ვისი ნახვა სურს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კობი ბრაიანტს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავმა კობი ბრაინტმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ფავორიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალურ შეხვედრაში სიამოვნებით ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირებას იხილავდა.

„ბრაზილიას საკუთარ კედლებში თამაში უჭირს. ფინალში დიდი სიამოვნებით ბრაზილიასა და არგენტინას ვიხილავდი. წელს გერმანიაც ძალიან ძლიერია და მისი დამარცხება რთული იქნება.

ექვსიდან თოთხმეტ წლამდე მე ფეხბურთს ვთამაშობდი, იგი ჩემს საყვარელ სპორტის სახეობებს შორისაა, ამიტომაც ასეთი მატჩების გამოტოვება არ მსურს. ბრაზილიაში სწორედ ამიტომ ჩავედი“, – აღიარა „შავმა მამბამ“.

რობერტო კარლოსმა სკოლარის გუნდი დაუწუნა

„სელესაოს“ ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ალბათ, იმ ფეხბურთელებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომლებსაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში არ უხმო, თუმცა მე გუნდში კაკას, რონალდინიოს და რობინიოს გამოვიძახებდი. სკოლარის საკუთარი სტილი და შეხედულება აქვს.

აშკარაა, რომ ბრაზილიის ნაკრები ნახევარდაცვაში უკეთ უნდა თამაშობდეს. გუნდს აკლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ნაკრების გაძღოლა, ბურთის ფლობა და უკან ჩამოსვლა შეუძლიათ. ისიც სათქმელია, რომ თითოეულ გუნდს რაღაც აკლია“, – განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, მესამე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც 3 ქულა აქვს, ბოლო პოზიცია კი უქულოდ დარჩენილ კამერუნს უკავია.

თითოეული ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის გასაცნობად გადადით გვერდზე: ცხრილი

 

როგორი ბუცებით ითამაშებს ნეიმარი მუნდიალზე

ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “ნაიკმა” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერ ნეიმარისათვის ახალი ბუცები გამოუშვა.

1

2

3

ნეიმარმა ბრაზილიის ჰიმნის შესრულებისას იტირა

17 ივნისს, ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის შესრულებისას, ნეიმარმა იტირა.

ოჩოა: „ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:0) საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელთა კიპერი გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშის ჩატარება, თან როცა შენს წინააღმდეგ ტურნირის მასპინძლები გამოდიან და კარს მშრალად ინახავ, ადვილი არაა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე წარიმართა. გახარებული ვარ. მატჩის მიმდინარეობისას არ მოვდუნებულვარ, ვაგრძელებდი ბურთის მოგერიებას. ახლა უბრალოდ მინდა, რომ დავტკბე თანაგუნდელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებმაც იგივე განიცადეს, რაც მე“, – აღნიშნა გილერმო ოჩოამ.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

მექსიკის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

საჩემპიონო თამაშის მოლოდინში

ბრაზილიის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩში შესძლო მთავარი ფავორიტისთვის შესაფერისი თამაშის ჩვენება. 

სასტარტო მატჩებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ბრაზილია და მექსიკა ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში შეხვდნენ. ფავორიტად ბრაზილია იყო შერაცხული, თუმცა მექსიკელები აუტსაიდერის როლით დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ, რაც შეხვედრის პირველივე წუთებზე გამოჩნდა.

მატჩის დებიუტი ერერას შეგირდების უპირატესობიტ წარიმართა. თუმცა, მალევე ბრაზილიელებმა შეხვედრის ხასიათი შეცვალეს და ბურთზე კონტროლი მოიპოვეს. რამდენიმე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან განახორციელეს, სადაც ოსკარი და მარსელო აქტიურობდნენ. მექსიკელებმა ფრთხილი ტაქტიკა არჩიეს და დიდი ძალებით წინ არ მიდიოდნენ. პირველი ხიფათი ჟულიო სეზარის კართან ტაიმის შუაში შეიქმნა, თუმცა ვითარება ტიაგო სილვამ განმუხტა.

