პოგბა: “კანტე ყველგანაა, მას თერთმეტი ფეხბურთელის მაგივრად შეუძლია სირბილი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 96-მილიონიანმა შენაძენმა, პოლ პოგბამ “ჩელსის” ერთ-ერთ ლიდერსა და ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანტეს ბრწყინვალე შესაძლებლობები გააჩნია – მას შეუძლია თერთმეტი ფეხბურთელის მაგივრად ირბინოს.

როდესაც ის ბურთს იღებს, მაქსიმალურად ცდილობს, მარტივად ითამაშოს. კანტე მწვრთნელის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს.

ის “ჩელსის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მატჩის მსვლელობაზეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ის ყველგან არის, დიდებული ფეხბურთელია,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

სანტიაგო არიასს პრემიერ ლიგის, ლა ლიგის ან ბუნდესლიგის კლუბში სურს თამაში

ჰოლანდიური “პსვ”-ს მარჯვენა მცველმა, სანტიაგო არიასმა პრესასთან საკუთარ ამბიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისის, გერმანიის ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს.

“კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ ახლაც მზად ვარ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად.

იმედი მაქვს, რომ ზაფხულში რაიმე შეიცვლება. ჩემმა აგენტმა ძალიან კარგად იცის, რომ გერმანიაში, ინგლისში ან ესპანეთში მინდა თამაში. ის ამაზე მუშაობს.

ჩემთვის სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია. თუ არაფერი გამოვა, აქ დავრჩები. “პსვ”-ს მაისურით ასზე მეტი მატჩი ჩავატარე. სიგიჟეა, არა?” – აცხადებს 25 წლის არიასი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ლონდონის “ჩელსისთან”.

“ტორინომ” “ჩელსის” 60-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა იტალიურ “ტორინოს” 60 მილიონი ევრო შესთავაზეს ანდრეა ბელოტის ტრანსფერის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიელი ანდრეა ბელოტი, რომელმაც დეკემბრის თვეში გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი სერია ა-ს ბომბარდირთა დავას 24 გატანილი გოლით ლიდერობს.

იტალიელი თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხად ახალ კონტრაქტში 100 მილიონი ევროა მითითებული.

ლონდონის “ჩელსი” კი მათ მხოლოდ 60 მილიონს პირდებოდა. დარჩენილ 40 მილიონ ევროს ბონუსების სახით სთავაზობდა იტალიურ კლუბს, რაზეც უარი მიიღეს.

“ჩელსიმ” “ბორნმუთი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “ბორნმუთს” ეწვია და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში მატჩის 17-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სმიტმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. სამიოდე წუთში ედენ აზარმა კანტეს პასი გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 42-ე წუთზე კინგმა ერთი ბურთი გაქვითა. 68-ე წუთზე კი ალონსომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

შედეგად, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში “ჩელსის” 75 ქულა უგროვდება და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში “ჩელსი” “ოლდ ტრაფორდს” ეწვევა.


“ბორნმუთი”: ბორუცი; დენიელსი, კუკი, ფრანცისი, სმიტი; პუჰი (აიბი 72′), უილშეარი, არტერი,ფრეიზერი (გრადელი 84′); კინგი; აფობე

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო (უილიანი 88′), აზარი (ფაბრეგასი 82′); დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


პოჩეტინომ ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავისი კლუბის ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

“როდესაც მეორეადგილოსან გუნდს 7 ქულით უსწრებ და რვა მატჩია დარჩენილი, ჩემპიონი უნდა გახდე. ეს ერთადერთი ლოგიკური დასასრულია.

ახლა, ყველაფერი მათ ხელშია, ჩემპიონატი უნდა მოიგონ.

რაც შეგვეხება ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი საქმე ზედმიწევნით კარგად გავაკეთოთ და ისინი დიდი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, თუ ისინი პრემიერ ლიგას ვერ მოიგებენ, ეს მათთვის ძალიან მტკივნეული იქნება,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

ანტონიო კონტე: “მომავალ სეზონშიც “ჩელსიში” ვიქნები”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში ის კვლავ “ჩელსის” თავკაცის პოსტზე იმუშავებს.

“არ მიყვარს, როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ. პასტორელო (იტალიელი აგენტი) ჩემი მეგობარია, მაგრამ თუ გინდათ, ჩემს შესახებ რამე გაიგოთ, უმჯობესი იქნება, მე მკითხოთ.

ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. შემდეგში კი რაიმე ახალ, მნიშვნელოვან მიზანს დავისახავთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აქ ვრჩები? დიახ, მომავალ სეზონშიც “ჩელსიში” ვიქნები,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კონტესა და “ჩელსის” შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

“ჩელსიმ” დაძაბულ ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა კიდეც.

მატჩში ანგარიში მეათე წუთზე გაიხსნა, როდესაც ედენ აზარმაცეზარ ასპილიკუეტას პასი გამოიყენა და კაბალიეროს კარი დალაშქრა. სანამ ბელგიელი კიდევ ერთხელ აიღებდა მეტოქეთა კარს (35′), ანგარიშის გათანაბრება სერხიო აგუერომ შეძლო (26′).

