ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე – რა ხდება რიოში?

სპორტის 28 სახეობა და 306 მედალი – ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშები სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება.

რთულია იმის თქმა, უნდოდათ თუ არა ბრაზილიელებს ასეთი ძღვენის მიღება; ისეთი გრძნობა იქმნება, თითქოს ბრაზილიისათვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც საკმარისი იყო, თითქოს ისევე როგორც მორალურად, ასევე ეკონომიკურად, ბრაზილიელები ჯერ არ გამოსულან “მუნდიალის შოკიდან”:

– ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მიტინგები;

– პოლიცია ქვეყანაში წესრიგის დამყარებას კვლავ ვერ ახერხებს;

– ვარსკვლავებს ზიკას ვირუსი აშინებთ;

– გუანაბარას ტბიდან ნაგავი ჯერაც არ მოუშორებიათ. არადა, აქ ცურვის, ტრიატლონისა და ნაოსნობის შეჯიბრი უნდა გაიმართოს;

– რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორს “ჩაფლავების ეშინია”. ის აღიარებს, რომ ქალაქს საკმარისი თანხა არ გააჩნია, რათა უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოს;

– რიოში იმ ლაბორატორიის მშენებლობის პროცესი შეჩერდა, სადაც დოპინგ-ტესტები უნდა ჩატარდეს. დიდი ალბათობით თამაშების დაწყებისთვის არაფერი შეიცვლება;

– იაგუარი, რომელმაც ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ცერემონიის დასრულების შემდეგ მოკლეს.


ესეც იგივე გუანაბარას ტბა, სადაც თებერვალში სრული ანტისანიტარია ყვაოდა. ახლა მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მხოლოდ – შედარებით.

ჩვეულებრივი მგზავრები Madureira Park-ში – ფონზე ოლიმპიური თამაშების სიმბოლო მოჩანს.

ეს კი განახლებული ტრავმაი (VLT) გახლავთ, რომელიც პირობას იძლევა, რომ დღეში 300 000 ადამიანის გადაყვანას შეძლებს.

მომავლის მუზეუმი – ესპანელი არქიტექტორის, სანტიაგო კალატრავის მიერ შექმნილი საოცრება- რომელიც რიოს რაიონს ალამაზებს. ყურეში არსებული წყალი კი შენობაში ტემპერატურის რეგულაციას უზრუნველყოფს. ელექტროენერგიის მიღებისათვის კი შენობა მზის ენერგიას იყენებს. სიმაღლე – 18 მეტრი.

თუმცა, ოლიმპიადა – მხოლოდ სილამაზე და სიხარული არ არის, ოლიმპიადა ცრემლებსაც მოიცავს. მაგალითად, ეს გოგონა Mangueira-ს რაიონიდან გადაასახლეს. რიოს თამაშებს მისთვის ბედნიერება ნამდვილად არ მოუტანია.

ეს კი ვანესაა, ისიც უსახლკაროდ დარჩა, ახლა ქუჩაში ძინავს.

რიოს მთავარი სიმბოლო – ქრისტეს ქანდაკება.

ოლიმპიადასა და გზააბნეულ ტურნირებს ფაველებიც ელოდებიან.

ეს ფოტო დაახლოებით ერთი წლის წინ არის გადაღებული. ბავშვები ველოსიპედით სეირნობენ სახლის ნანგრევების კვალდაკვალ – სულ რაღაც 750 მეტრის მოშორებით კი “მარაკანას” სტადიონია.

ადგილი – იგივეა. ადგილი, სადაც ცხოვრება ჩქეფს. ადგილი, სადაც არც ფულია და არც შესაძლებლობები.

93 წლის ბებიას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ უკეთეს პირობებში შეძლებს ცხოვრებას.

>კოპაკაპანაზე ყოველთვის მუშაობენ.

ეს კი ისეთი რიოა, როგორსაც ტელევიზორიდან ვხედავთ.

