ფრედის საშინელი პენალტი “ბოტაფოგოს” წინააღმდეგ

18 აგვისტოს, “ბოტაფოგოსა” და “ფლუმინენსეს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ფრედმა პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა.

ლამაზი გოლი ბრაზილიიდან

მორიგი ულამაზესი გოლი გავიდა ბრაზილიის ჩემპიონატში. ბრაგანტინოსა და ბოტაფოგოს დაპირისპირებაში, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, ეფექტური დარტყმით თავი ბოტაფოგოელმა ჰადსონმა გამოიჩინა.

ზეედორფი “ბოტაფოგოს” დაემშვიდობა და მილანში გაემგზავრა

მოგეხსენებათ, რომ კლარენს ზეედორფმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და მუშაობას “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძელებს.

ვეტერანი ჰოლანდიელი გუშინ უკვე ყოფილ გუნდს “ბოტაფოგოს” და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა.
ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).

გთავაზობთ დამშვიდობების საკმაოდ ემოციურ კადრებს:

 

 

 

კაპელო: “ზეედორფი “მილანის” მწვრთნელობისთვის მზად ჯერ არ არის”

რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფი “მილანის” მწვრთნელობისათვის მზად ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ მოთამაშეს, რომელიც ახლა ბრაზილიური “ბოტაფოგოს” ღირსებას იცავს, “მილანში”, მასიმილიანო ალეგრი შემცვლელად მოიაზრებენ.

“კლარენსს ვურჩიე, რომ თუ მწვრთნელობა უნდოდა, ჯერ გამოცდილება ბრაზილიაში, რუსეთში ან თუნდაც რომელიმე არაბულ ქვეყანაში უნდა მიეღო. ვფიქრობ, ის “მილანის” თავკაცობისათვის მზად ჯერ არ არის”, – ამბობს კაპელო.

ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

ზეედორფმა “ნაუტიკოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა

10 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “ნაუტიკომ” საკუთარ მოედანზე “ბოტაფოგო” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩში ერთ-ერთი გოლი ჰოლანდიელმა ვეტერანმა, კლარენს ზეედორფმა გაიტანა. 37 წლის ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.