პატოს აგენტმა „ჩელსისთან“ შეთანხმება დაადასტურა

„კორინთიანსის“ თავდამსხმელის ალეშანდრე პატოს აგენტმა გილმარ ველოსმა „SporTV“-სთან ინტევიუში ლონდონის „ჩელსისთან“ შეთანხმება დაადასტურა. მისი თქმით, ფორვარდი ლონდონურ კლუბში, იჯარით, უახლოეს დღეებში გადავა.

ველოსის თქმით, ოთხშაბათს, 27 იანვარს, პატო ლონდონში გაფრინდება, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. სავარაუდოდ, ახალ კლუბში ბრაზილიელი კვირაში 40 ათას ევროს მიიღებს.

ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 33 მატჩში პატომ 10 გოლი გაიტანა.

ლორია: „ჩელსიში“ კურტუას შემცვლელად მიწვევდნენ“

საქართველოს ნაკრებისა და სამარის „კრილია სოვეტოვის“ მეკარე გიორგი ლორია რუსულ ინტერნეტგამოცემა Championat.ru-ს ინტერვიუში თავის კარიერაზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და ინტერესებზე უამბო.

– თბილისის „დინამოდამ“ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო წახვედით?

– საქართველოში მომავალშიც დავრჩებოდი, მაგრამ 2014 წელს კლუბმა ტრანსფერზე დამაყენა. მაშინ „დინამომ“ ლეგიონერები დაიმატა. საქართველოს სხვა კლუბებთან შედარებით, ჩვენი მდგომარეობა რეალურად კარგი იყო. მიზანი მხოლოდ ერთი გვქონდა – ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. 2014 წელს ამასთან ახლოს ვიყავით: საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობეს“ შევხვდით, რომელიც ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ რაღაც ვერ გამოგვივიდა, ორივე მატჩში წავაგეთ. გულდაწყვეტილმა პრეზიდენტმა გუნდის ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. გაბრაზებული არც ვარ. საერთოდ, რომან ფიფიას მადლიერი უნდა ვიყო. ის მარცხი ჩვენი ბრალი იყო.

Giorgi Loria
– საქართველოში დიდი ხნის წინ ყველა შესაძლო ტიტული მოიგეთ. ამდენი ხნის განმავლობაში „დინამოში“ თამაშის მოტივაცია რა იყო? – სახლში ვიყავი. წინადადებები, პრინციპში, მქონდა. როდესაც „დინამოს“ ალექს გარსია ავარჯიშებდა, „დეპორტივოში“ გადასვლა შემეძლო, მაგრამ ალექსი გაათავისუფლეს, მე კი „დინამოში“ დავრჩი. კონტრაქტს ერთ-ერთი მოსკოვური კლუბიც მთავაზობდა

– „სპარტაკის“ მხრიდან ინტერესის შესახებ ჭორები გავრცელდა.
– „სპარტაკი“ საერთოდ არაფერ შუაშია. საუბარი „დინამოზეა“. კონტრაქტი აგენტს ხელში ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოში ყველაფერი მაწყობდა

– საქართველოში ერთი პერიოდი ცხოვრება უფრო სასიამოვნოც კი გახდა?
– დიახ, 2004 წლის შემდეგ ქვეყანა სხვანაირი გახდა. მიიღეს კანონი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული, მილიცია პოლიციამ და პატრულმა ჩაანაცვლა. ქურდობა სახიფათო გახდა. 90-იანი წლების სიტუაციას, როდესაც ქუჩაში იარაღით გემუქრებოდნენ, კოშმარშიც ვერ გაიხსენებდით. იცით, პოლიტიკა არ მიყვარს. გვეყო. ფეხბურთზე ვისაუბროთ. ერთადერთი, საქართველო ძალიან მიყვარს და კარიერას სწორედ სამშობლოში, „დინამოს“ მაისურით დავასრულებდი.