ღარიბი მეტია. ბავშვების მიერ გაკეთებული წარწერა კედელზე: “დარჩენა მინდა ! ერთად ვიბრძოლოთ.”

ესენი ბარას რაიონის მცხოვრებები არიან, სადაც ოლიმპიადა აიღებს სტარტს (და ჩატარდება ბევრი შეჯიბრი – ველოსპორტში, ჩოგბურთში, ბალახის ჰოკეიში და ა.შ.).

ბავშვებს უნდათ დაიჯერონ, რომ გუანაბარას ტბა გასუფთავდება და ნაგავსაყრელი აღარ იქნება.

პალმები, სანაპირო, მზე …

ახალგაზრდები მოლოდინში ..

გაიცანით გაბრიელ ჟეზუსი – ბრაზილიელი ვუნდერკიდი, რომლითაც “ბარსა” ინტერესდება

ახალგაზრდა ბრაზილიელები, რომლებიც ნამდვილად ნიჭიერები არიან, თინეიჯერობის პერიოდიდან ხდებიან დიდი გუნდების რადარებზე და ვარსკვლავის სტატუსსაც “იწებებენ”. მაგალითად, 18 წლის ასაკში ნეიმარი უკვე ვარსკვლავად მოიხსენიებოდა. ამ დროს, მას უკვე მოგებული ჰქონდა კოპა ლიბერტადორესი. მსგავსად ნეიმარისა, რონალდოსა და რონალდინიოს კარიერასაც მსგავსი დასაწყისები ჰქონდათ მანამ, სანამ ისინი ევროპაში გადაინაცვლებდნენ.

“პალმეირასის” გაბრიელ ჟეზუსი ბრაზილიაში დაბადებული კიდევ ერთი ვუნდერკიდი გახლავთ. მის მიერ წარმოქმნილი ტალღები ამერიკის კონტინენტსაც გაცდა – 19 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კატალონიური “ბარსელონა” იჩენს.

მაგრამ ვინ არის ის და რატომ უნდათ კატალონიელებს ასე ძალიან მისი გადაბირება?

სან-პაულოში დაბადებული ჟეზუსი ჟარდიმ პერის გარეუბანში იზრდებოდა, მეტროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში. მან საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი – 2012 წელს “ანჰანგერას” რიგებში ყოფნის დროს, ბრაზილიელმა 29 გოლის გატანა მოახერხა კოპა სან-პაულუს ტურნირში და ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. ამან კი “ვერდაოს” ყურადღება მიიქცია.

“მძიმეწონიანთა” ჩემპიონატში გაბრიელ ფერნანდოს დებიუტი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა – მან 16 გოლის გატანა მოახერხა 17-წლამდელთა დივიზიონში. მომავალი წელი მისთვის გაცილებით უფრო კარგი გამოდგა, რამეთუ მან 38 გოლის გატანა შეძლო 22 მატჩში. ამ ტურნირზე ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია. მართალია, “პალმეირასი” ფინალში “სანტოსთან” დამარცხდა, თუმცა კარგი ასპარეზობისათვის გაბრიელი 5-წლიანი კონტრაქტით დააჯილდოვეს.

ამჟამად, 2016 წლის სეზონში გაბრიელ ჟეზუსი კვლავ წინ მიიწევს. ახალგაზრდა ბრაზილიელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია ამ მომენტისათვის (10 გოლით). მისი “პალმეირასი” კი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

“ატლეტიკო ნასიონალისა” და კოლუმბიის ნაკრების პერსპექტიულ ლიდერთან, მარლოს მორენოსა და “პსჟ-ს” დაკვირვებაში მყოფ ჯოვანი ლო ჩესკოსთან ერთად, გაბრიელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი “დიდ რონალდოსთან” შედარება გადამეტებულად ჩანს. მაგრამ, როცა თვითონ რონალდო აკეთებს ამ შედარებას, მაშინ რა გაეწყობა? “მე ვხედავ რაღაც მსგავსებებს. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მან უკვე შეძლო და მიაღწია დიდ წარმატებებს.” – განუცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ TV Globo-ს.

გაბრიელი ტექნიკით რაღაცნაირად წააგავს კიდეც იმ რონალდოს. ტექნიკასა და გოლეადორობის უნართან ერთად მას სხვებისაგან მოედნის განსაკუთრებული ხედვაც გამოარჩევს, რაც მას 25 იარდის მოშორებიდანაც კი ძალიან საშიშად აქცევს. საშუალოდ, თითო მატჩში მასზე 3.5-ჯერ ჯარიმდებიან. როგორც ჩანს, ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა.

იმის დასამტკიცებლად, რომ “ბარსელონას” მაისურის მორგების ღირსი არის, გაბრიელ ჟეზუსს შესანიშნავი შანსი ეძლევა – აგვისტოში მას არც მეტი არც ნაკლები ნეიმარის გვერდით თამაშის შანსი მიეცემა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფინანსურ საკითხს, კატალონიელები 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. თუმცა, “პალმეირასის” ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ გაბრიელს ასე ადვილად არ დათმობენ.

“ევროპასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მინდა აქ დავრჩე. “პალმეირასი” ჩემპიონობისთვის იბრძვის და მათ ჩემი დახმარება ესაჭიროებათ.” – განაცხადა ბრაზილიელმა ამ თვეში.

“პსჟ” მარკინიოსის ოლიმპიადაზე გაშვებას არ აპირებს

მიუხედავად იმისა, რომ მარკინიოსი ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოხვდა, “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მათი 22 წლის მცველის ოლიმპიადაზე გაშვებას არ აპირებენ.

ცნობისათვის გეტყვით, რომ მარკინიოსმა წელს კოპა ამერიკაზე იასპარეზა ბრაზილიის მაისურით. ფიფა კი კლუბებს არ ავალდებულებს, რომ ფეხბურთელებს ოლიმპიადაზე თამაშის უფლბა მისცენ.

თავად ფეხბურთელს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება სურს, თუმცა თუ ის რიოს ოლიმპიურ თამაშებში ითამაშებს, გუნდს სექტემბერში დაუბრუნდება. მოვლენების ასეთი განვითარება კი პარიზულ კლუბს ნამდვილად არ აწყობს.

ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი გაანადგურა (ვიდეო)

9 ივნისს, კოპა ამერიკის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს ბრაზილიისა და ჰაიტის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, დაახლოებით 15 წუთში მან თავი ისევ გამოიჩინა, პირველ ტაიმში ბოლო გოლი კი რენატო ავგუსტომ გაიტანა.

მეორე ნახევარი 14 წუთის დაწყებული იყო, როცა გაბრიელმა ჰაიტელთა კარი დალაშქრა, რასაც მალე ლუკას ლიმას გოლი მოჰყვა. ჰაიტის ნაკრებმა ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გაიტანა – მარსელინმა ალისონის კარი აიღო. 86-ე წუთზე რენატო ავგუსტომ დუბლი, ხოლო მატჩის ბოლოს კოუტინიომ ჰეთ-თრიქი მიითვალა და საბოლოო ანგარიში (7:1) დააფიქსირა.

დუნგა: „ბრაზილიამ ეკვადორთან კარგი ფეხბურთი აჩვენა“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა თვლის, რომ მისმა გუნდმა ეკვადორთან „კოპა ამერიკას“ В ჯგუფის პირველ მატჩში კარგად ითამაშა.

ცნობისთვის, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

„გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მოგება გვინდოდა.

მიძნელდება იმის თქმა, არჩათვლილი გოლის ეპიზოდში, დატოვა თუ არა ბურთმა მოედნის ფარგლები, თუმცა მოთამაშეებმა მითხრეს, რომ ასე იყო.

გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ სტვენა შეუძლიათ: ეს დემოკრატიაა, მათ თავისი სურვილი მიხედვით მოქცევა შეუძლიათ. თუ მატჩს იხილავთ, ნახავთ, რომ ვთამაშობდით და მოგების სურვილი გვქონდა“, – ციტირებს დუნგას „გლობო“.