ბოლომდე არ ბრაზილიელებს გაუხსნიათ თამაში, მაგრამ რამდენიმე რეალური მომენტის შექმნა მოახერხეს. თუმცა, გილერმო ოჩოა გუშინ შეუდარებელი იყო.

მეორე ტაიმი ბრაზილიელთა ცვლილებით დაიწყო. ინტერტული რამირესისი ნაცვლად სკოლარიმ მოედანზე ბერნარდი შეუშვა. “შახტარის” ნახევარმცველი პირველი სახიფათო შეტევის ავტორი გახდა, თუმცა მისი გადაცემის შემდეგ ნეიმარს მცველებმა დაასწრეს. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ მასპინძლებს მე-60 წუთამდე არაფერი შეუქმნიათ და ინიციატივაც მექსიკელებმა მოიპოვეს. ერერამ და ვასკესმა საკმაოდ კარგი მომენტები შექმნას ბრაზილიის კართან.

ბოლო ნახევარი საათი მასპინძლების იყო. სკოლარის გუნდმა მოუმატა და მომენტებიც შექმნა, თუმცა მუნდიალის მთავარ ფავორიტს რაღაც მაინც აკლდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გილერმო ოჩოას შესანიშნავი თამაში. დიდწილად სწორედ მექსიკელთა კიპერის დამსახურებაა გუშინდელ შეხვედრაში მოპოვებული ქულა.

 

სკოლარი: „კარგი თამაში ვიხილე, თუმცა ფრით კმაყოფილი არ ვარ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.

„საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვიხილე. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელი თორმეტი მატჩია, შეუცვლელი სისტემით ვთამაშობთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს. საყაიმო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავხდებოდით“, – განაცხადა სკოლარიმ.

A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

 

ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

ბრაზილიამ მექსიკას ვერ გაუტანა

ბრაზილიის ნაკრებმა მექსიკის გუნდის დამარცხება ვერ მოახერხა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში A-ჯგუფის ლიდერებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს. ბრაზილიას და მექსიკას ორი შეხვედრის მერე 4 ქულა აქვთ.

პრევიუ: ბრაზილია – მექსიკა

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრების მატჩით იწყება. 

მასპინძლებმა საშინაო მუნდიალი გამარჯვებით დაიწყეს. თუმცა, ხორვატებთან მატჩში ბრაზილიელები დამაჯერებლები ნამდვილად არ ყოფილან. ამას მსაჯის შეცდომაც დაემატა, რამაც ნეიტრალურ გულშემატკივრებში კარგი განწყობა არ გამოიწვია.

ბრაზილიელებისგან ნამდვილ საჩემპიონო თამაშს დღეს ელიან. პირველ რიგში ეს არსებული სასტარტო შემადგენლობას შეეხება. ხორვატებთან მატჩის შემდეგ ბევრი შემადგენლობის გადახალისებას ითხოვდა, თუმცა სკოლარი როტაციის მოყვარული მწვრთნელი არ არის. მაგალითად, 2002 წლის ტრიუმფალურ მუნდიალზე ბრაზილიელებმა თითქმის მთელი ტურნირი უცვლელი შემადგენლობით ჩაატარეს.

მექსიკელთა მწვრთნელის მიგელ ერერას 5-3-2-მა კამერუნთან შეხვედრაში შესანიშნავად იმუშავა. მექსიკამ მხოლოდ 1:0 მოიგო, თუმცა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. ასე რომ, მექსიკელთა შემადეგნლობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Brazil_Mexico_GEO

სკოლარიმ დანი ალვეშს უხერხულ ადგილში ფეხი მიარტყა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მიარტყა ფეხი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დანი ალვეშს.

დავიდ ლუისმა ბრაზილიის ნაკრების წევრს თავში ბურთი გაარტყა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე დავიდ ლუისმა ნაკრების ტექნიკური პერსონალის ერთ-ერთ წევრს ბურთი თავში გაარტყა.