6 დამტვრეული მანქანის შესახებ

– ოფი-სა და „ირაკლიონის“ გარდა არავინ გპატიჟებდათ?
– ტრანსფერზე ფანჯრის დასრულებისას დაგვაყენეს. კარგ გუნდებში ადგილი აღარ იყო. აგენტმა ოფი-ს ვარიანტი შემომთავაზა. იყო ასევე „ვიდეოტონის“ შანსი, მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატი სულ სხვაა. კრეტაში კარგი იყო. რომ არა ეკონომიკური კრიზისი, საბერძნეთიდან არც წავიდოდი. კარგი ამინდი და ზღვა – ყველაფერი კარგი იყო. მოტივაციაც მქონდა: თავის გამოჩენა მინდოდა, რათა ერთ წელიწადში „ოლიმპიაკოსში“ გადავსულიყავი

– ამბობენ, კრეტაზე მანქანების პრობლემა გქონდათ
– პატარა… ექვსი მანქანა დავამტვრიე. ყოველთვის ახალს მაძლევდნენ, მე კი ყველას ვამტვრევდი…

– ძალიან?
– ვიტყოდი, რომ საშინლად. განსაკუთრებით, პირველად. საღამოს ვარჯიში დასრულდა და ბაზისკენ გავეშურე. იქ პატარა გზა იყო, რომლის გადაკვეთით დროის მოგება შემეძლო. ის კარგად არ დამიმახსოვრებია, ამ დროს კი დაბნელდა. მოკლედ, პატარა ასასვლელი ვერ დავინახე, შემდგომ კი დროულად გავჩერდი. რბილად რომ ვთქვათ, დავზარალდებოდი. შემდეგ კლუბის ოფისამდე მივედი და სიტუაცია ავოხსენი. ვთქვი, რომ „მუხრუჭის პრობლემა აღმოჩნდა და კინაღამ სიცოცლეს გამოვესალმე“. თვითონ ვიცოდი, რომ სიჩქარეს ცოტა გადავაჭარბე. ხელმძღვანელობას დავპირდი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა

– შემდეგომ კი კიდევ ხუთი მანქანა დაამტვრიეთ.

– ამაში დამეხმარნენ… ერთხელ ქალაქის ცარიელ გზაზე ვატარებდი. მოულოდნელად შესახვევიდენ მოპედით ქალი გამომივარდა და მას დავეჯახე. ყვირილი დავუწყე: „სად არის შენი მუხრუჭები?“ შემდეგ კი მისი ჯანმრთელობითაც დავინტერესდი. კარგია, რომ მას ჩაფხუტი ეკეთა

„შეშლილი“ გატუზო

– პირველი ნახევარი წელიწადი ოფი-ს ჯენარო გატუზო თავკაცობდა…
– კარგი გაგებით, როგორც ადამიანი და მწვრთნელი, ის შეშლილია. იგივეს მის ასისტენტებზეც ვიტყოდი. გაიტანო პეტრელი, მაგალითად, ადრე ბუფონს წვრთნიდა. ჯიჯის შესახებ ის საინტერესო ისტორიებს ჰყვებოდა, თუმცა მაპატიეთ, მაგრამ მათ ვერ გაგიზიარებთ. სჯობს, ჩემი საყვარელი ფეხბურთელის შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რასაც თავად ის ამბობს.

– რა გასწავლათ პეტრელიმ?
– მან საერთოდ სხვა მეკარედ ჩამომაყალიბა. ნახეთ: მეკარის ვარჯიშის დიდი ნაწილი ხაზზეა, მაგრამ თამაშის დროს ამ უნარებს ხშირად არ ვიყენებთ. მან ყველაფერი დეტალურად ამიხსნა და რამდენიმე თვეში სულ სხვა გოლკიპერი გავხდი.