“რასინგის” მეკარეთა მწვრთნელი შეურაცხმყოფელმა ჟესტმა შეიწირა

“რასინგის” ხელმძღვანელები იმედგაცრუებულნი არიან ხუან კარლოს გამბანდეს ქმედებით, რომელიც კლუბში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა. ეს უკანასკნელი “ატლეტიკო მინეიროსთან” მატჩში მაშინ დააფიქსირეს, როცა მან მაყურებლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

კოპა ლიბერტადორესის ეგიდით გამართული მატჩის ბოლოს (რომელიც 2-1 წააგო “რასინგმა”), მწვრთნელმა ბანანის გაფრცქვნისა და მისი ჭამის იმიტაცია გააკეთა.

კლუბის პრეზიდენტმა კი ოფიციალური გამოსვლით დაადასტურა, რომ გამბანდე აღარ იცავდა ამ კლუბის ღირსებას: “ის კლუბიდან გავაძევეთ, ის აღარ იცავს “რასინგის” ინტერესებს.”

გადაღლილობა: სჭირდება ნეიმარს დასვენება?

2010 წლის შემდეგ, როცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა, დუნგამ გადაწყვიტა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე არ წაიყვანა, ის ნაკრებიდან არ გაუთავისუფლებიათ.

დაახლოებით ნახევარი ათწლეულის მანძილზე, “ბარსელონას” ბრაზილიელ ფორვარდს ფეხბურთში ყველაზე დიდი ტვირთის ტარება უწევს მხრებით. ამ მომენტისთვის, სწორედ ის წარმოადგენს იმ ადამიანთა იმედს, რომელთაც ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარს – იმ ადამიანთა რიცხვი კი, რომლებიც მისან მხოლოდ მოგებას ითხოვენ 200 მილიონს აჭარბებს.

“როდესაც კარიერაში დიდ ნაბიჯს დგამ, პასუხისმგებლობა დიდწილად იზრდება. ნეიმარი ამისთვის სრულად მომზადებულია.” – ასეთი განცხადება გააკეთა ზიკომ ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელ ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ დატვირთულია. ნეიმარი პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა 17 წლის ბრაზილიელმა “სანტოსში” გადაწყვიტა გადაბარგება, სადაც ის სულ ცოტა ხანში გუნდის ლიდერად და ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

ასე რომ, დატვირთულ ცხოვრებას ნეიმარი თავიდანვე მიეჩვია – როგორც იცით, ბრაზილიაში ფეხბურთი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ამასთანავე მიმდინარეობს საკმაოდ დიდ დროში გაწერილი კოპა ლიბერტადოსი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

4 წლის შემდეგ, ნეიმარმა “ბარსელონას” ყურადღებაც მიიქცია. ამ დროისთვის მას 230 მატჩი ჰქონდა ჩატარებული “სანტოსის” რიგებში, 39 – ბრაზილიის ნაკრებში.

კატალონიაში მოსვლის შემდეგ, ნეიმარის დღის განრიგი კიდევ უფრო გადაიტვირთა, მეტი ტურნირი, მეტი პასუხისმგებლობა. მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 42-ჯერ მოირგო “ბარსას” მაისური და მხოლოდ ერთხელ იქნა შეცვლილი – “მალაგასთან”, მატჩის დასასრულამდე 3 წუთით ადრე, აგვისტოში.

ამასთანავე, უკვე მეხუთე წელია, რაც ის საზაფხულო არდადეგებს ვერ იყენებს – 2011 წლის კოპა ამერიკა, 2012 წლის ოლიმპიადა, 2013 წლის კონფედერაციის თასი, 2014 წლის მუნდიალი და 2015 წლის კოპა ამერიკა.

ნეიმარი დასვენებას იმსახურებს, თუმცა ამაზე თავად მან განაცხადა უარი: “24 წლის ვარ, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენო. უნდა გავაკეთო ის, რასაც მომავალში ვერ შევძლებ.”

