დანტე: „ბრაზილიურ ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ვწუხვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელის მიუხედავად, ბრაზილიური ფეხბურთი სათანადოდ ვერ პროგრესირებს. მენტელიტეტში და ტაქტიკურ სქემაში ცვლილებები გვჭირდება. ასევე თამაშის ინტენსივობის გაუმჯობესებაა საჭირო. რაც შეეხება ტექნიკას, ეს ის კომპონენტია, რომელშიც პრობლემა არ გვაქვს“, – ციტირებს დანტეს „Globo“.

ინტერვიუს ბოლოს დანტემ ბრაზილიის ნაკრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სელეზაოში“ დაბრუნებას იგი არ გეგმავს.

ნეიმარი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს

“ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარს “ოქროს სამბად” წოდებული ჯილდო გადაეცა, რომელსაც ყოველწლიურად ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ისაკუთრებს.

გამოკითხვაში გულშემატკივრები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. შედეგების მიხედვით, ნეიმარმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტებს.

1. ნეიმარი – 29,20%.
2. მირანდა – 16,39%
3. ფელიპე მელო – 16,01%
4. ვილიანი – 8,86%
5. ლუკას მოურა – 4,47%
6. დავიდ ლუისი – 3,08%
7. ტიაგო სილვა – 2,46%
8. ფილიპე კოუტინიო – 2,40%
9. ოსკარი – 2,15%
10. ფილიპე ლუისი – 2,08%.

 

ნეიმარი იაპონურ რეკლამაში (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა იპონიურ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

გამორჩეული მომენტები ფეხბურთში – 2014

სტატიაში შესულია 2014 წლის 10 საუკეთესო მომენტი ფეხბურთში. ის ესპანურმა გამოცემამ, Sport.es-მა შეადგინა.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

საქველმოქმედო მატჩში 61 წლის ზიკომაც გაიტანა (ვიდეო)

ბრაზილიაში საქველმოქმედო მატჩი გაიამრთა, რომელშიც მონაწილეობა ლეგენდარულმა ზიკომაც მიიღო. 61 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც მოახერხა.

რობინიოს შესანიშნავი ფინტი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

ბრაზილიაში კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რობინიომაც მიიღო.

ნეიმარის მშვენიერი ფინტი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

ბრაზილიაში, ნეიმარის მეგობრებსა და “სან პაულუს” შორის გამართულ საქველმოქმედო მატჩში ნეიმარმა მშვენიერი ფინტი გააკეთა.

ნეიმარის ახალი იმიჯი (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი შობას ახალი იმიჯით შეხვდა.

B5pO1wXIMAI5VR5

ნეიმარი მეტოქეს დასცინის (ვიდეო)

ნეიმარისა და ნენეს მეგობრებს შორის გამართულ საქველმოქმედო მატჩში ნეიმარი მეტოქის წინააღმდეგ ასე მოქმედებდა:

დავიდ ლუისმა ბრაზილიელ ბავშვს ოცნება აუხდინა და იტირა (ვიდეო)

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი სამშობლოში ჩავიდა, სადაც ბრაზილიელ ბავშვს ოცნება აუხდინა.

27 წლის ფეხბურთელი პატარა რიკარდინიოს შეახვედრეს, რომელმაც თქვა, რომ მისი ოცნება დავიდ ლუისის პირადად ნახვა იყო.

რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

„სანტოსის“ ფანმა ნეიმარს „ბარსელონაში“ გადასვლისთვის სასამართლოში უჩივლა

ბრაზილიური „სანტონსის“ ერთ-ერთი ფანი განრისხდა, როდესაც გაიგო, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებდა.

იურისტი ლუსიანო პერეირა კაპაროსი სამი წლის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისი საყვარელი გუნდი „ბარსელონას“ ხვდებოდა.

„მე „სანტოსის“ ერთგული ფანი ვარ. გუნდის ყველა მატჩზე დავდივარ. რამდენიმე წლის წინ იაპონიაში გამგზავრება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დასწრება გადავწყვიტე. მაშინ გავიგე, რომ ნეიმარი უკვე „ბარსელონაში“ გაყიდეს. დღემდე თავს მოტყუებულად ვგრძნობ“, – ციტირებს ბრაზილიელი გულშემატკივრის სიტყვებს „The Telegraph“-ი.

კაპაროსი ფეხბურთელისგან 8300 ევროს ითხოვს, აქედან 2500 ევრო მან იაპონიაში გასამგზავრებლად დახარჯა.