“ბაიერნს” ბენატია და რობენი უბრუნდებიან

მეჰდი ბენატია და არიან რობენი “ბაიერნს” უახლოეს მომავალში დაეხმარებიან. ტრავმირებულმა მოთამაშეებმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე გამარტეს.

მეჰდი მოედანზე 9 აპრილს “ლევერკუზენთან” გამართული მატცსი შემდეგ არ გამოსულა მინდორზე, ხოლო რობენი მარტის შუა რიცხევბში დაშავდა, თუმცა “ბარსელონასთან” სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიენრმა” გუშინ ბუნდესლიგის 30-ე ტურში ბერლინის “ჰერტას” მინიმალური ანგარიშით სძლია.

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ ზუსტ პასს აკეთებენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი. განვლილ ხუთ ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა.

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთეს.

10. ფაბიან ფრეი (“ბაზელი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 266
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%

1662880_w2

9.ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 272
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%

Lionel+Messi+FC+Barcelona+v+Sevilla+FC+La+IdrA3PFwjwDx

8. მაქსველი (“პარი სენ-ჟერმენი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 286
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 92%

Maxwell+Paris+Saint+Germain+v+FC+Barcelona+lHIlbCy5qo1x

7. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 299
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%

hi-res-464064019-nemanja-matic-of-chelsea-makes-a-late-appearance-as-a_crop_north

6. მეჰდი ბენატია (“რომა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 317
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%

Sampdoria vs Roma

5. ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 332
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 87%

The_player_of_Juventus_Giorgio_Chiellini_with_a_ball_050276_

4. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 349
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. დანი ალვეში (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 355
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%

2013-08-18_BARCELONA-LEVANTE_14.v1381769636


2. ტონი კროოსი (“რეალი”)

ზუსტი პასების რაოდენობა – 361
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 95%

Toni+Kroos+Real+Madrid+CF+v+Rayo+Vallecano+aN4A9WA8Z5Nx

1. ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 433
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%

Xabi+Alonso+Manchester+City+FC+v+FC+Bayern+PSYhxIvv9bLx

რობენი: “ბენატია ვინ არის, არ ვიცი”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ მას მეჰდი ბენატიას შესახებ არაფერის სმენია.

შეგახსნებთ, რომ ბავარიულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ მაროკოელი მცველი იტალიური “რომადან” გადაიბირა.

“სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი მსმენია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბენატია “რომადან” ჩვენს გუნდში მოდის. თუმცა, კლუბმა იცის, ვინაა ეს ფეხბურთელი”, – ამბობს რობენი.

ბაიერნმა ბენატია დაადასტურა

“რომას” მცველი მეჰდი ბენატია კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 26 აგვისტოს გუნდების ხელმძღვანელებმა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. უახლოეს დღეებში მოროკოელი მცველი გერმანიაში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ “ბაიერნთან” კონტრაქტსაც გააფორმებს.

არაოფიციალური ინფორმაციით მიუნხენელები ფეხბურთელში დაახლოებით 30 მილიონ ევროს გადაიხდიან. გასულ სეზონში ბენატიამ იტალიის ჩემპიონატის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ჭორებს.

ჩელსი ვან გინკელს მილანში არ უშვებს

ლონდონის “ჩელსიმ” მარკო ვან გინკელის “მილანში” განათხოვრებაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება პირადად ჟოზე მოურინიომ მიიღო და ფეხბურთელს ლონდონში დარჩენა ურჩია.

გუარინს მანჩესტერში სურს 

“ინტერის” კოლუმბიელ ნახევარმცველ ფრედი გუარინს კარიერის გაგრძელება “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს. ფეხბურთელის მიმართ ინტერეს “ზენიტიც” იჩენს, რომელიც მას საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.

იუნვეტუსი შაქირით დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯერდან შაქირი მოხვდა. შვეიცარიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მასიმილიანო ალგერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ბენატია “ბაიერნს” უახლოვდება

უცხოური პრესის ცნობით ორშაბათს “რომას” მცველი მეჰდი ბენატია “ბაიერნის” ფეხბურთელი გახდება. ტრასნფერის ღირებულება 30 მილიონი ევროა.

პოდოლსკი ნაპოლის ინტერესთა სფეროშია

“ნაპოლი” შეტევის გაძლიერებას ლონდონის “არსენალის” და გერმანიის ნაკრების შემტევით, ლუკაშ პოდოლსკით აპირებს. “მეთოფეები” მზად არიან ფეხბურთელს შეელიონ, თუმცა ამ ეტაპზე იტალიური კლუბი პოდოლსკის მაღალი ხელფასის გადახდას ვერ ახერხებს.

რომამ სიტის ბენატიაზე უარი უთხრა

რომაული კლუბის 27 წლის ფეხბურთლმა რამდნიემე დღის წინ განაცხადა, რომ “რომაში” ხელფასით უკმაყოფილოა და ახალ გუნდს ეძებს. ამ განცხადების ფონზე ბენატიათი “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა.

იტალიური პრესის ცნობით, ინგლისელებმა “რომას” მესვეურებს 20 მილიონი ევროც შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს.

წყაროს მტკიცებით, “რომა” წამყვანი ცენტრალური მცველის გაშვებას საერთოდ არ აპირებს.

ბენატია: “რომა” იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი არაა”

იტალიური “რომას” მაროკოელი ფეხბურთელი, მეჰდი ბენატია აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, “ჯალოროსი” იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი სულაც არაა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, რომაელები სერია A-ს ცხრილში, 32 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო უახლოეს მდევარ “იუვენტუსს” ერთი ქულით უსწრებენ.

“მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატის ფავორიტებად არ ვითვლებით. ჩვენი მთავარი მიზანი კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონობა არ გვინდა”, – ამბობს 26 წლის მცველი.