მარიო ბალოტელიმ ლეონარდო ბონუჩის უპასუხა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო” (ფოტო)

“მარსელის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ლეონარდო ბონუჩის მიერ “კალიარისთან” მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც იცით, “კალიარისთან” მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივი ფანები “იუვენტუსის” ფერადკანიან ფეხბურთელებს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. განსაკუთრებულ წნეხში ბლეზ მატუიდი და მოის კენი იყვნენ. ამ უკანასკნელმა გოლი მეტოქე ფანების წინ აღნიშნა, რამაც ისინი კიდევ უფრო გააღიზიანა. მატჩი რამდენიმე წუთითაც შეწყდა.

ბონუჩიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ინციდენტში “კალიარის” ფანებიც და მოის კენიც თანაბრად დამნაშავეები არიან.

ბალოტელი ბონუჩის ამ სიტყვებმა გააღიზიანა. “სუპერმარიომ” მოის კენის გამოქვეყნებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დატოვა: “ბრავო! და, უთხარით ბონუჩის, მას გაუმართლა, რომ იქ არ ვიყავი. იმის მაგივრად რომ შენ დაეცავი, რა გააკეთა. გეფიცებით, შოკში ვარ.”

ასევე, ბალოტელიმ Instagram-ში დაწერა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო.”

კარიკატურა: ბონუჩი და იგუაინი გაცვლილია

ტურინის “იუვენტუსმა” და მილანის “მილანმა” გონსალო იგუაინი და ლეონარდო ბონუჩი ერთმანეთში გაცვალეს. ამ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

ბონუჩი: “გატუზომ და ალეგრიმ იციან, როგორ შექმნან გასახდელში სათანადო ატმოსფერო”

ცხრა მაისს “კოპა იტალიის” ფინალში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ მილანელებმა ერთი ტიტულის მოგება მოახერხეს (2016 წელს, “სუპერკოპა იტალიანა”, რომელიც დოჰაში შედგა).

“როსონერის” კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“გატუზომ, როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი მოიგო. იღბლიანი ვარ, რომ ის ახლა ჩემი მწვრთნელია. ალეგრისა და მას რაღაც საერთო აქვთ. მათ კარგად იციან, როგორ უნდა შექმნან გასახდელ ოთახში სათანადო ატმოსფერო. ასევე, ისინი თავიანთი მოთამაშეებისგან საუკეთესოს იღებენ. არ ვფიქრობ, რომ გუნდს მოტივაცია აკლია და სიტყვით გამოსვლა დამჭირდება, რათა მათ რაიმე სახის იმპულსი გადავცე. მით უმეტეს, ასეთი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ძალიან კარგი მოტივატორია,” – ამბობს ლეონარდო.

კაპელო: “ბონუჩის დაცვა არ შეუძლია”

იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო თვლის, რომ ტურინის “იუვენტუსის” უკვე ყოფილ და “მილანის” ამჟამინდლელ ცენტრალურ მცველს, ლეონარდიო ბონუჩის ოთხმცველიანი სისტემით თამაშის დროს, დაცვაში კარგად ასპარეზობა არ ძალუძს.

“როცა ბურთი ფეხში აქვს, ის საუკეთესო იტალიელი მცველია. ამ დროს ბონუჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო უკანახაზელს შორის შედის. თუმცა, ბურთიანი მეტოქის წინააღმდეგ თამაში მას არ შეუძლია. ამ მხრივ იტალიელს დიდი პრობლემები აქვს. “იუვენტუსი” მისთვის იდეალური იყო. იქ ლეონარდო სამმცველიან ტაქტიკაში მოთამაშე ფეხბურთელი იყო. იტალიელს დიდი თავისუფლება ჰქონდა. ახლა კი, მისთვის სიტუაცია გაუარესდა,” – ამბობს კაპელო.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი გასულ ზაფხულში მილანურ გრანდში 42 მილიო ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა. მან სერია ა-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეონა.

ბონუჩიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

“მილანის” ახალწვეულმა და იტალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეონარდო ბონუჩიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც თავისი კარიერის მანძილზე უთამაშია.

“საუკეთესო, რომლის წინააღმდეგაც ვითამაშე? კრიშტიანუ რონალდუ. მას ყველანაირი თვისება აქვს, რაც ჩემპიონობისთვის არის საჭირო,” – აცხადებს “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ “მილანში” გადასვლამდე ბონუჩიმ ზედიზედ 7-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, “როსონერისთან” კი კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

კარიკატურა: კიელინიმ და ბონუჩიმ კატალონიური ზვიგენები დაიჭირეს (ფოტო)

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით, 0-0 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში 3-0 “იუვეს” სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს გუნდი გავიდა.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” შემტევმა ტრიომ, “მსნ”-მა ორი მატჩის მანძილზე, ფაქტობრივად, ვერაფერი გააკეთა. ეს უმეტესად დაცვის ბურჯების, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დამსახურებაა. ასევე, არ უნდაადაგვავიწყდეს, ჯანლუიჯი ბუფონიც.

ამასთან დაკავშრებით ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

ბონუჩი: “ბარსელონა” ახლა უფრო სუსტია, ვიდრე – ორი წლის წინ!”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთამენთს ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა ხვალ, იტალიაში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ამ ჯახზე ტურინელთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეონარდო ბონუჩიმ ისაუბრა.

