რონდომ „დალასში“ პირველი მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

„დალას მავერიკსის“ ახალწვეულმა რაჟონ რონდომ გამთენიისას გუნდში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

ოფიციალურად: რონდო „ბოსტონიდან“ „დალასში“ გადავიდა

ბოლო დღეებში რაჟონ რონდოს „ბოსტონ სელტიკსიდან“ „დალას მავერიკსში“ გადასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„ბოსტონი“ თავისი უკვე ყოფილი ლიდერისა და ფორვარდ დუაიტ პაუელის სანაცვლოდ ბრენდან რაიტს, ჯეი კროუდერსა და ჯამირ ნელსონს მიიღებს, რის შესახებაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

გარდა ამისა, „სელტიკსი“ 2015 წლის დრაფტის პირველ რაუნდში შეუზღუდავ უფლებას მიიღებს. ბოსტონელები 2016 წლის დრაფტის მეორე პიკსაც მიიღებენ. ამასთანავე, კლუბს, ფულადი კომპენსაციის სახით, 12,9 მილიონი დოლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ NBA-ში თავისი რვაწლიანი კარიერის განმავლობაში რონდოს სხვა კლუბში არ უთამაშია. აქამდე იგი ერთადერთი ვარსკვლავი იყო, რომელიც „ბოსტონში“ ლიგის მოგების შემდეგ რჩებოდა.

რონდოს მორიგი ტრიპლ დაბლი (ვიდეო)

კვირას „ვაშინგტონ უიზარდსთან“ მატჩში „ბოსოტნ სელტიკსის“ ლიდერმა რაჟონ რონდომ მორიგი ტრიპლ დაბლი შეასრულა. რონდომ ხსენებულ შეხვედრაში 13 ქულა, 13 მხოსნა და 11 ასისტი მიითვალა.

„ბოსტონი“ რონდოს გაშვებას არ აპირებს

„ESPN Los Angeles“-ის ჟურნალისტის რამონა შელბურნის ინფორმაციით, „ბოსტონ სელტიკსი“ რაჟონ რონდოს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გაცვლას არ აპირებს და მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს.

როგორც შელბურნი წერს, „სელტიკსმა“ და „ლეიკერსმა“ ბოლო ორ წელიწადში რონდოს გაცვლის ვარიანტი ორჯერ განიხილეს. ბოლო საუბარი ამ თემაზე შემოდგომაში შედგა, თუმცა იგი არაპროდუქტიული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რონდო თავისუფალი აგენტი გახდება.

დენი ეინჯი: „რონდო სათამაშოდ მზად არ არის“

„ბოსტონ სელტიკსის“ პრეზიდენტმა დენი ეინჯმა განაცხადა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, პარკეტზე უახლოეს კვირებში ვერ დაბრუნდება.

„რონდო სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, იგი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. აქედან გამომდინარე, უახლოეს კვირებში მისი იმედი ვერ გვექნება“, – განუცხადა ეინჯმა  The Boston Globe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონდო: „მალე დავბრუნდები“

„ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ თავისი ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ყოველდღე ვვარჯიშობ. მარჯვენა ფეხს უფრო მეტად ვტვირთავ და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. ყოველდღე თავს სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ, პროგრესი სახეზეა. სულ მალე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დავიწყებ ვარჯიშს“, – აღნიშნა რონდომ.

„რა თქმა უნდა, „რეპტორსთან“ სეზონის პირველ მატჩში სიამოვნეიბთ ვითამაშებდი, თუმცა, არამგონია, მანამდე გამოვჯანმრთელდე. ალბათ, მაშინ დავბრუნდები, როდესაც მარჯვენა ფეხით ყველაფრის გაკეთებას კვლავ მოვახერხებ“, – დაასრულა 27 წლის მოთამაშემ „ESPN Boston“-თან საუბრისას.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონდო: „ბოსტონი – ჩემი სახლია“

„ბოსტონ სელტიკსის“ უკანახაზელი რაჟონ რონდო, რომელიც ამჟამად მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს, აცხადებს, რომ მას სხვა კლუბის რიგებში გადასვლა არ სურს.

„აქ ძალიან მომწონს. „სელტიკსს“ ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს. ბოსტონში თავს ბედნიერად ვგრძნობ, შესაბამისად, სხვაგან რატომ უნდა გადავიდე? ბრედ სტივენსთან მუშაობის დაწყებას მოულოდნელად ველი. როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის ახალი პერიოდი იწყება. ბევრი ახალწვეული გვყავს, რომელიც ყველაფრისთვის არის მზად“, – განაცხადა რონდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონდო: „ბრედ სტივენსი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა“

„ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ აღიარა, რომ გუნდის ახალ თავკაცთან ბრედ სტივენსთან საერთო ენა საკმაოდ სწრაფად იპოვა.

„მე და ბრედი საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით, ვხუმრობთ და ვიცინით. მე მას ვეხმარები, ხოლო იგი – მე მეხმარება. პირველივე დღეს, ვთქვი, რომ მასთან ერთად ბოლომდე ვიდგები. მზად ვარ მისი ყველა დავალება შევასრულო“, – განუცხადა რონდომ The Boston Globe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი