ესპანურ, პოპულარულ გამოცემა Marca-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში დიეგო კოშტას დაბრუნებას შეეცდება.
როგორც იცით, მადრიდულ კლუბს უკვე გააჩნია საკმარისი თანხა კოშტას ტრანსფერისთვის, რაც ჯექსონის ჩინურ კლუბში გაშვებით მოიპოვეს (საუბარია 42 მილიონ ევროზე). ამით კლუბმა 7 მილიონი მოიგო, რამეთუ მარტინესის სანაცვლოდ ესპანელებმა 35 მილიონი გადაუხადეს “პორტოს”.
ასე რომ, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს აასრულოს დიეგო სიმეონეს თხოვნა – დაიბრუნოს ბრაზილიელი ფორვარდი.
როგორც უკვე იცით, ლონდონიც “ჩელსის” ინგლისელი კაპიტანი, ჯონ ტერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. შესაბამისად ეს უკანასკნელი “სტემფორდ ბრიჯს” სეზონის ბოლოს დატოვებს.
ტერის უმალვე გამოუჩნდნენ ‘მთხოვნელები’, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია ჩინური კლუბი. The Telegraph-ის ინფორმაციით, ეს კლუბი მზადაა 35 წლის ფეხბურთელს სეზონში 20 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ტერის გადაბირებით დაინტერესებულია მექსიკური “ამერიკაც”, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩრდილო ამერიკელებმა მსგავსი კონტრაქტი შესთავაზონ ვეტერან ფეხბურთელს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ჩინურ “საინტში” გადაბარგდა “ჩელსის” აწ უკვე ექს-ფეხბურთელი, რამირესი , რომელიც 10 მილიონ ფუნტს მიიღებს წელიწადში.
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი კაპიტანი მარსელ დესაი დარწმუნებულია, რომ გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ჯონ ტერი ზაფხულს კლუბს არ დატოვებს.
„ამ ისტორიას წერტილი არ დაესვა. კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, ჯონთან კონტრაქტი გახანგრძლივდება. მხარეებს ყველაფრის კარგად განსახილველად დრო სჭირდებათ“, – ციტირებს დესაის Goal.com-ი.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.
#10 რიჩარდ რაიტი – “მანჩესტერ სიტი”
რიჩარდ რაიტი – ეს სახელი და გვარი არც “არსენალის” ფანებისთვის არის ცნობილი და არც “მანჩესტერ სიტის” ქომაგთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარსულში “მეთოფეთა” ღირსებას იცავდა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება.
თავდაპირველად ინგლისელ კარის დარაჯზე ლონდონის “არსენალი” საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა რამოდენიმე უპატიებელმა შეცდომამ და მძიმე ტრავმებმა ის კლუბი მესამე მეკარე გახადა.”არსენალის” მაისურით, მან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასე რომ, შესაძლებელია აიხსნას ის თუ რატომ შეიძინა რაიტი “არსენალმა”, თუმცა ვერავინ ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღებს ის წელიწადში 350 000 ფუნტს “სიტისაგან”, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მანჩესტერული კლუბის მაისური ერთხელაც არ მოურგია.
#9 კეირისონი – “ბარსელონა”
როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსელონაა” 14 მილიონს ხარჯავს 20 წლის ფეხბურთელზე, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელი უნიკალური იქნება. თუმცა ერთადერთი უნიკალური რამ, რითაც კეირისონმა თავი დაგვამახსოვრა არის ის, რომ მას არასოდეს მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მის ‘გასაშვილებლად’, გაანათხოვრა რა, “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსში”, “კრუზეიროსა” და “კორიბიტაში”. თუმცა მისგან მაინც ვერაფერი ვერ გამოვიდა. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფება.
#8 მარკო მარინი – “ჩელსი”
‘გერმანელ მესიდ’ წოდებული მარინი “ჩელსიში” ბრემენის “ვერდერიდან” გადაბარგდა, სადაც მას ბრწყინვალების ხანასთან შერეული იმედგამაცრუებელი მომენტებით სავსე კარიერა ჰქონდა.ნაცვლად იმისა რომ არიენ რობენს დამსგავსებოდა, მარკომ პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა, რამაც მის კარიერას დაღი დაასვა.
არასახარბიელო თამაშის შემდგომ, ეს ფეხბურთელი იჯარით გადავიდა “სევილიაში”, შემდეგ კი “ფიორენტინაში”, რასაც “ანდერლეხტური” კარიერა მოჰყვა. სამივე ამ კლუბს ჰქონდა საშუალება,გამოესყიდათ მარკო, თუმცა მასში განსაკუთრებული ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა. ასე რომ ის კვლავ “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.
#7 ანტონიო კასანო – მადრიდის “რეალი”
როგორც იცით, ანტონიო კასანოს სახელი შესანიშნავ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და მშვენიერი სათამაშო სტილთან ასოცირდება. ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოებამ ეს უკანასკნელი აიძულა “რომა” დაეტოვებინა და “ბლანკოსის” რიგებში ჩარიცხულიყო.
