დუნგას მარსელოს შეტევებში ჩართვა არ მოსწონს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ მადრიდის “რეალში” მოთამაშე მცველი მარსელო შეტევებში ზედმეტად ერთვება, რაც პრობლემებს ქმნის.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენჯერ ჩაერთო მარსელო შეტევაში? ოცჯერ. რამდენი გოლი გაიტანა ან რამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა? ნული. შეტევაში მისი ჩართვის შემდეგ რამდენჯერ დაზარალდა ბრაზილიის ნაკრები მეტოქის კონტრშეტევებზე? სამჯერ ან ოთხჯერ. მარსელო ზედმეტად შემტევი მცველია.

არ ვამბობ, რომ შემტევი მცველები არ მიყვარს, თუმცა შეტევაში ჩართვა ეფექტიანი უნდა იყოს. მხოლოდ მარსელოს არ ვგულისხმობ. ეს ყველას ეხება. ეფექტიანები უნდა ვიყოთ”, – დუნგას სიტყვებს “გლობო” აქვეყნებს.

 

დუნგა: „მარსელოს თამაშის სტილი ნაკრებს არ უხდება“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ახსნა, თუ რატომ აღარ იძახებს მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს.

„რამდენჯერ შეუერთდა მარსელო შეტევას მსოფლიო ჩემპიონატის დროს? ოცჯერ. ამავდროულად მას ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ეს მარსელოს პრობლემაა არაა, უბრალოდ, მსოფლიოს ტრენდი ასეთია. ჩვენ ეფექტურად უნდა ვთამაშობდეთ“, – განაცხადა დუნგამ.

ცნობისთვის, ბოლოს მარსელო ნაკრებში სექტემბერში ამხანაგურ მატჩზე გამოიძახეს, თუმცა მოედანზე იგი არ გასულა.

“სანტოსმა” პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა

“სანტოსის” ხელმძღვანელობამ პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ “ფეხბურთის მეფე” “სანტოსის” ღირსებას 1956-დან 1974 წლამდე იცავდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2013 წელსაც იყო გაფორმებული, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან კი მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც წარმატებით დასრულდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, “სანტოსს” კლუბის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე პელეს იმიჯის გამოყენება შეეძლება.

“ახალგაზრდობაში ეს კლუბი მენდო. “სანტოსმა” მაქცია კაცადაც და ფეხბურთელადაც. ეს კლუბი მუდამ ჩემთან ერთად არის”, – ციტირებს “სანტოსის” ოფიციალური ვებგვერდი პელეს სიტყვებს.

Pelé

შეგახსენებთ, რომ პელე ამჟამად სან პულუს ერთ-ერთ საავადმყოფოს ნახევრად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ის ჰოსპიტალში ნოემბრის ბოლოს საშარდე გზების ინფექციის გამო მოათავსეს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან პალატაში დამოუკიდებლად სიარულიც დაიწყო.

 

6 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხეს

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა დაასახელ ექვსი ფეხბურთელი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხეს.

6. კლებერსონი (ბრაზილია, 2002 წელი)

kleberson-2002

5. სიმონე ბარონე (იტალია, 2006 წელი)

Simone Barone, Alessandro Del Piero

4. ლუიზაო (ბრაზილია, 2002 წელი)

luizao

3. ბერნარ დიომედი (საფრანგეთი, 1998 წელი)

bernard-diomede

2. როკე ჟუნიორი (ბრაზილია, 2002 წელი)

article-2303339-02B585EC0000044D-968_634x428

1. სტეფან გივარში (საფრანგეთი, 1998 წელი)

stephane-guivarch

როჟერიო სენის შესანიშნავი სეივები “ატლეტიკო ნასიონალის” წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, “ატლეტიკო ნასიონალსა” და “სან პაულუს” შორის გამართულ მატჩში როჟერიო სენიმ მშვენიერი სეივები განახორციელა.

ნეიმარს გულშემატკივრისთვის ავტოგრაფის მიცემა არ აცალეს (ვიდეო)

18 ნოემბერს, ავსტრიისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც ნეიმარისგან ავტოგრაფის მიღება სურდა.

ბრაზილიამ ავსტრია დაამარცხა

ვენაში გამართული ამხანაგური მატჩის ფარგლებში ავსტრიის ნაკრებს ბრაზილია ესტუმრა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით სძლია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა 64-ე წუთზე დავიდ ლუისის ზუსტი დარტყმით გახნეს. ავსტრიელებმა გათანაბრება დრაგოვიჩის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით შეძლეს. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე რობერტო ფირმინიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

ავსტრია 1-2 ბრაზილია

გოლები: დავიდ ლუისი 64′ (0:1); დრაგოვიჩი 75′ (1:1); რობერტო ფირმინიო 83′ (1:2)

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ავსტრიას ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

18 ნოემბერს, ავსტრიისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ავსტრიელმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებს გოლი ხელით გაუტანა (ვიდეო)

18 ნოემბერს, ავსტრიისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ავსტრიელმა რუბინ ოკოტიემ მეტოქის კარში გოლი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმსა ის, რა თქმა უნდა, არ ჩათვალა.

ბრაზილიელი ნახევარმცველის „მაკრატელათი“ გატანილი ლამაზი გოლი (ვიდეო)

„ინტერნასიონალის“ ნახევარმცველმა პაულაომ ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის 79-ე წუთზე „გოიასს“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

წარმოგიდგენთ ამ გოლის ამსახველ ვიდეოს:

ნეიმარის ფინტები ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე (ვიდეო)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ნეიმარმა რამდენიმე ფინტი გააკეთა.

ფალკაოს ბრწყინვალე მოქმედება კოლუმბიის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

ბრაზილიის ფუტსალის ნაკრებს თავისი ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც მინი ფეხბურთში თავისი მოგვარის რადამელ ფალკაოს მსგავსად ბრწყინავს.

ამჯერად ბრაზილიელმა ფალკაომ რადამელის ქვეყნის ფუტსალის ნაკრებთან მატჩში ჩინებულად ითამაშა.