მირანდა: „ტიაგო სილვა ნაკრებში თამაშს იმსახურებს“

„ინტერის“ მცველის ჟოაო მირანდას აზრით, პსჟ-ს მცველი ტიაგო სილვა ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. აქამდე ბრაზილიელთა თავკაც დუნგას უთქვამს, რომ სილვას ქვეყნის მთავარ გუნდში არამხოლოდ სპორტული მიზეზით არ იძახებს.

„ვფიქრობ, ტიაგო სილვა ჩინებული მცველია, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს, თუმცა გადაწყვეტილებას მწვრთნელი იუღებს, რასაც პატივი უნდა ვცეთ. ნაკრებში მეც არ მიძახებდნენ, რის შემდეგ დასკვნები გამოვიტანე.

დავიდ ლუისი? ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ნორმალურია, როდესაც შეცდომების გამო გაკრიიკებენ. მასთან, ტიაგო სილვასთან ან მარკინიოსთან თამაშის პრობლემა არ მაქვს“, – ციტირებს მირანდას „GloboEsporte“.

რომელი სტადიონი უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ფინალს?

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ფინალს რიოს დიდებული სტადიონი – “მარაკანა” უმასპინძლებს.

აღნიშნულ სტადიონზე ასევე გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩებიც, აღნიშნული ღონისძიება კი სტარტს 14 აპრილს აიღებს. საფეხბურთო ფინალი კი 19 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კაცთა ფეხბურთის ტურნირში ბრაზილიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს: არგენტინის, დანიის, გერმანიის, პორტუგალიის, შვედეთის, ფიჯის, ჰონდურასის, მექსიკის, ალჟირის, ნიგერიის, სამხრეთ აფრიკი, ირანის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებები.

მარტამ პელეს შედეგი გააუმჯობესა

ბრაზილიისა და ტრინიდადისა და ტობაგოს ქალთა ნაკრებებს შორის საერთაშორისო ტურნირზე გამართულ შეხვედრაში “სელესაოს” თავდამსხმელმა მარტამ ხუთი გოლი გაიტანა.

მისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მეასე შეხვედრა გამოდგა, თუმცა ეს მატჩი მხოლოდ ამ ფაქტით არ იყო გამორჩეული. “ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელმა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 98 ბურთამდე გაზარდა, რითაც პელეს გაუსწრო. მამაკაცთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 114 სანაკრებო მატჩი 95 გოლი გაიტანა.

 

„კოუტინიოს შეუძლია, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს“

ბრაზილიის ნაკრებსი ექს-მცველმა ლუსიომ თანამემამულე ფელიპე კოუტინიო შეაქო.

„ძალიან მხიარია, რომ „ლივეპრულში“ მას ყველაფერი გამოსდის. კოუტინიოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ყველაფერი მისი გარემოსგან იქნება დამოკიდებული.

როდესაც ის „ინტერში“ ირიცხებოდა, თამაში იშვიათად უწევდა. ჩვენ დავმეგობრდით და ახლოს ვცხოვრობდით. ჩემმა ოჯახმა მისი ოჯახის წევრები გაიცნო და მას მხარს ვუჭერდით. ყველაფერი,რ ასაც ფელიპემ მიაღწია, მისი ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა“, – ციტირებს ლუსიოს „სქაი სპორტსი“.

დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„ხმა ნეიმარს მივეცი. მისი დრო დადგან, მიუიხედავად იმისა, რომ ყველა თითქმის ერთი დონის შემსრულებელია. გასულ წელს რონალდუ ფანტასტიკურად თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი ის ასეთ დონეზე ვეღარ გამოდის. მესი კარგი იყო, მაგრამ შემდგომ ტრავმა მიიღო. ნეიმარი მინდოზე დაფრინავს. მან გუნდის ლიდერის როლი მოირგო. ვფიქრობ, მისი დრო დადგა“, – ციტირებს დუნგას „მარკა“.