– გატუზო შეშლილი რატომაა?
– ოფი-ს სტადიონი 10 000 ადამიანზეა გათვლილი. ის ყოველთვის ივსებოდა. ბერძენი ფანები განსაკუთრებულები არიან. ისინი ერთმანეთს კლავენ. ერთხელ მესამე ლიგაში ისე იჩხუბეს, რომ საქმე სიკვდილით დასრულდა, ორი კვირით ქვეყანაში ფეხბურთი აიკრძალა. წარმოიდგინეთ: 10 ათასი კაციდან, ყველა მღერის, პიროტექნიკას ხმარობს და არ ჩერდება. გაბრაზებული გატუზოს ხმა მათ ხმაზე უფრო კარგად გვესმოდა.

– გასახდელში გატუზო როგორ იქცეოდა?
– მას ჩვენი დახმარება უნდოდა. ქვეყანაში კრიზისი იყო, რინო კი ხელმძღვანელობასთან იბრძოდა, რათა ფეხბურთელებს დაპირებული თანხები მიეღოთ, თუმცა ერთ დღეს ის მანქანაში ჩაჯდა და აღარ დაბრუნებულა. –

– მიგატოვათ…
– მიგვაროვა? ის ჩვენთვის ყველაფერს აკეთებდა. უბრალოდ, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი შედეგს ვერ გამოიღებდა. ჩემპიონატის დასრულემებამდე სამი ტურით ადრე კლუბი გაკოტრდა, ოფი ტურნირიდან მოიხსნა.

– ზაფხულში გატუზო „სპარტაკის“ მატჩს დაესწრო და რუსულ ფეხბურთს აკვილდებოდა. სჭირდება თუ არა ჩვენს კლუბებს ასეთი სპეციალისტი?
– თუ მისი დამატების რაიმე შესაძლებლობა არის, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! თქვენ მკითხეთ – მე გიპასუხეთ. აქ არამხოლოდ გატუზოს, არამედ მისი შტაბის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. პეტრელის შესახებ უკვე გიამბეთ. არის ასევე ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელიც თავის დროზე ფერგიუსონთან ერთად მუშაობდა. რინოსთან ერთად სარგებელს არამხოლოდ კლუბი, არამედ მთლიანად რუსული ფეხბურთი მიიღებს.

– მას დაუმეგობრდით?
– გატუზოსთან სტუმრად დავდიოდი, მის ოჯახსაც გავეცანი. ყველაზე კარგი მოგონება – კარში დარტყმებია, გატუზო, ამ მხვრივ, როგორც ფეხბურთელი, არ გამოირჩეოდა – ეს თქვენ გგონიათ. მე კი მიამბო, რომ შეკრებისას ბუფონს ზედიზედ 27 პენალტი გაუტანა. ვკითხე, მატჩებში ასე რატომ არ გამოირჩეოდა, მან კი მიპასუხა, რომ ამის საჭიროება არ იყო

– რას იტყვით დარტყმების შესახებ?
– ასეთი დარტყმები არ მინახავს. ის ცხრიანს ზუსტად უმიზნებდა. ვეკითხებოდი: „ასე თუ არტყამ, პირლო რას შვრებოდა?“ პასუხად კი ეს მივიღე: „გიორგი, სჯობს არ მკითხო!“ რინოსთან ერთად კარგი იყო.

loria and gattuso
საბერძნეთის საუკეთესო მეკარე

– რინოსთან ერთად კარგი იყო, მაგრამ გუნდი სატურნირო ცხრილის ქვემოთ იმყოფებოდა
– თამაშის მხვრივ ბედნიერი ვიყავი. „დინამოში“ სხვანაირად იყო: შეიძლება მთელი თამაში შენი კარის მიმართლებით არავის დაერტყა. აქ კი პირველივე წუთებიდან მიტევდნენ. ჯამში, პირველ ტურში სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი, ჩემს სეივებს ტელევიზორში აჩვენებდნენ. სეზონის ბოლოს ჩემი მოგერიებული ბურთები დათვალეს – ბადალი არ მყავდა. მინდოდა, რომ „ოლიმპიაკოსში“ მოვხვედრილიყავი – ყველაფერი ერთ წელიწადში გამომივიდა.