“არასდროს გამიხსენებია 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ვფიქრობ, ეს განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენი დაცვა ახლა გაცილებით ძლიერია. ხოლო, “ბარსელონა” კი ისე კარგი აღარაა, როგორც – ორი წლის წინ.”

“ალბათ, ნახსენებ ფინალში ფიზიკურად უფრო ძლიერი ნახევარდცვა გვყავდა, რადგან მაშინ ჩვენი გუნდის ღირსებას არტურო ვიდალი და პოლ პოგბა იცავდნენ. თუმცა, მთლიანად გუნდი უფრო ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. მას შემდეგ ნამდვილად განვვითარდით.”

“ბარსელონას” რაც შეეხება, ნეიმარი უფრო ძლიერია, მასკერანო, რომელიც დაცვას ამაგრებს, ორი წლით უფრო დაბერდა, ხოლო ხოლო რაკიტიჩმა ნამდვილად აიმაღლა სათამაშო დონე.”

“ორივეს ძლიერი დაცვა გვყავს. თუმცა, თუ ჩვენ გააზრებულად ვითამაშებთ, ჩვენი აჯობებს,” – განაცხადა ლეონარდომ.

 

“იუვენტუსი” ბონუჩის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტსა და ფაბრეგასს ითხოვს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები თანახმანი არიან ლეონარდო ბონუჩის “ჩელსიში” გადასვლის უფლება მისცენ, თუ “ჩელსი” მათ 50 მილიონ ფუნტსა და ცესკ ფაბრეგასს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ტურინელთა იტალიელი მცველისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია – ბონუჩის გადაბირება “ჩელსის” მსგავსად “მანჩესტერ სიტისა” და “იუნაიტედსაც” სურს.

როგორც გავიგეთ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ლეონარდომ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა ამჟამად “ჩელსი” მისთვის საკმაოდ დიდი თანხის შეთავაზებას აპირებს, რაზეც უარის თქმა ნამდვილად რთული იქნება.

Daily Mirror: “მანჩესტერ სიტი” ზამთარში 150 მილიონიანი ტრიოს გადაბირებას აპირებს

ინგლისურ მედიას თუ დავუჯერებთ, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მზადაა, კიდევ ერთხელ დაახარჯოს დიდი თანხა ტრანსფერებს, თუ ეს “სიტის” პლანეტის საუკეთესო გუნდად გარდაქმნის.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა გვარდიოლას მოსვლის შემდეგ 175 მილიონი ფუნტით დახარჯეს ტრანსფერებში. ახლა კი მზად არიან კიდევ 150 მილიონი ფუნტი გაიღონ ზამთარში გუნდის გასაძლიერებლად.

წყაროს ცნობით, ინგლისური გრანდის სამიზნეთა სიაში წინა პოზიციებს იკავებს ჰექტორ ბელერინის, ლეონარდო ბონუჩისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრიო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “არსენალი” ბელერინს 40 მილიონ ფუნტად აფასებს, ბონუჩის გადაბირება კი 60 მილიონ ფუნტადაა შესაძლებელი. დანარჩენი 50 მილიონი ფუნტი კი პეპს ობამეიანგის გადასაბირებლად დასჭირდება.

ბონუჩის იმედი აქვს, რომ მისი ნაკრები ესპანეთს ისევ დაამარცხებს

6 სექტემბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ამ ნაკრებების დაპირისპირება გასულ ზაფხულზე, პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე გაიმართა, სადაც “სკუადრა აძურამ” “ფურია როხა” 2-0 დაამარცხა.

იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერს, ლეონარდო ბონუჩის დიდი იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ისევ შეძლებს ესპნაეთის დამარცხებას.

“დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე პარიზში გამართულ მატჩს,” – ამბობს ლეონარდო – “მაშინ ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ.  ალბათ, ამის ერთ-ერთი მტავარი მიზეზი ის იყო, რომ ესპანელები ფიზიკურად დავჯაბნეთ.”

“იმედი მაქვს, რომ  პარიზული საღამო განმეორდება და ისევ შევძლებთ მათ დამარცხებას!” – განაცხადა ბონუჩიმ.

ორ ინგლისურ გრანდს ლეონარდო ბონუჩი სურს

როგორც Daily Star-ი იტყობინება, ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გრანდი, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენით.

“სიტის” კაპიტანი, კომპანი ნელ-ნელა ასაკში შედის და ტრავმიანობასაც მოუხშირა. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ პეპ გვარდიოლამ ბელგიელი სპორტსმენის შემცვლელის ძებნა დაიწყო. ამის ოპტიმალურ ვარიანტად კი იგი  ბონუჩის ხედავს.

ასევე, იტალიელი მოთამაშე ანტონიო კონტესაც უნდა. ეს უკანასკნელი ლეონარდოს როგორც “იუვეში’, ასევე იტალიის ნაკრებშიც წვრთნიდა.

ვარაუდობენ, რომ თუ “ბებერი ქალბატონი” ბონუჩის მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათმობს.

გვარდიოლამ კომპანის შემცვლელს მიაგნო და 50 მილიონ ფუნტსაც ჩამოდის

ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.