გვარდიოლა: “თუ ალონსო ასე თამაშს გააგრძელებს, ერთ თვეში მოკვდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ კლუბის ახალწვეული ჩაბი ალონსო თითოეულ მატჩში ბოლომდე ცლის ენერგიას.

32 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ბავარიულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გერმანიის ბუნდესლიგის უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა — “შალკესა” (1:1) და “შტუტგარტის” (2:0) წინააღმდეგ. ალონსო, სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიც ითამაშებს.

“დანარჩენი ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს უნდა დაეხმარონ. თუ ის ასევე გააგრძელებს მთელი მატჩის განმავლობაში თავდადებას, ერთ თვეში მოკვდება. არ შეიძლება თამაშის დროს ამდენი ენერგიის დახარჯვა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს insidespanishfootball.com-ი.

 

ჩაბი ალონსო: “მძიმე გამარჯვება იყო”

გერმანიის ბუნდესლიგის III ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” შინ “შტუტგარტი” ანაგრიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მარიო გიოტცემ (27′) და ფრანკ რიბერიმ (85′) გაიტანეს.

მატჩის შემდეგ ბავარიელთა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ აღნიშნა, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის.

“რთული გამარჯვება იყო. მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ გოლამდე არცთუ ისე კარგად ვმოქმედებდით. არც მეორე ტაიმში გაიოლებულა საქმე. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, ოდნავ დავწყნარდით. მძიმე გამარჯვება იყო. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა დავიბრუნოთ. უკეთესობისკენ მივისწრაფვით. მთავარი სამი ქულაა”, – ალონსოს სიტყვები “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით “ბაიერნი” და ლევერკუზენის “ბაიერი” ლიდერობენ. ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: http://fanebi.com/cxrilebi/

 

ჩაბი ალონსოს პირველი მიუნხენური კომენტარი

მადრიდის “რეალიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ჩაბი ალონსომ გერმანული გრანდის მოთამაშის სტატუსში პირველი კომენტარი გააკეთა.

“გვარდიოლას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთში მან დიდ გამარჯვებებს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ჩემს გადაწყვეტილებაში გვარდიოლამ დიდი როლი ითამაშა. “ბაიერნზე” მსმენია, რომ ეს დიდი ოჯახია, რომლის წევრი მეც გავხდი” – განაცხადა ალონსომ.

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო “ბაიერნის” ფეხბურთელია

ესპანელი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელია, ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, ბავარიელებმა მოთამაშეში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” ნახევარმცველებმა ხავი მარტინესმა და ტიაგო ალკანტარამ მძიმე ტრავმები მიიღეს, ტონი კროოსი კი მადრიდის “რეალში” გადაბარგდა, ამიტომ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა. პეპ გვარდიოლასათვის ყველაზე სასურველი ვარიანტი ალონსოს შეძენა იყო.

 

ალონსო “ბაიერნის” ფეხბურთელია

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი ჩაბი ალონსო დღეს მიუნხენის “ბაიერნში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სავარაუდოდ, ის ბავარიული კლუბის სრულუფლებიანი წევრიც მალევე გახდება.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნს” ტრანსფერი 6.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

მიუნხენელთა ნახევარმცველებს, ტიაგო ალკანტარასა და ხავი მარტინესს მძიმე ტრავმები აწუხებთ, ამიტომ კლუბმა ახალი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა.

რამდენიმე გერმანული გამოცემა იტყობინება, რომ “ბაიერნი” ალონსოს, ხელფასის სახით, წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

ალონსომ მიუნხენის “ბაიერნთან” შეთანხმებას მიაღწია

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი ჩაბი ალონსო მიმდინარე კვირაში მიუნხენის “ბაიერნის” კუთვნილება გახდეს.

ესპანური სატელევიზიო არხის La Sexta-ს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელმა მიუნხენის “ბაიერნთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია.

შეგახსნებთ, რომ ბავარიელთა ნახევარმცველ ხავი მარტინესს ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდება, ალონსო კი მის შემცვლელად მოიაზრება.

ალონსო: “კროოსთან ერთად თამაში ადვილია

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო აცხადებს, რომ ტონი კროოსთან ერთად თამაში ადვილია.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბმა” ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნიდან” გერმანელი ფეხბურთელი შეიძინა და ნახევარდაცვის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა.

“დიდი ფეხბურთელების გვერდით თამაში ყოველთვის ადვილია, კროოსი კი დიდი ფეხბურთელია. მიუხედავად კროოსის ასაკისა, მას მაინც მშვენიერი გამოცდილება დაუგროვდა და რაც მთავარია, ბევრი ტიტული მოიგო”, – ამბობს ალონსო.

უეფამ ალონსო დასაჯა

მადრიდის “რეალი” უეფას სუპერთასის მატჩში “სევილიას” წინააღმდეგ ჩაბი ალონსოს გარეშე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ალონსო მოედანზე არ იმყოფებოდა. მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანელმა ნახევარმცველმა გადამწყვეტი თამაში გამოტოვა. გარეტ ბეილის მიერ დამატებით ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ კი ალონსო ტრიბუნიდან მოედანზე შევიდა. ამის გამო, უეფამ ის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება.

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

ჩაბი ალონსომ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

ჩაბი ალონსოს „ფურია როხას“ რიგებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული. ბასკი ნახევარმცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ალონსომ „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. ასე რომ, წლევანდელი მუნდიალის შემდეგ ბასკი ფეხბურთელი მთლიანად საკლუბო ფეხბურთეზე გააკეთებს აქცენტს.

ბექა დოგრაშვილი

მორიენტესი: „ალონსოს არყოფნა „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ „სამეფო კლუბისთვის“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩაბი ალონსოს არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„ალონსო გუნდის თამაშს აბალანსებს და „რეალის“ მამოძრავებელ ძალად ითვლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მისი არყოფნა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება“, – მორიენტესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ალონსო “რეალის” ფეხბურთელებზე გაბრაზდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო აცხადებს, რომ ის თავის თავსა და გუნდის ფეხბურთელებზე გაბრაზებულია.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რეალი” “ვალიადოლიდს” ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ჩემს თავსა და თანაგუნდელებს ძალიან ვუბრაზდები, რადგან მეორე ნახევარში მეტოქე ისე ვერ დავაფასეთ, როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, ჩვენზე გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხიც იყო და ამიტომ, მეტოქე ვერ დავამარცხეთ”, – ამბობს ალონსო.