და უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ტოშაკმა თავისი ყოფილი შეგირდის ხშირ ტრავმიანობაზე ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ გარეთს ვესაუბრე. მან მარჯვენა ფლანგზე თამაშის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. ბეილი მარცხენა ფეხის გარე ნაწილით იღებს ბურთს. ის ყოველთვის იყო მოთამაშე, რომელიც მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. მას “რეალამდე” არასდროს უასპარეზია საპირისპირო მხარეს. გარეთი თავდაპირველად მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. გინახავთ მალდინის, კარლოსს ან ფაკეტის საპირისპირო ფლანგზე ეთამაშოთ? ფაქტია, რომ ეს პოზიცია ბეილისთვის არც ისე მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტრავმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია,” – აცხადებს 68 წლის უელსელი.

 

გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს შეუერთდა

უელსის ნაკრების ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა.

ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისათვის, რადგან სწორედ უელსის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ “ჯვაროსნებმა” 6 ოქტომბერს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეილი ვერ შეძლებდა გამოჯანმრთელებას და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თავისი ნაკრების დახმარებას, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელი თავის გუნდს დაეხმარება.

ჩვენს ჯგუფში ნამდვილი ბრძოლაა გამართული მეორე ადგილის დასაკავებლად. ამ ჭიდილში კი, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები არიან ჩართულნი, ამიტომაც ჩვენი მეტოქისათვის თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ფინალის ტოლფასი იქნება 9 ოქტომბერს კარდიფში გამართული შეხვედრა, სადაც უელსი სწორედ მის მდევარ ირლანდიას უმასპინძლებს.

ზიდანი: “ვინც თვლით, რომ ლა ლიგა დასრულდა, გილოცავთ, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ”

მადრიდის “რეალი” ლა ლიგაში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. კლუბმა ხუთ ტურში მხოლოდ რვა ქულას მოუყარა თავი და მოსისხლე მტერ “ბარსელონას” შვიდი ქულით ჩამორჩება. ხვალ “ბლანკოსი” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრის წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ბევრი ადამიანი თვლის, რომ ლა ლიგა დასრულდა და მას გამარჯვებული უკვე ჰყავს. ასეთებს ვულოცავ, თუმცა, ჩვენ მათსავით არ ვფიქრობთ. სეზონი ძალიან გრძელია და ბრძოლას ვაპირებთ!”

“ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ ვერ გამოვიყენეთ ამდენი მომენტი სხვადასხვა შეხვედრაში. არ ვღელავ და არ ვფიქრობ გამოუყენებელ შანსებზე. ჩვენი საქმე ანალიზი და განვითარებაა. ასე მშვიდად არ ვიქნებოდი, მომენტებს რომ ვერ ვქმინდეთ.”

“არ ვიცი, როდის ვიხილავთ საუკეთესო ბეილს. ვიმედოვნებ, ეს მალე იქნება. ის განვითარებას განაგრძობს და გვჯერა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, “ბეტისთან” შესანიშნავად ითამაშა,” – განაცხადა ზიდანმა.

კროოსი: “ბეილი სტვენას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალი” გუშინ ნიქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობის დროს, გარეთ ბეილს გულშემატკივრებმა დაუსტვინეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს ტონი კროოსი ესაუბრა.

“როცა შენს საკუთარ ფეხბურთელს უსტვენ, ეს ნამდვილად არაა მოსაწონი საქციელი. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯეთ. სწორედ ასევე მოიქცა გარეთიც. შესაბამისად ასეთ მოპყრობას არავინ იმსახურებს.”

“ეს მადრიდის “რეალია”. ყველას სურს, რომ ჩვენგან მაქსიმუმი მიიღოს. ბეილზე დიდი ავანსებია გაცემული. ყველას შეუძლია, საკუთარი რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერ რამეზე. თუმცა, ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ სტვენა არავისთვისაა მომგებიანი,” – აცხადებს ტონი.

 

კაზემირო: “ბეილი საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა ის თავის თავზე ძალიან ბევრს მუშაობს”

გარეთ ბეილმა გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გაუცდა. უელსელმა დაზიანება სრულიად მოიშუშა, თუმცა ჯერ ვერ ახერხებს იმ თამაშის ჩვენებას, რასაც მისგან ელიან.

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ ჩემპიონთა ლიგაზე “აპოელის” დამარცხების შემდეგ, 28 წლის შემტევზე ისაუბრა.

“ბეილმა “აპოელთან” შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა. მისი თამაშით მოხიბლული ვარ. მართალია, რომ ის თავის საუკეთესო ფორმაში არაა. თუმცა, ძალიან ბევრს შრომობს და ცდილობს, გაცემული ავანსების ბოლომდე გამართლება შეძლოს.”

“აპოელთან” მატჩში მას უნდოდა, რომ თავით დაეგვირგვინებინა კონკრეტული შეტევები. გარეთი ძალიან ბევრს იბრძოდა და მოპოვებული ბურთის შემოქმედებითად გამოყენებას ცდილობდა.”

“ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ბეილი ძალიან ძლიერია და შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს,” – აცხადებს ბრაზილიელი საყრდენი.

ევროპის სუპერთასი: “რეალი” სკოპიეში რონალდუსთან ერთად გაფრინდა

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშს გუშინწინ დაუბრუნდა. იგი ჯერ, რა თქმა უნდა, სათანადო ფორმაში არაა. პორტუგალიელს სასტარტო შემადგენლობაში 13 აგვისტოს კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ელიან. თუმცა, ზინედინ ზიდანმა რონალდუ მაინც შეიყვანა ევროპის სუპერთასის მატჩისთვის განაცხადში. შესაბამისად, იგი დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა.