– ჩემპიონთა ლიგა ახლოს იყო…
– და ამ დროს „ჩელსის“ სპორტული დირექტორი მირეკავს. მან საკუთარი თავი წარმომიდგინა, მიამბო, რომ მოურინიოს ჩემი თამაში მოსწონს. სხვა ვარიანტებიც იყო. მაგალითად, „სტოკ სიტიში“ გადასვლაც შემეძლო. იქ ბეგოვიჩის წასვლას ელოდნენ, ამიტომ მაისში ბარგით ვიჯექი. საბოლოოდ, დავრჩი. „პანაითნაიკოსისა“ და პაოკი-ს ხელმძღვანელებიც დავაინტერესე. თუმცა, იქ ფანებსა და პრეზიდენტებს შორის კონფლიქტია, კრეტული კლუბიდან იქ გადასვლა არ ღირს, ეს ჯანმრთელობისთვისაც საშიშია. ერთ დღესაც „ოლიმპიაკოსიდან“ დამირეკეს

– როგორც პირველ მეკარეს გიხმობდნენ?
– სიტუაცია ასეთ იყო, გაზეთების შეფასებებით, სეზონის საუკეთესო მეკარეები მე და „ოლიმპიაკოსის“ კარის დარაჯი რობერტო გავხდით. ამის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი პერეირა რობერტოთი კმაყოფილი არც ისე იყო. ის როტაციასა და ჩვენს შემოწმებას აპირებდა, რასაც დავთანხმდი. ბევრი ბურთის მოგერიება რამდენად სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყო, ტიტულების მოგებაც მსურდა. საბოლოოდ, თავისუფალ აგენტად ამიყვანეს და კლუბს შეკრებაზე გავყევი

– იქ ალეხანდრო დომინგესი შეგხვდათ
– ცორის ჩემი ნახვა გაუხარდა

– ცორი? ბერდიევი მას ჩორის ეძახის…
– არა, არა, საბერძნეთში ის ცორია. მას გაუხარდა და მითხრა: „რუსული საერთოდ დამავიწყდა, კარგია, რომ აქ ხარ“. დომინგესს რუსეთში პატივს სცემენ, მაგრამ ალეხანდროს სათამაშო დონის გათვალისწინებით, ის რომელიმე ევროპული ტოპ დონის ჩემპიოანტში უნდა თამაშობდეს.

– მაშინ იქ რატომ არ თამაშობს?
– თავის მოკვლა რა საჭიროა? საბერძნეთის უპირატესობა სწორედ ამაშია. ამ ქვეყნის ჩემპიონატი ყველაზე ძლიერი არაა, წყნარად ყოფნის შესაძლებლობაც არსებობს. კრიზისი მიუხედავად, კარგი თანხები ტრიალებს. სხვათაშორის, კრიზისი იგრძნობოდა. „ოლიმპიაკოსში“ დიდი ხანი არ ვიყავი, მაგრამ საკმარისი ვნახე.

– რატომ წახვედით ისე, რომ ერტი მატჩიც არ ჩაგიტარებიათ?
– „სპორტინგიდან“ მარკუ სილვა მოვიდა, რომელიც რობერტუს პორტუგალიის ჩემპიონატიდან კარგად იცნობდა. მივხვდი, რომ ვეღარ ვითამაშებდი. ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა ვითხოვე. მწვრთნელი ამის წინააღმდეგი არც ყოფილა.

