3 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ფრედმა მეტოქის კარში გოლი ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
3 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ფრედმა მეტოქის კარში გოლი ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
28 ივნისს, ბრაზილიაში, “პალმეირასმა” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, “პალმეირასის” წაქცეულმა ფეხბურთელმა კრისტალდომ კარგი პასი გააკეთა.
27 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში, ბრაზილიისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, დანი ალვეშმა და ვილიანმა ბურთი კარგად გაითამაშეს.
28 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში, ბრაზილიისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, კოუტინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მშვენივრად ჩამოიშორა.
ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი თვლის, რომ რამდენიმე წელიწადში „ბარსელონას“ შემტევი, ბრაზილიელი ნეიმარი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება.
„ნეიმარი პლანეტის წამყვან ბობმარდირთა შორისაა, რომელიც საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში გამოდის. ის გოლებს იტანს, საგოლე გადაცემებს აკეთებს, მეტოქეებს ატყუებს და ბურთით წარმოუდგენლად თამაშობს.ნეიმარი ევროპულ ფეხბურთს სწრაფად შეეჩვია, რაც ყველა ბრაზილიელს ვერ გამოსდის. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება“, – თვლის ფორლანი.
პარაგვაის ნაკრების კარში „კოპა ამერიკას“ 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში გოლის ავტორმა რობინიომ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„მოედანზე დარჩენა მსურდა, რათა პენალტი შემესრულებინა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ყოველთვის მზად ვარ.
ამ შედეგს უნდა შევეგუოთ. საჭიროა, გვესმოდეს, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი.
დღეს მოგება შეგვეძლო, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც უაზრო გოლი გავუშვით“, – განაცხადა რობინიომ.
პარაგვაის ნაკრების ფორვარდის, დერლის გონსალესის ბიძა გუშინ პარაგვაისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შედმეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას მეოთხედფინალი პარაგვაელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. მატჩის 72-ე წუთზე ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში სწორედ გონსალესის გოლით დაფიქსირდა. გარდა ამისა, პენალტების სერიაში სწორედ გონსალესი გახდა გადამწყვეტი გოლის ავტორი, რომელმაც პარაგვაი ნახევარფინალში გაიყვანა.
“სიხარული და ბედნიერება უბრალოდ გაქრა… ამის დაჯერება მიჭირს” – წერს “ბაზელის” ფორვარდი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი მირანდა აცხადებს, რომ მის გუნდს პარაგვაისთან პენალტების სერიაში არ გაუმართლა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, ბრაზილიამ პარაგვაისთან ფრედ 1:1 ითამაშა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “სელესაო” 3:4 დამარცხდა.
“საუბარი რთულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეტოქემ ერთი გოლიც პენალტიდან გაიტანა. ჩემი აზრით, პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა”, – უთხრა მირანდამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს.
2015 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს პარაგვაის ეროვნული გუნდი შეხვდება.
“ალბიროხამ” მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გაიტანა, რომლისთვისაც საერთაშორისო დონეზე ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გატანილი ბურთი გახლავთ. 72-ე წუთზე ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პარაგვაელთა თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
კოპა ამერიკის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი 90 წუთის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმების მეშვეობით მოხდა, რომელიც პარაგვაელებმა უკეთ შეასრულეს — 4:3.
ამრიგად, გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილიც — არგენტინა-პარაგვაი. ეს მატჩი პირველ ივლისს, ჩვენი დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება. ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვესმა აღნიშნა, რომ მისმა თანაგუნდელმა ნეიმარმა მოედანზე თავის მოქმედებებს ყურადღება უნდა მიაქრიოს. შეგახსენებთ, რომ ჩილეში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის თასზე ნეიმარმა ოთხმატჩანი დისკვლაიფიკაცია მიიღო, რაც ავტომატურად მისთვის ტურნირის დასრულებას ნიშნავს.
„ნეიმარს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს და დასკვნა გამოიტანოს.
ყველაფრის მიუხედავად, მგონია, ის ზედმეტად დასაჯეს. იმ შემთხვვეაში, თუ მის ადგილას სხვა ფეხბურთელი იქნებოდა, ასეთი აჟოიტაჟი არ შეიქმნებოდა“, – განაცხადა ალესმა.
ვენესუელასთან მოგების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ „კოპა ამერიკას“ პლეიოფის შესახებ ისუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი პრაგმატული, თმცა შედეგზე ორიაენტირებული თამაშის ჩვენებას გააგრძელებს.
„ეს ამერიკის თასი ძალიან რთულია, რადგან აქ მინიმალური ანგარიშით იგებენ. ჩილემ სხვა შედეგის მიღწევა მოახერხა.
ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. პლეიოფი ცალკე ტურნირია, აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა დუნგამ.
არგენტინის ნაკრების შემტევი, ლეო მესი ნეიმარის დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთა ლიდერი კოლუმბიასთან მომხდარი ინციდენტის გამო 4 მატჩით დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ტურნირი დასრულებულია.
“ნეიმარი ჩემი მეგობარია, ასე რომ, მისი დისკვალიფიკაცია ძალიან მეწყინა. ბრაზილიისთვის ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ახლა ამ ვითარებას ძალიან განიცდის. პირადად მე მსურდა, რომ ის გუნდში დარჩენილიყო, თუმცა ჩემთვის რთული სათქმელია იმსახურებდა ის ასეთ საასჯელს თუ არა” – განაცხადა მესიმ.