“თეთრების” მაისურით ასპარეზობის პირველ 4 თვეში კასანომ წონაში ძალიან მოიმატა, გარდა ამისა დისციპლინის დარღვევის გამო ის ძალიან ხშირად ისჯებოდა. საბოლოოდ კი ის ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო კლუბიდან გაუშვეს და უკან, “სამპდორიაში” დააბრუნეს.
#6 იაგო ასპასი – “ლივერპული”
როდესაც თავდამსხმელი ხარ და მიდიხარ კლუბში, სადაც ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ირიცხება, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ჰობებისთვის დრო ბლომად გექნება. “სელტადან” 7-9 მილიონად გადაბარგებულმა ასპასმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა “წითლების” მაისურით.
აღსანიშნავია, რომ ის 1 გოლიც ასოციაციის თასში გაიტანა, “ოლდჰემ ატლეტიკის” კარში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ “სელტაში” დაბრუნებული შემტევი, დღეს-დღეობით, მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება.
#5 კიმ კელსტრიომი – “არსენალი”
“არსენალის” ხელმძღვანელობისთვის კიმის ტრავმის ისტორია ნამდვილად ტრაგიკულია . ცენტრალური ნახევარმცველის ძებნაში გართულმა არსენმა გადაწყვიტა, რომ შანსი მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელისთვის, კიმ კელსტიორმისთვის მიეცა. მან მხოლოდ ტრანსფერი განხორციელების შემდგომ გაიგო ,რომ მას ზურგი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 6 თვე დაჰყო ნახევარმცველმა ლაზარეთში.
მისი დებიუტი “სუონსისთან” მატჩში შედგა (2-2), რის შემდგომაც მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა “მეთოფეთა” მაისურის მორგება. მას კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა ვენგერმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ის რუსეთში გააბრუნა.
#4 ბებე – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ბებე – ის სახელია, რომლის დავიწყებაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფანს სურს. პორტუგალიაში “უსახლკარო ფეხბურთელის” სახელის მქონე ფეხბურთელი “მანჩესტერმა” 2010-ში აიყვანა. მან 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლის დავიწყებაც “წითელ ეშმაკებს” ნამდვილად გაუჭირდებათ.
სერ ალექს ფერიგუსონმა მისგან ახალი კრიშტიანო რონალდოს გამოძერწვა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა და სამშობლოში, კერძოდ კი “ბენფიკაში” გაუშვა. მათდა სამწუხაროდ, ერთადერთი რაც ბებესა და კრიშტიანოს საერთო ჰქონდათ ეროვნება აღმოჩნდა.
#3 პაპი ჯილობოჯი – “ჩელსი”
ერთადერთი რამ, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე რთულია არის იმის გაგება, თუ რისთვის სჭირდებოდა ის რომან აბრამოვიჩს. სენეგალელი ფეხბურთელი მას შემდეგ გადმობარგდა ინგლისში, რაც “ჩელსიმ” სტოუნზის გაფორმება ვერ მოახერხა. ჯილობოჯიმ მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პაპის შეძენა მისი სურვილისამებრ არ მომხდარა. პაპი ამჯამად კვლავ “ვერდერის” ღირსებას იცავს.
#2 ჟულიენ ფობერი – მადრიდის “რეალი”
საკმაოდ კომიკურია ჟიულიენისა და მადრიდული გრანდის ისტორიაც. როგორც წესი, მადრიდულ გრანდში ყველას სურს თამაში და ამისათვის თავს არ ზოგავენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც პოტენციალის გამოჩენას ვერ ახერხებენ, ან საერთოდ ეგეც არ გააჩნიათ.
ფობერტი მადრიდში ყოფნისას არაერთხელ მოხვდა კომიკურ სიტუაციაში: ერთ მშვენიერ დღეს მან ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას დასვენების დღე ეგონა.
თუმცა მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია “ვილიარეალთან” გამართული მატჩი, რომელშიც ფობერტს ჩაეძინა –
#1 ვიქტორ ვალესი – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ყველა კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვლის კლუბის კურსს. ასეთები არიან: ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და დიდიე დრობა. მათ კლუბისთვის მართლაც რომ დიდი სამუშაო გასწიეს.
თუმცა არის შემთხვევები, რომ შენს მიერ შეძენლი ფეხბურთელი ნორმალურად ‘სკამსაც კი ვერ ათბობს’. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მისი მანჩესტერული კარიერა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშით შემოიფარგლა.
პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.
Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.
თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ახალგაზრდა მცველის, ჯონ სტოუნსისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს.
21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით გასულ წელს აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის “ჩელსიც”, თუმცა საბოლოოდ ინგლისელი მაინც “გუდისონ პარკზე” დარჩა.
როგორც იცით, ვინსენტ კომპანის გარეშე მანუელ პელეგრინის ბიჭებს ძალიან უჭირთ, სწორედ ამიტომაც ისინი მზად არიან ნებისმიერ თანხის სანაცვლოდ გადმოიბირონ ჯონ სტოუნზი, რომელმაც უკვე მოასწრო ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით 7 მატჩის ჩატარება.