– კარგად გაგიშვეს?
– ვერ ვიტყვი. რატომღაც შოთა არველაძის „ტრაბზონსპორში“ გადასვლის უფლება არ მომცეს. უცნაური ლოგიკაა, მაინც ხომ არ ვითამაშებდი. საქართველოს ლეგენდასთან სამუშაოდ, მზად ვიყავი, იქ იჯარითაც მეთამაშა, მაგრამ დამბლოკეს. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, შესაძლოა, მიზეზი ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

– სეზონის საუკეთესო მეკარის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა პრესამ როგორ შეაფასა?
– „ოლიმპიაკოსმა“ ბოლო ოც წელიწადში 18 საჩემპიონო ტიტული მოპიპოვა. პრესა მათი გავლენის ქვეშაა – ცუდს არავინ დაწერს. საერთოდ, საბერძნეთში დარჩენა უკვე აღარ მინდოდა.

„მოურინიოს ჩემი კურტიას ნაცვლად დამატება სურდა“

– და ამ დროს „ჩელსის“ ვარიანტი გამოჩნდა.
– არა. ის მოგვიანებით და მოულოდნელად გამოჩნდა. თავიდან „ნოტინგემ ფორესტიდან“ დამირეკეს. ეს „ჩემპინშიფია“, თუმცა ამ კლუბს დიდი ისტორია გააჩნია. უკვე გამიხარდა, მაგრამ გაირკვა, რომ კანონი გამოუშვეს, რომლის თანახმად, მხოლოდ ტოპ-70 ნაკრების ფეხბურთელის დამატება შეიძლებოდა. ამის შემდეგ „კრილიაც“ გამოჩნდა. ვიფიქრე: ჩინებულია, რუსეთში დიდი ხანი მინდოდა. უკვე საბუთებს ვაფორმებდით, როცა ზარი მივიღეთ.

– ვინ დაგირეკათ? – „ჩელსის“ სპორტულმა დირექტორმა. მან მითხრა, რომ კურტუას ტრავმა ჰქონდა და მისი შეცვლელი სჭირდებოდათ. თავისუფალ აგენტებს შორის კი მხოლოდ მე ვრჩებოდი.

– და?
– ვუპასუხე, რომ ტრანსფერი კანონის გამო ვერ გამოვიდოდა. მაშინ სპორტულმა დირექტორმა დამაწყნარა: „წამოდი, ამ საკითხს მოვაგვარებთ. „ჩელსი“ უკვე „კრიალიასს“ ესაუბრა და ყველაფერი შეათანხმა“, მაგრამ საღამოს კიდევ ერთხელ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ამ კანონის გამო მართლაც ვერაფერი გამოვიდოდა.

– და პირველად ინანეთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობთ.
– იქ რომ არ მეთამაშა, ლორიას შესახებ ვერავინ გაიგებდა. რა თქმა უნდა, გული დამწყდა. „ჩელსი“ ეს ხომ ოცნებასთან ახლოს ყოფნას ნიშნავდა.

– რატომ ახლოს?
– იმიტომ, რომ „მანჩესტერ იუნააიტედის“ გულშემატკივარი ვარ. ეს ხუმრობაა. „ჩელსი“, რა თქმა უნდა, ოცნებაა.

– „კრილიაში“ დიდი ხანი მეორე მეკარე იყავით. სამაგიეროდ, ქალაქთან გაცნობის საშუალება გქონდათ
– დიახ, ვოლგამდე ვერ მივედი. ბაზაზე დავრჩი, ამ დღეების განმავლობაში სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობდი. ჩემს შანსს ველოდებოდი.

– საბოლოოდ, მას დაელოდეთ, ტურის ოთხ მატჩში ითამაშეთ, ორჯერ კი „ჩემპიონატის“ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდით
– კი, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ამის შესახებ ვკითხულობდი და ვიცოდი. ახლა რუსეთში, საბერძნეთის მსგავსად, კვლავ რაღაც მიზნები მაქვს. მინდა, ვინმეს მოვეწონო, „კრილიას“ სარგებელი მოვუტანო და უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო.

– კლუბი უკვე აირჩიეთ?
– ამას არ მოგიყვებით. ახლა „კრილიაში“ ვარ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ.