“მანჩესტერთან” დაპირისპირებისთვის განკუთვნილი “რეალის” ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ნავასი, კასილია, ზიდანი.

მცველები: კარვახალი, ვალეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო, ჰაკიმი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალოსი.

თავდამსხმელები: რონალდუ, ბეილი, ბენზემა, ვასკესი, მაიორალი.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “მაჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.

 

რაფა ბენიტესს მადრიდის “რეალის” შემტევის შეძენა სურს

“ნიუკასლ იუნატედის” დამრიგებელს, რაფა ბენიტესს ლუკას ვასკესის თავის გუნდში ხილვა სურს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა, Mirror-ი წერს.

ვასკესი 2015 წლის ზაფხულზე სწორედ ბენიტესის დიდი აქტიურობის შემდეგ დაბრუნდა “ესპანიოლიდან” “რეალში” და მას შემდეგ დაიწყო კლუბში თავის დამკვიდრება. წინა სეზონში ესპანელ მოთამაშეს “ბლნკოსის” მიერ ჩატარებული მატჩების ყველაზე დიდ რაოდენობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. სწორედ ვასკესი იყო ის მოთამაშე, რომელიც 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი თერთმეტმეტრიანი შეასრულა, გაიტანა და გუნდის წარმატებულ სვლას დასაბამი მისცა.

ბენიტესი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, ლუკასის გადაბირება ურთულესი იქნება. თუმცა, მისი მთავარი კოზირი ვასკესის იმაში დარწმუნებაა, რომ მას “რეალში” აღარ ექნება დიდი სათამაშო დრო. ასენსიო, ისკო, BBC გუნდშია და 26 წლის მოთამაშეს, ესპანელი სპეციალისტის აზრით, დიდი ხნის გატარება არა მოედანზე, არამედ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს.

თავის მხრივ, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბედნიერია იმ შემადგენლობით, რაც ჰყავს და არავის შეძენას ან გაშვებას არ აპირებს.

მადრიდის “რეალი” სამედიცინო შტაბის ორმა წევრმა დატოვა

მადრიდის “რეალის” სამედიცინო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

ცნობილი გახდა, რომ კლუბი მთავარმა ექიმმა, ჟესუს ოლმომ დატოვა. “ბლანკოსში” ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ თავად ექიმს სურდა სხვა პროქტებში მოანწილეობის მიღება.

ნახსენების გარდა, დიდი ალბათობით, კლუბს ქირურგი, მიკელ არამბერი დატოვებს, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს “რეალში”.

ოლმოს შემცვლელად “კასტილიას ექიმი განიხილება, რომელსაც ზინედინ ზიდანი ნდობას უცხადებს.

ბეილმა და კარვახალმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები, გარეთ ბეილი და დანი კარვახალი, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ ლაზარეთში, გუნდს დაუბრუნდნენ.

როგორც იცით, მადრიდული გრანდი კარდიფში გასამართი ფინალისთვის ემზადება, რომელშიც ესპანელი და უელსელი ფეხბურთელის დახმარება მათ აუცილებლად დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ბეილმა “ბაიერნთან” გამართული მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო დაზიანება, 12 აპრილს. ის მოედანს 11 დღის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა “ელ კლასიკოში” მხოლოდ 45 წუთის თამასი შეძლო.

კარვახალმა კი ტრავმა მაისში, “ატლეტიკოსთან” გამართულ ნახევარფინალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერაც გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ფინალამდე გამოჯანმრთელებას.

“ტოტენჰემი” ბეილის ჩანაცვლებას ჰალილოვიჩის მეშვეობით აპირებდა”

ზაგრების “დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემი” ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა საქმე ჩავარდა.

“ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი და ჩავარდნა ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერები იყო.

როდესაც ის 16 წლის იყო, “ტოტენჰემმა” ბეილი “რეალს” 100 მილიონ ევროდ მიყიდა და ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს გვთავაზობდა. დანიელ ლევისთან შეხვედრაც კი გავმართე ლონდონში.

მოლაპარაკებები 10 მილიონიდან დავიწყეთ და 25-მდე მივედით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ზაგრებში დაბრუნებისთანავე, ეს ხელშეკრულება ჰალილოვიჩისა და იედვაის ოჯახებს წარვუდგინე.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალენის მამამ განაცხადა, რომ პირობებით უკმაყოფილო იყო. გავგიჟდი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. რამდენიმე წელიწადში კი ის გაცილებით უფრო იაფად გავყიდეთ, წაგებული კი “დინამო” დარჩა,” – აცხადებს მამიჩი.

ზიდანი: “ბეილი ჯერ კიდევ კიდევ ევრ ვარჯიშობს ჩვენთან ერთად”

გარეთ ბეილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახეხრა, თუმცა რადენიმე მატჩის წინ ისევ დისკომფორტი შეექმნა. ამჯერად გარეთი ვერ ახერხებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. შესაბამისად, 14 მაისს ლა ლიგის 37-ე ტურში, “სევილიას” წინააღდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

უელსელის შესახებ ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

“გარეთს ყოველდღე ვაკვირდებით. ის დარბაზში დიდ დროს ატარებს, ვარჯიშობს, შრომობს და ცდილობს, დაზიანება მალე აღმოფხვრას. მიუხედავად მუდმივი გარჯისა, ის მაინც არაა ჩვენთან, მინდორზე.”

“ამ ყველაფერს დრო სჭირდება. არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. თუმცა, ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა “ზიზუმ”.