სეზონის TOP 10: „ბრუკლინ ნეტსი“

წარმოგიდგენთ 2014/15 წლების სეზონში „ბრუკლინ ნეთსის“ ათ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდს.

„ბრუკლინს“ უილიამსის გაცვლა სურს

„ბრუკლინ ნეტსი“ და „საკრამენტო კინგსი“ გამთამაშებელ დერონ უილიამსის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებენ.

გაცვლის შემთხვევაში, „კინგსი“ „ნეტსს“ უკანახაზელ დარენ კოლისონს და თავდამსხმელებს დერიკ უილიამსსა და ჯეოისონ ტომპსონს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ დერონ უილიამსის კონტრაქტი კიდევ სამი წლის განმავლობასი მოქმედებს, რომლის მხიედვითაც, იგი, ხელფასის სახით, 63,1 მილიონ დოლარს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის კალათბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 15,6 ქულა, 3,1 მოხსნა და 6,8 გადაცემა შეადგინა.

„ბრუკლინი“ – „მაიამის“ მატჩი სახურავის დაზიანების გამო 31 წუთით შეწყდა (ვიდეო)

გამთეენიისას „Barclays Center“-ში „ბრუკლინ ნეტსსა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის გამართული მატჩი 31 წუთით სახურავის დაზიანების გამო შეწყდა, რის შესახებაც „ESPN New York“-ი იტყობინებბა.

აღნიშნული ეპიზოდი პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 47 წამით ადრე დაფიქსირდა.

გარნეტი: „ნოას კბენა არ მინდოდა“

როგორც მოგახსენეთ, „ჩიკაგოსთან“ მატჩში „ბრუკლინის“ მოთამაშე კევინ გარნეტი ჟოაკიმ ნოას კბენას ცდილობდა (ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე).

ამ ეპიზოდის შესახებ თავად გარნეტმა ისაუბრა.

„საჭირო რომ იყოს, ვიცი, თუ სად ვუკბინო ადამიანს. რა თქმა უნდა, ამას არასერიოზულად ვაკეთებდი. მისი კბენა რომ მინდოდეს, ალბათ, მაიკ ტაისონს დავუძახებდი“, – ციტირებს გარნეტს ESPN.com-ი.

გარნეტი: „ჩემი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა არც ისე მადარდებს“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა კევინ გარნეტმა აღიარა, რომ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა არც ისე ადარდებს.

„დღევანდელი სიტუაციის გამო არ ვნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ“, – განუცხადა გარნეტმა AP-ს.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას „ბრუკლინი“ „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხადა, თავად ფორვარდის მონაგარმა კი, სათამაშო დროის 13 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.

კევინ გარნეტი კარიერაში მოხსნების რაოდენობის რეიტინგში მეცხრე ადგილზე ავიდა

„ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში „ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა კევინ გარნეტმა თავის ანგარიშზე ხუთი მხოსნა მიითვალა.

როგორც ESPN.com-ი წერს, ამით ვეტერანი კარიერაში მოხსნების რაოდენობის მაჩვენებლით უოლტ ბელამის გაუსწრო და მეცხრე ადგილზე ავიდა.

ამჟამად გარნეტის ანგარიშზე 14 243 მოხსნაა.

კარმელო ენტონი „ბრუკლინთან“ მატჩზე განსხვავებული იმიჯით გამოცხადდა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი „ბრუკლინ ნეტსთან“ მატჩზე (99:110) ორიგინალური ვერცხლისფერი ქუდით მივიდა, რის შესახებაც „Bleacher Report“-ი წერს.

აღნიშნულმა იმიჯმა კალათბურთელს ცუდი თამაშის დავიწყების საშუალება მისცა, რადგან გულშემატკივრები, ძირითადად, სწორედ მას და არა მისი გუნდის ცუდ თამაშს განიხილავდნენ.

ცნობისთვის, „ბრუკლინთან“ დერბიში ენტონიმ 20 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

Anthony

გარნეტი: „მე აგრესიული ადამიანი ვარ“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდი კევინ გარნეტი გასული სეზონისთვის გულშემატკივრებს რეაბილიტაციას დაპირდა.

„განვლილ სეზონში ფსიქოლოგიური კუთხით გამიჭირდა. მოახლოებულ სეზონში უფრო აგრეულად ვითამაშებ და გამარჯვებაზე ვიფიქრებ, რადგან მე აგრესიული ადამიანი და მოთამაშე ვარ. საქმეს სწორედ ასე უნდა მივუდგე“, – განუცხადა კევინმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტს.

გარნეტმა 2014/15 წლების სეზონის შემდეგ, შესაძლოა, კარიერა გააგრძელოს

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდს კევინ გარნეტს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, გახდება თუ არა მოახლოებული სეზონი მისთვის ბოლო. 38 წლის ვეტერანი ახალ სეზონში მეოთხე მოთამაშე გახდება, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოცს ან ოცზე მეტ სეზონს ჩაატარებს.

„როგორც აქამდე ვთქვი, როდესაც მოტივაცია აღარ მექნება, წავალ. თუმცა ახლა ეს დრო ჯერ არ დამდგატა. ჩემი მოტივაცია მაღალ დონეზეა.

ვაღიარებ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრებაზე და იმ ადგილზე ვფიქრობდი, რომელსაც კალათბურთი მასში იკავებს. დიახ, ასეთი ფიქრები ზოგჯერ მიჩნდება. დადგება დრო, როცა საბოლო გადაწყვეტილებასაც მივიღებ. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ გადაწყვეტილებებს არ ვიცვლი, ასე რომ, როდესაც წასვლას დავაპირებ, უკან აღარ დავიხევ“, – განაცხადა კევინმა.

კევინ გარნეტი, სავარაუდოდ, „ბრუკლინში“ დარჩება

SI.com-ის ცნობით, 38 წლის ფორვარდი კევინ გარნეტი, დიდი ალბათობით, „ბრიუკლინ ნეტსში“ თამაშს გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, მოთამაშე გუნდის პლეიოფიდან გავარდნის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და თავისი მომავალი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ბრუკლინში გარნეტი 2013 წლიდან თამაშობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბრუკლინმა“, შესაძლოა, გასული წლის საუკეთესო ლიტველი კალათბურთელი დაიმატოს

ყუბანის „ლოკომოტივის“ ლიტველი გამთამაშებელი მანტას კალნეტისი „ბრუკლინ ნეტსის“ მინი სამწვრთნელო შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც „ნეტს დეილი“ იუწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ლიტვის კალათბურთს ფედერაციამ ფიბა-სთან ერთად ჩაატარა, კალნეტისი 2013 წლის საუკეთესო ლიტველ კალათბურთელად დასახელდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გარნეტი კარიერის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გეგმავს

„ნიუ-იორკ პოსტის“ მიმომხილველის ტიმ ბონტემპსის ცნობით, „ბრუკლინ ნეტსის“ 38 წლის ცენტრი კევინ გარნეტი შემდეგ სეზონში კარიერის გაგრძელებას აპირებს.

2014/15 წლების სეზონის მიხედვით, ვეტერანმა ხელფასის სახით 12 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. აქამდე თანაგუნდელის კარიერის გაგრძელების სურვილის შესახებ ფორვარდი პოლ პირსიც საუბრობდა. სავარაუდოდ, გარნეტი თავის პარტნიორს შეუერთება და მოთამაშის კარიერას კიდევ ერთი წლით გააგრძელებს.

ცნობისთვის, პლეიოფის თორმეთ მატჩში გარნეტის საშუალო მონაგარმა 6,9 ქულა, 6,3 მოხსნა და 1,3 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი