„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდის ბლეიკ გრიფინის აზრით, რასისტული განცხადებისთვის დისკვალიფიცირებული დონალდ სტერლინგი ზაფხულში კლუბიდან უნდა წავიდეს. იმ შემთვხევაში, თუ ეს არ მოხდება, 25 წლის მოთამაშე სხვა კლუბში გადასვლაზე იფიქრებს.
„ვითამაშებ თუ არა „კლიპერსში“, სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში? ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სეზონის წინ იგი უკვე აქ აღარ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, მე გადაწყვეტილებას მივიღებ. სიმართლე რომ გითხრათ, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებთ არაფერი ვიცი, მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობ, რომელიც პრესისთვისაა ცნობილი. ყველაფერი ლიგაზე იქნება დამოკიდებული. ეს ისტორია შემდეგი სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს“, – ბლეიკის ეს სიტყვები ESPN Los Angeles-ს მოჰყვავს.
ალექსანდრე მატევოსოვი