არქივი: სამუელ ეტოოს ბურთის წართმევა ჯიჯი ბუფონისთვისაც სურდა

ჩვენმა საიტმა რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ, თუ როგორ აართვა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ ბურთი მეტოქე გუნდის მეკარეს.

ახლა კი გთავაზობთ ანიმაციას, რომელშიც ჩანს, რომ კამერუნელს ბურთის ართმევა ჯანლუიჯი ბუფონისთვისაც სურდა, თუმცა…

ბუფონი: “ბარსელონაში” თითქმის გადასული ვიყავი”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ 2001 წელს, ის კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი 2001 წლამდე “პარმას” ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ ის “ბიანკონერის” რიგებში ჩაირიცხა.

“2001 წელს, “ბარსელონაში” გადასვლა შემეძლო. მაშინ, კატალონიურ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თუმცა, მამაჩემთან საუბრის შემდეგ, “იუვენტუსი” ავირჩიე. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი”, – ამბობს ბუფონი.

დიტო ჭიჭინაძე