ბენიტესი: “ნაინგოლანის ფასი არ ვიცი”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთენლმა რაფაელ ბენიტესმა საკუთარი კლუბის სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა.

იტალიური პრესის ცნობით, “ნაპოლიმ” “კალიარის” მიმართა ოფოციალური წინადადებით ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯი ნაინგოლანის ტრანსფერთან დაკავშირებით.

“ვმუშაობთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია გართულებულია. კარგი მოთამაშეების ფასი ჩვენთვის მაღალია. რთულია ზუსტად გათვალო ყველაფერი. ნაინგოლანი? მისი ფასი ნამდვილად არ ვიცი” – განაცხადა ბენიტესმა.

ბენიტესი იგუაინს არ უშვებს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი თავისი გუნდის ფორვარდის, გონსალო იგუაინის გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელის სამსახურით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული. არისტოკრატები მზად არიან 60 მილიონი ევრო გადაიხადონ იგუაინის სანაცვლოდ. მაგრამ, ბენიტესი უარზეა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში იგუაინის ყიდვა “ნაპოლის” 37 მილიონი დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის იგუაინმა 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბენიტესი: “ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიაქტიურებთ”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ნეაპოლური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურებს.

“შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიაქტიურებთ. შესაბამისად, გუნდში ახალი ფეხბურთელის მოსვლა გასაკვირი არ უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში რომელიმე ტიტული მოვიგოთ, ამიტომ გაძლიერება არ გვაწყენდა. არ უნდა დავნებდეთ”, – ამბობს ბენიტესი.

ბენიტესი: ნაპოლი ბოლომდე იბრძოლებს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად. შეგახსენებთ რომ იტალიელები ხვალ “არსენალს” მიიღებენ.

“ხვალინდელი თამაში ჩვენი უკანასკნელი შანსია და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით. “მარსელისა” და “ბორუსიას” დაპირისპირებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ “არსენალი” გვყავს დასამარცხებელი და მთავარი საფიქრალიც სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა თავიდანვე არ გაგვიმართლა, როდესაც ასე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. მაგრამ მე ამაყი ვარ, ვინაიდან ბოლო ტურამდე ვინარჩუნებთ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს” – განუცხადა ბენიტესმა უეფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, F-ჯგუფში არსებულ სიტუაციას:

1. არსენალი – 12

2. ბორუსია – 9

3. ნაპოლი – 9

4. მარსელი – 0

ბენიტესი: “ნაპოლის” სკუდეტოს მოგება “ინტერზე” მეტად სურს”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ნეაპოლურ კლუბს სერია A-ს მოგება “ინტერზე” მეტად სურს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში, “ნაპოლი” 28 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “ინტერს” სამი ქულით უსწრებს.

“ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და შეგვწევს იმის ძალა, რომ იტალიის ჩემპიონები გავხდეთ. “ინტერი”? სკუდეტოს მოგება მათზე მეტად გვსურს”, – ამბობს ბენიტესი.