შედეგად, “ჩელსიმ” კიდევ ერთი, ძალზედ საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა ისინი “ბორნმუთთან” გასამართი გასვლითი მატჩისთვის დაიწყებენ მზადებას.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; კეჰილი, ლუისი, ზუმა (ნემანია მატიჩი 46′); ალონსო, ფაბრეგასი (უილიანი 81′), კანტე, ასპილიკუეტა; ედენ აზარი (ლოფტუს-ჩიკი 90′), პედრო; კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ნავასი, კომპანი, სტოუნზი, კლიში; ფერნანდინიო, დელფი; დე ბრუინი(სტერლინგი 79′), სილვა, სანე; აგუერო

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


ბალაკი:”კანტე მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა პრესასთან საუბრისას ნგოლო კანტე შეაფასა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავის პოზიციაზე.

“კანტე იდეალურად ჩაჯდა “ჩელსის” სისტემაში. ვფიქრობ, ის მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეძლებს თამაშს, მისი სტილი უნივერსალურია.

კანტეს უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული უნარები, მას ბრწყინვალედ შეუძლია თამაშის კითხვა, რითიც ის ძალიან ჰგავს მაკელელეს.

მაგრამ, მე მას მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად ნამდვილად არ ვიმიჩნევ. დღესდღეობით, ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის ჰავბეკია. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოუწევს, თუ უნდა, რომ ეს სტატუსი მოიპოვოს,” – აცხადებს გერმანელი.

“არსენალმა” და “მანჩესტერ სიტიმ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე და ბრწყინვალე მატჩიც შედგა.

მატჩში ანგარიში მეხუთე წუთზე ლეროი სანემ გახსნა, რასაც “არსენალმა”, კერძოდ კი უოლკოტმა მეორმოცე წუთზე უპასუხა. ორიოდე წუთში კუნ აგუერომ კვლავ წინ გაიყვანა “ქალაქელები”. საბოლოო ანგარიში კი 53-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მუსტაფიმ იოზილის პასი გამოიყენა – 2:2.

შედეგად, 29 მატჩის შემდეგ “სიტის” 58 ქულა დაუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, “არსენალი” კი 51 ქულით მეექვსეა, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს.


“არსენალი”: ოსპინა; მონრეალი, კოშელნი (გაბრიელი 46′), მუსტაფი, ბელერინი; კოკლინი, ჯაკა; სანჩესი, იოზილი, უოლკოტი (ჟირუ 68′); უელბეკი (77 აივობი)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ნავასი, სტოუნზი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, დე ბრუინი, სტერლინგი (იაია ტურე 46′), სილვა; სანე; აგუერო

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


“ჩელსი” შინ, “კრისტალ პალასთან” დამარცხდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში სემ ალარდაისის “კრისტალ პალასმა” მცირე სასწაულის გამოაცხო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი საშინაო არენაზე დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის პირველმა 15-მა წუთმა გადაწყვიტა.დროის ამ პერიოდში ფაბრეგასმა ანგარიშის გახსნა, უილფრედ ზაჰამ და ბენტეკემ კი საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლეს – 1:2.

ამ დროისთვის, “ჩელსი” 29 მატჩში დაგროვებული 69 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს”. “კრისტალ პალასი” კი 31 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.


“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო (ბატშუაი 74′), ფაბრეგასი, კანტე, მატიჩი (უილიანი 59′), პედრო; ედენ აზარი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვორდი, ტომკინსი (დანი 46′), სახო, შლუპი; კაბაიე, მილივოიევიჩი; ზაჰა, პანჩეონი, ტაუსენდი (კელი 60′); კრისტიან ბენტეკე

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


ასპილიკუეტამ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

ცეზარ ასპილიკუეტამ უცხოურ პრესაში გავრცელებულ იმ უახლეს ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, კატალონიური “ბარსელონა” საკმაოდ სერიოზულად არის დაინტერესებული მისი გადაბირებით.

“სიმართლე ის არის, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ “ჩელსიზე” ვფიქრობ, აქ სიყვარულს ვგრძნობ. ხუთ წელზე მეტია, რაც აქ ვარ და კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ გავახანგრძლივე.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას კარგად აკეთებ.

აქ მოსვლის დღიდან, ჩემი მთავარი მიზანი გაზრდა, განვითარებაა. გასულ წელს მსგავსი კავშირები არ არსებობდა. ალბათ, ეს პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში ყოფნის შედეგიც არის.

თუმცა, აქ თავს კარგად ვგრძნობ, ენასაც შევეგუე, ჩემი ოჯახიც ბედნიერია. ამჟამად კარიერის მხოლოდ “ჩელსისთან” გაგრძელებაზე ვფიქრობ,” – აცხადებს ასპილიკუეტა.