ნეიმარმა თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა (ვიდეო)

12 ნოემბერს, თურქეთში, ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილიას უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ნეიმარმა, მისმა მეორე გოლმა კი თურქი ფანებიც აღაფრთოვანა.

დუნგა: „ბრაზილიის ნაკრების ცუდი დღეები წარსულშია“

თურქეთთან ანგარიშით 4:0 ამხანაგური მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით იგი კმაყოფილია.

„გვიხარია, რომ კვლავ ძლიერ გუნდად ვითვლებით. ვამაყობთ იმ ოვაციებით, რომლებიც თურქეთთან მატჩის დამთავრების შემდეგ დავიმასახურეთ. ყოველდღე სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხვდებით. ცუდი პერიოდი უკვე წარსულშია.

ამ ფეხბურთელებს ესმით, თუ რას ნიშნავს ბრაზილიის ნაკრების მაისურის ტარება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ გუნდში თამაში. ჩვენ შევქმმენით ისეთ გუნდი, რომელსაც არამხოლოდ ძლიერი ძირითადი შემადგენლობა, არამედ, კარგი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს“, – განაცხადა „სელეზაოს“ დამრიგებელმა.

ბრაზილიამ თურქეთი გაანადგურა

თურქეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის სტამბოლში გამართული ამხანაგური მატჩი სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ბრაზილიელებმა ანგარიში მე-20 წუთზე ნეიმარის გოლით გახსნეს. “ბარსელონას” შემტევს ასისტენტობა ფერნანდინიომ გაუწია. სულ რაღაც 4 წუთში მასპინძლების კარში მეორე გოლი გავიდა. ამჯერად თურქებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს ამის გაკეთება. ავტოგოლით თავი კაიამ “გამოიჩინა”.

ტაიმის დასრულებამდე დუნგას შეგირდებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ნეიმარის პასით გოლი ვილიანმა გაიტანა. მატჩის ბოლო გოლიც ამ დუეტის ძალისხმევით გავიდა. თუმცა, მე-60 წუთზე ვილიანმა და ნეიმარმა როლები გაცვალეს.

თურქეთი 0-4 ბრაზილია

გოლები: ნეიმარი 20′ ; კაია 24′ (ს.კ.); ვილიანი 44′ ; ნეიმარი 60′

ვილიანმა ორი თურქი ფეხბურთელი რონალდინიოს სტილში მოატყუა (ვიდეო)

12 ნოემბერს, თურქეთისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ვილიანმა ორი მეტოქე მშვენივრად მოატყუა.

პროგნოზისტთა კონკურსი (თურქეთი – ბრაზილია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მე-14 საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც თურქეთისა და ბრაზილიის შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: თურქეთი – ბრაზილია

რობინიოს ახალი პროფესია აქვს (ვიდეო)

6 ნოემბერს, ბრაზილის ჩემპიონატში “სანტოსსა” და “კრუზეიროს” შორის გამართულ მატჩში (3:3), მოედნიდან გასვლის შემდეგ რობინიო თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა.

როჟერიო სენიმ რაიან გიგზის რეკორდი დაამხო

ბრაზილიური “სან პაულუს” კარის დარაჯმა როჟერიო სენიმ უელსელი რაიან გიგზის რეკორდი დაამხო.

28 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” “გოიასი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებელად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, 41 წლის როჟერიო სენის ერთ კლუბში მოპოვებული 590 მოგებული შეხვედრა დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

აქამდე, ერთ კლუბში ყველაზე მეტი გამარჯვება რაიან გიგზს ჰქონდა მოპოვებული, რომლის ანგარიშზეც “მანჩესტერ იუნაიტედში” 589 წარმატებით დასრულებული მატჩია.

 

მოედანზე შეჭრილმა ძაღლმა ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

ბრაზილიის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართულ მატჩში მოედანზე ძაღლი შეიჭრა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინდოეთში გასაოცარი გოლი გაიტანა

25 ოქტომბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “დელი დინამოსსა” და “ჩენაინს” შორის გამართულ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთი აღარ უნდა ითამაშოს (ვიდეო)

ბრაზილიის ჩემპიონატში გამართულ ერთ-ერთ მატჩში ასეთი რამ მოხდა.

როჟერიო სენიმ კარიერაში 123-ე გოლი შესანიშნავი საჯარიმოთი გაიტანა (ვიდეო)

19 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “სან პაულუმ” საკუთრ მოედანზე “ბაიას” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ნეიმარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ბრაზილიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2012 წლის 19 აგვისტოდან, 2014 წლის 27 იანვრამდე ჰეთ-თრიქების შესრულება ლიბერტადორესის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2013 წლამდე ბრაზილიურ “სანტოსში” თამაშობდა, საიდანაც შემდეგ “ბარსელონაში” გადაბარგდა.