ნეიმარი: “ვითამაშებ თუ არა შაბათს “დეპორტივოს” წინააღმდეგ?”

ნეიმარმა “ბარსელონას” რიგებში სეზონის საწყისი გამოტოვა. იგი საკუთარ ნაკრებს ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა. საბოლოოდ, მან ოქროს მედლის მოპოვება ეროვნულ გუნდთან ერთად მოახერხა და მცირე ხნიანი დასვენების შემდეგ “ბარსას” დაუბრუნდა.

კატალონიელები შაბათს საკუთარ მოედნაზე პრიმერა დივიზონის მატჩს გამართავენ; ისინი “დეპორტივო ალავესის” წინააღმდეგ გააგორებენ ბურთს. “ბლაგურნას” მესი ტრავმირებული ჰყავს და დიდი ალბათობაა იმის, რომ ნეიმარმა პირდაპირ სასტარტოში დაიწყოს ასპარეზობა. ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა.

“გახარებული ვარ, რომ დავბრუნდი. ვგრძნობ, გუნდს ამ მომენტში ძალიან ვჭირდები. ვითამაშებ თუ არა შაბათს “დეპორტივო ალავესის” წინააღმდეგ? რატომაც არა?!” – განაცხადა 24 წლის სპორტსმენმა.

ოფიციალურად: მილანის “ინტერმა” ბრაზილიის ნაკრების მოთამაშე შეიძინა!

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და “სანტოსის” უკვე ყოფილი მოთამაშე, გაბირელ ბარბოსა იტალიურ “ინტერში” იასპარეზებს.

19 წლის ფეხბურთელმა ზემოთ ნახსენებ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება არ საჯაროვდება.

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიადის გამარჯვებულია!

რიოს ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება და ნელ-ნელა ყველა ტურნირზე ფინალური შეხვედრები ტარდება.

ზემოთ აღნიშნულ დაპირისპირებათა რიგს მიეკუთვნება ფინალი ბრაზილიისა და გერმანიის ვაჟთა საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის. ეს მატჩი დაძაბულად წარიმართა. ნეიმარმა ჯარიმიდან საკუთარი გუნდის წინ გაყვანა შეძლო, თუმცა 59-ე წუთზე მაქს მაიერმა გათანაბრება მოახერხა.

საბოლოოდ, მატჩის ბედი პენალტებმა გადაწყვიტა. თერთმეტმეტრიანების სერია სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა და ბრაზილიელები ოქროს მედალს დაეუფლნენ.

ნეიმარმა ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნეიმარმა ოლიმპიური რეკორდი დაამხო – ბრაზილიელმა ოლიმპიური თამაშების ეგიდით გამართული მატჩის დაწყებიდან 15 წამში მოახერხა ჰონდურასის კარის აღება.

აქამდე, ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე სწრაფი გოლი ჯენინ ბეკერს ჰქონდა გატანილი. კანადის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ავსტრალიელთა კარის აღება სულ რაღაც 19 წამში მოახერხა.

ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში გადაერთო

რამდენიმე წამის წინ დასრულდა ქართველი მოჭიდავის, ბექა ღვინიაშვილისა და ფრანგი სირილ მარეს ორთაბრძოლა რიოს ოლიმპიადაზე.

ჩვენდა სამწუხარო, ბექამ მეოთხედფინალური დაპირისპირება მის მეტოქესთან დათმო და რეპეშაჟში გადაერთო!

რიო 2016: ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა

დღეს გამთენიისას რიო 2016-ზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დანიის გუნდს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ თამაშამდე სამხრეთ ამერიკელებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ვერცერთი ვერ მოიგეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ბრაზილიელთა სასიკეთოდ წარიმართა. პირველი გოლის გატანა ბარბოსა ალმეიდამ 26-ე წუთზე მოახერხა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა: გაბრიელ ჟესუსმა მე-40 წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში.

მეორე ნახევარში ბრაზილიამ ორჯერ შეარხია მეტოქის ბადე: მე-80-ზე ბარბოსა ალმეიდამ დუბლი შეასრულა, ხოლო ზუსტად სამ წუთში კი გარსიამ წერტილი დაუსვა შეხვედრას და მის გუნდს 4-0 გაამარჯვებინა.

სწორედ ასე, ბრაზილიის ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში და მეოთხედფინალში კოლუმბიას დაუპირისპირდება.

