რომელუ ლუკაკუ 2013-2014 წლებში “ევერტონში” იჯარით თამაშობდა. ხოლო, 2014 წელს ლონდონის “ჩელსიდან” მერსესაიდულ კლუბში 35 360 000 ევროდ გადავიდა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქიდან მოყოლებული, ბელგიელი გუნდის უდავო ლიდერია.
ლუკაკუს, მიუხედავად მშვენიერი პირობებისა, ხშირად გამოუთქვამს “ევერტონის” დატოვების სურვილი იმ მიზეზთ, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურდა. ბოლო ხანებში მას აქტიურად უკავშირებდნენ ყოფილ კლუბს – “ჩელსის”.
როგორც 23 წლის თავდამსხმელი აგენტი, მინო რაიოლა აცხადებს, რომელუ კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს.
“არანაირი პრობლემა – მოლაპარაკება მშვენივრად მიდის. ლუკაკუ აუცილებლად მოაწერს ხელს ახალ ხელშეკრულებას. ის “ევერტონში” რჩება,” – აცხადებს რაიოლა.