– ბავშვობაში რომელ რუსულ კლუბს გულშემატკივრობდით?
– მხოლოდ „სპარტაკი“ ვიცოდი. საბჭოთა დროს აქ დასაევი და ჩერენკოვი გამოდიოდნენ. ისინი კი ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, რომლის შედარება „ბარსელონას“ სტილთან შეიძლება. ყველა მათი გამოსვლით აღფრთოვანებული იყო.

– ლეგიონერების ლიმიტი თქვენზე მოქმედებს?
– რა თქმა უნდა, ამის გამო განვითარება უფრო რთული იქნება. ერთი მხვრივ, ლეგიონერთათვის ლიმიტი ძალიან ცუდია. სხვა მხვრივ, ბევრი კარგი რუსი ტალანტია. სიმართლე რომ გითხრათ, ვინმეს განსჯა ან კრიტიკა მიჭირს.

Loria
– ცსკა-სთან მატჩის ბოლო წუთებში ოფი-ში გატარებული პერიოდის გახსენება შეგეძლოთ. ზეწოლა დიდი იყო.
– რატომ ბოლო წუთებზე? ყველაფერი პირველივე წუთებიდან დაიწყო, როცა მუსას დარტყმა მოვიგერია. 90 წუთის განმავლობაში დიდ ზეწოლას განვიცდიდი. სიმართლე რომ ვთქვა, „ამკართან“ არანაკლებად ადვილი შეხვედრა მქონდა. ბოლო წუთებზე რამდენიმე დარტყმა მოვიგერიე. სახლში მარცხი ძალიან საწყენი იქნებოდა. „კრილია“, ზოგადად, ისე მოქმედებს, რომ გოლი არ გაუშვას. გუნდი „სპარტაკთან“ შეხვედრაში მომეწონა. ამ გუნდის სტადიონზე ყველამ დაინახა, რომ ფეხბურთის თამაში ვიცით. კიდევ რამდენიმე მსგავსი მატჩი და დახურულ გუნდად აღარ მოგვიხსენიებენ.

– თქვენ შემოქმედებითი ოჯახიდან ხართ.
– დიახ. მამა რეჟისორია. ის ქართულ ფილმებს იღებდა, მაგრამ, არამგონია, ისინი იცოდეთ. დედა საქართველოს პირველი არხის ტელერეჟისორია. და – მსახიობია, ის პეტერბურგში სწავლობდა. თვითონ მე საოპერატორო და სამსახიობო ფაკულტეტზე ვიყავი, მაგრამ სწავლა არ დამისრულებია.

– ფეხბურთის გამო?
– რა შუაშია ფეხბურთი? უბრალოდ, ასე ვთქვათ, მომწყინდა, უკვე ყველაფერი ვიცოდი. დედამ და მამამ ყველაფერო ბავშვობაში მასწავლეს, ყველაფრის მეორედ მოსმენა რა საჭირო იყო?

– მაშინ ჩვენს მკითხველებს ურჩიეთ, რომელ ფილმებს უყურონ.
– განსსხვავებული გემოვნება მაქვს. შემიძლია, სიდნი ლიუმეტის „12 განრისხებული მამაკაცი“ გირჩოთ. ეს 1957 წლის ფილმია. ასევე რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის“ მამა. ჩემთვის ეს ორი მთავარი ფილმია.

– „გადარჩენილს“ უყურეთ?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, „ოსკარს“ სწორედ ეს ფილმი მიიღებს. სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ოპერატორს ყოველთვის ნაკლებად აფასებენ. ამ ფილმის რეჟისორი ინიარიტუა, ხოლო ოპერატორი – ლუბეცკი. როგორ თანხმდებიან ისინი? ინიარიტუ მას რაღაცას სთხოვს, 60%-თ მთელ ფილმს სწორედ ოპერატორი ჰქმნის. ის ისე იღებს, როგორც თავად სურს.

– რეჟისორისა და ოპერატორის მწვრთნელთან და ფეხბურთელთან შედარება შეიძლება?
– კინოსამყაროში დალევისა და გართობის უფლება აქვთ. იქ ნაკლები პასუხისმგებლობაა.