 

რიო 2016: ნეიმარის სიმულანტობა ერაყის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

გუშინ, რიოს ოლიმპიადის მეორე ტურის მატჩები გაიმართა ვაჟთა ფეხბურთში. სამხრეთ აფრიკის ოლიმპიურ გუნდთან საყაიმო ანგარიშით დასრულებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიელთა მეტოქე ირანის ოლიმპიური ნაკრები უნდა ყოფილიყო.

აღნიშნულ მატჩში ნეიმარის გუნდს გამარჯვება ესაჭიროებოდა, რისთვისაც “ბარსელონას” ფორვარდი ყველაფერს აკეთებდა – სიმულანტობდა კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ადრიანო – გზა იმპერატორობიდან ჯურღმულში ცხოვრებამდე

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ადრიანო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. ის მარცხენა ფეხით უძლიერესად ურტყამდა, გოლეადორობის ალღომ კი უდიდეს ფორვარდად ჩამოაყალიბა. თუმცა, მის განვითარებას ხელს პირადი პრობლემები უშლიდა.

ალკოჰოლიზმმა, წონის პრობლემებმა და მამამისის გარდაცვალებამ (44 წლის ასაკში) სერია ა-ს 4-გზის გამარჯვებულის ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

ბოლოს მასზე ის გავიგეთ, რომ ადრიანომ “მაიამისთან” გააფორმა კონტრაქტი, რომელიც აშშ-ს მეორე ლიგაში ასპარეზობს. 2016 წლის იანვარში გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, მისი დებიუტი ამერიკულ კლუბში ჯერაც არ შემდგარა.

ახლა კი ვიგებთ, რომ ის ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონში, ფაველებში ცხოვრობს.

ადრიანოზე საუბრისას, მისმა ექს-პარტნიორმა ჟოანა მაჩადომ განაცხადა: ” მას ყველაფერი ჰქონდა, რათა ბედნიერი ყოფილიყო – ფული, მშვენიერი ოჯახი, მაგრამ ის თავს ნორმალურად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ფაველებშია.

მას უყვარს ფაველებში ფეხშიშველა სიარული და ბავშვებთან ერთად ფრანებით თამაში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ის L’Imperatore (“იმპერატორი”) აღარ არის.”

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის შვილი ჩინეთში მოასპარეზე ბრაზილიელებს დააკვირდება

2016 წლის “კოპა ამერიკაზე” ძალიან ცუდი გამოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე ადენორ ლეონარდო ბაჩი, იგივე “ტიტე” მოვიდა.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ტიტეს გადაწყვეტილებით, მისი შვილი, მათეუს ბაჩი ჩინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ აზიური ქვეყნის ჩემპიონატში ისეთი მოთამაშეები გამოდიან, როგორიცაა ჰალკი, რამირესი და ალექს ტეიშეირა.

კარიკატურა: ადრიანა ლიმა და სამი ხედირა

გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა და გერმანელი ფეხბურთელი, სამი ხედირა ერთად ისვენებენ. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ომარ მომანის ძალიან სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

khedira

ბრაზილიას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს “ბაიერნის” შემტევი, დუგლას კოშტა, რომელმაც ბარძაყი დაიზიანა.

გადაწყვეტილება მისი გერმანიაში დაბრუნების შესახებ “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიიღო – “ძალიან ვნანობ ამას.

ყველას გვინდოდა, რომ დუგლასს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობა ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია. ”

ბრაზილიელები პირველ მატჩს 4 აგვისტოს, “ესტადიო ნასიონალ მანე გარინჩაზე” ჩაატარებენ. მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება.

75 წლის ლეგენდარული პელე რიგით მესამედ ქორწინდება

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, პელე სულ მალე რიგით მესამედ დაქორწინდება. ქორწილი შაბათს, გუარუჟაში გაიმართება.

პელეს რჩეული ამჯერად 50 წლის მარსია სიბელ აოკია, რომელთანაც მას 6-წლიანი რომანი აკავშირებდა. მათი ქორწილი რამოდენიმე წლით ადრე უნდა შემდგარიყო, თუმცა ის პელეს ავადმყოფობის გამო გადაიდო.

წყვილი ერთმანეთს პირველად ოთხმოციან წლებში, ნიუ იორკში შეხვდა, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ 2010 წელს დაიწყო, როცა ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე ბრაზილიაში.

რაც შეეხება მის წინა ცოლებს, პელეს პირველი ცოლისაგან, როსიმერი ჩოლბისაგან 3 შვილი ჰყავს, მეორე ცოლისაგან კი – 2 შვილი. პირველ ცოლთან პელე 12 წლის მანძილზე იყო ქორწინებაში, მეორესთან – 14 წლის.