როგორც იცით, ამ დროისთვის ლონდონის “ჩელსის” თავკაცობის ყველაზე რეალური ვარიანტი ხორხე სამპაოლია, რომელიც აქამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
The Sunday Express-ს თუ დავუჯერებთ, 55 წლის სპეციალისტმა, რომელმაც გასულ წელს ჩილეს კოპა ამერიკა მოაგებინა, უკვე დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და მზადაა, სეზონის ბოლოს “სტემფორდ ბრიჯზე” გადმობარგდეს.
ინგლისური პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სამპაოლი მართლა ჩაიბარებს “ჩელსის”, მისი პირველი მოთხოვნა ალექსის სანჩესის აყვანა იქნება, რაც არც ისე ადვილი რამ გახლავთ.
როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ლონდონის “ჩელსიმ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. საუბარია მეტ მიაზგაზე, რომელიც აქამდე ამერიკული “ბულზის” ღირსებას იცავდა.
გთავაზობთ ყველანაირ ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ 20 წლის ფეხბურთელის შესახებ, რომელმაც ჯონ ტერის, გარი კეჰილსა და კურტ ზუმას უნდა გაუწიოს კონკურენცია…
სათამაშო სტილი
მეტ მიაზგა 2013 წელს შეუერთდა “ნიუ იორკ რედ ბულზს”. 2013-ში მას მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. შემდეგ წელს კი ეს რიცხვი 7-მდე გაზარდა.
2015 წელი კი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ყველასათვის გასაოცრად, მიაზგამ ძირითადში ადგილის მოპოვება მოახერხა და MLS-ის ეგიდით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მის პროგრესს ნათლად აღნიშნავს ის ფაქტი, რომ ის 2015-ში MLS-ის საუკეთესო მცველთა სიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, მან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მაისურით 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა, მან 5-დან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ახლა კი ის 23-წლამდელთა ნაკრების ძირითადის ფეხბურთლად მოისაზრება.
სათამაშო სტილი
1.93 მეტრი სიმაღლის მიაზგას შესანიშნავად შეუძლია სივრცეების გადაკეტვა. მშვენივრად თამაშობს თავითაც.
20 წლის მცველს ძალა ნამდვილად ერჩის, ის საკმაოდ აგრესიულია დუელებში. მას თამაშის წაკითხვაც საკმაოდ კარგად შეუძლია, რაც გასულ წელსაც გამოჩნდა, როდესაც ის ჯოვინკოსა და დავიდ ვილიას დაუპირისპირდა. ამერიკელს თავდამსხმელების მომარაგებაც შეუძლია პასებით, რაც დამატებითი პლუსია.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ის ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულიც გახლავთ. ყოფილი გუნდის მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში ის 3-ჯერ იქნა მოედნიდან გაძევებული.
რას ამბობს თავად ფეხბურთელი?
“მიყვარს ევროპული ფეხბურთის ყურება. განსაკუთებით კი იმის, თუ როგორ მოქმედებენ ფეხბურთელები მოედანზე მნიშვნელოვან მატჩებში.
პირადად მე ჟერომ ბოატენგს ვაღიარებ, ის უნიკალურია. თუმცა ასევე მომწონს სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანიც.
თუმცა არ ვაპირებ ვინმეს მივბაძო, მინდა რომ ჩემი სტილით განვაგრძო თამაში. შეიძლება ერთი, ორი რამ ვისესხო მათგან, თუმცა საერთო ჯამში მინდა, რომ ჩემი სტილი დავნერგო.” – განაცხადა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.
რას ამბობს მისი ყოფილი თავკაცი?
“მას ყველაფერი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული.- მენტალიტეტი, ფიზიკური მდგომაროება, ცოდნა.
მან ყველაფერი დიდებულად გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელ სეზონში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ მისით ვამაყობთ. იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტს შემოგვთავაზებს.”
ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს იჯარა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი „არისტოკრატებში“ იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში აქამდე პატო „მილანის“ ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა და ამ პერიოდში 150 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ პატო „კორინთიანსში“ გადავიდა, გასულ სეზონში კი, ასევე იჯარით, „სან-პაულუში“ ითამაშა.
ლონდონის “ჩელსი” ამ სატრანსფერო პერიოდში გარი კეჰილის გაყიდვას არ აპირებს.
30 წლის ინგლისელი მცველი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. კეჰილს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა და შესაბამისად, ინგლისის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში მოსახვედრად რეგულარული პრაქტიკა სჭირდება. ამიტომაც, მას გუნდის გამოცვლა სურს.
მიუხედავად ამისა, “ჩელსი” ინგლისელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას არ გეგმავს. ცნობისთვის, კეჰილსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ივნისში გასდის.
მას შემდეგ, რაც “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუს ჰიდინკი მუშაობს, გარი კეჰილი მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.
ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო სულ მალე “ჩელსის” მაისურით პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ESPN-ს ცნობით, პატო, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, “ჩელსიში” კვირაში 33 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
კვირაში მიღებული ხელფასის რაოდენობის მიხედვით, პატო “ჩელსიში” 22-ე პოზიციას დაიკავებს. 26 წლის ფეხბურთელზე ნაკლები ხელფასი მხოლოდ ორს – კენედისა და ლოფთუს-ჩიქს ექნებათ.