– მე სხვა რაღაც ვიგულისხმე: ფილმისა და თამაშის შექმნა შევადარე.
– ალბათ. მწვრთნელი მოთამაშეს დავალებას აძლევს, ფეხბურთელი კი ამას აფასებს და ჰქმნის. „ოსკარზე“ კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა. 2014 წლის საუკეთესო მსახიობად მეთიუ მაკკონახის ასახელებდნენ. საუბრობდნენ, რომ „დალასის შემსყიდველთა კლუბისთვის“ მან მნიშვნელოვნად დაიკლო. და რა? ეს მიღწევაა? ჩემი აზრით, მიღწევა დი კაპრიოს „ჩაკეტილი კუნძულია“. ტომ ჰენკსთან ერთად ლეო ჩემი საყვარელი მსახიობია.

– რეჟისორი?
– გაი რიჩი. განსაკუთრბეით, მისი ფილმების ბრიტანული ნაწილი.

– გაი რიჩს ვინი ჯონსის გადაღება უყვარდა.
– ჩემთვის ის მსახიობი არ არის. უბრალოდ, ძლიერი და ნავარჯიშები ადამიანია.

– რიჩი პროვოკატორია.
– ისეთი არა, როგორიც ტარანტინო. ის დროს სპეციალურად აჭიანურებს, კინოს ყველა ტენდენციას აგროვებს და მშვენიერ ფილმებს აჩვენებს. ეს შესანიშნავია.

– ფილმში თქვენც ხომ გადაგიღეს?
– ეს „წვეულება ვეგასშის“ ქართული ვარიანტი იყო. ამაზე დიდი დრო არ დამიხარჯავს, ამიტომ განსაკუთრებულს ვერაფერს მოვყვები.

– ფეხბურთელთან შედარებით, მსახიობის პლიუსი ისაა, რომ კინოში ასაკობრივი შეზღუდვა არაა.

– ახლა ფეხბურთს ვუყურებ და მესმის, რომ შეზღუდვები ჩვენგანაც შორსაა. მეკარეები 30 წლის მერე უკეთესად გამოდიან და 40 წლამდე თამაშობენ. ასე რომ, ჩემი საფეხბურთო კინოსთვის კიდევ საკმარისი დრო მაქვს.

ვენგერი: “მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ დიეგო კოშტაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს გამართულ მატჩში მე-18 წუთზე პერ მერტესაკერმა წითელი ბარათი კოშტასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

“მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა – ვერ ვიტყვით, რომ ეს მართალი არ არის. მან ჩვენთან გამართულ ორ შეხვედრაში მსაჯს ორი ფეხბურთელი გააძევებინა… ის ჭკვიანია.

იყო თუ არა წესების დარღვევა? ვიდეოს ვნახავ და ამ ეპიზოდს შემდეგ შევაფასებს. დიეგო კოშტასთან პრეტენზიები არ მაქვს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.Com-ი.

ფაბრეგასი: „ახლა ჩემი ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს“

„ჩელსის“ ანხევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ყოფილ გუდნთან „არსენალთან“ ანაგრიშთ 1:0 მოგებული მატჩი შეაფგასა.

„მერტეზაკერის გაძევებამდეც ვაქტიურობდით. ტაიმის ბოლოს ფლამინის მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველ 20-25 წუთში უეკთესად ვთამაშობდით. ჩემს ოპტიმალურ კონდიციებთან ახლოს ვიყავი. ვგრძნობ, რომ თამაშის გამწვავება შემიძლია. ჩემი ტვინი, წინა თვეებთან შედარებთ, უფრო სწრაფად მუშაობს. ზეწოლას ვგრძნობ, თუმცა კომფორტულად ვარ. თანაგუნდელებმა ცხოვრება გამიადვილეს“, – ციტირებს სესკს „სქაი სპორტსი“.

