რონდო: „ბოსტონი – ჩემი სახლია“

„ბოსტონ სელტიკსის“ უკანახაზელი რაჟონ რონდო, რომელიც ამჟამად მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს, აცხადებს, რომ მას სხვა კლუბის რიგებში გადასვლა არ სურს.

„აქ ძალიან მომწონს. „სელტიკსს“ ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს. ბოსტონში თავს ბედნიერად ვგრძნობ, შესაბამისად, სხვაგან რატომ უნდა გადავიდე? ბრედ სტივენსთან მუშაობის დაწყებას მოულოდნელად ველი. როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის ახალი პერიოდი იწყება. ბევრი ახალწვეული გვყავს, რომელიც ყველაფრისთვის არის მზად“, – განაცხადა რონდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონდო: „ბრედ სტივენსი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა“

„ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ აღიარა, რომ გუნდის ახალ თავკაცთან ბრედ სტივენსთან საერთო ენა საკმაოდ სწრაფად იპოვა.

„მე და ბრედი საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით, ვხუმრობთ და ვიცინით. მე მას ვეხმარები, ხოლო იგი – მე მეხმარება. პირველივე დღეს, ვთქვი, რომ მასთან ერთად ბოლომდე ვიდგები. მზად ვარ მისი ყველა დავალება შევასრულო“, – განუცხადა რონდომ The Boston Globe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეინჯი: „გუნდის განახლებული შემადგენლობა იდეალური არ არის“

„ბოსტონ სელტიკსის“ პრეზიდენტმა დენი ეინჯმა გუნდის განახლებული შემადგენლობა შეაფასა.

„ახლანდელი შემადგენლობა იდეალური არ არის, თუმცა საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ იბრძოლებენ ჩვენი მოთამაშეები შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად და როგორ შეეწყობიან იგი ბრედ სტივენსის სტილს. მომწონს, როცა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პროცესამდე კლუბში მსგავსი სიტუაციაა. რაც შეეხება სხვადასხვა კითხვებს, მათზე პასუხს სულ მალე მივიღებთ“, – ეინჯის ეს სიტყვები Boston Herald-ს მოჰყავს.

ალექსანდრე მატევოსოვი