“ჩელსიმ” სტუმრად “არსენალი” მინიმალური უპირატესობით დააამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეითსზე” შედგა, სადაც ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო. შეხვედრის ბედი სტუმართა ფორვარდ დიეგო კოსტას მიერ გატანილმა კინკილა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მე-18 წუთიდან მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ვინაიდან მინდვრიდან პერ მერტეზაკერი გააძევეს, რომელმაც მეკარესთან ერთი ერთზე მიმავალი დიეგო კოსტა წააქცია.

“არსენალს” 44 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. “ჩელსი” 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
XXIII ტური
“არსენალი” — “ჩელსი” 0:1 (0:1)

გოლი: დიეგო კოსტა 23′.
გაფრთხილებები: ფლამინი 45′ — ოსკარი 11′, მატიჩი 60′, ობი მიკელი 72′.
გაძევება: მერტეზაკერი 18′.

რა გააკეთა დიეგო კოშტამ “ევერტონთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

16 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის 77-ე წუთზე, “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ მოედნის ფარგლებს გარეთ მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა იმისათვის, რომ თამაში შეჩერებულიყო, ის მოედანზე დაბრუნდა.

ლევან სალუქვაძე: “უნამუსო ტიმ ჰოვარდი” (ვიდეო)

16 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო.

მატჩის 61-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა სტუმართა კარის დალაშქვრა ქუსლით სცადა, თუმცა ტიმ ჰოვარდმა მას გოლი არ გაატანინა. რომ არა ამერიკელი მეკარე, ფაბრეგასი მართლაც სუპერგოლს გაიტანდა.

ეს ეპიზოდი ქართველმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ასე შეაფასა:

ჰიდინკი:„ ჩემპიოშიპში გავარდნა გვემუქრება“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა თავისი გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩელსის ჩემპიონშიპში გავარდნის საშიშროება რეალურია. წინ ორი მძიმე მატჩი გველის.

მეოთხე ადგილამდე, რომელზეც „ტოტენჰემი“ იმყოფება, ოთხი ქულა გვაშორებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ წინ ვიხედებით და სატურნირო ცხრილში პროგრესზე ვფიქრობთ, მაგრამ რეალობასთან კავშირის დაკარგვა არ შეიძლება – გასავარდნ ზონაზე მხოლოდ ექვსი ქულა გვაშორებს, ეს ფაქტია.

ბეჯითად უნდა ვმუშაობდეს, კონცენტრაცია შევინარჩნოთ და ქულები დავაგროვოთ, რათა ცხრილში ავიწიოთ“, – ციტირებს ჰოლანდიელს BBC.

დროგბამ ძალები კალათბურთშიც მოსინჯა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩს დაესწრნენ, სადაც დიდიე დროგბამ ბურთის კალათში მოთავსება მოახერხა.

ჰიდინკი: „აზარის დედა არ ვარ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა თავისი გუნდის ნახევარმცველის ედენ აზარის პრობლემებზე ისაუბრა.

„მე დედამისი არ ვარ, ფეხბურთელებს ისედაც სათანადო ყურადღება ექცევათ. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მას ძველ დონეზე დასაბრუნებლად დროს მივცემთ.

ვფიქრობ, საქმე ეფექტურობაშია. დააკვირდით „ოქროს ბურთის“ მფლობელებს – ისინი აპტარა ბიჭებივით დარბიან. აზარისგან ამას ვითხოვთ. მან თამაშისგან სიამოვნების მიღება უნდა დაიწყოს, ოპტიმალურ ფორმას იგი სწორედ მაშინ აღიდგენს“, – ციტირებს ჰოლანდიელს Goal.com-ი.

დიეგო კოშტამ და ოსკარმა “ჩელსის” ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს

7 იანვარს, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა დიეგო კოშტამ და ოსკარმა ერთმანეთთან იჩხუბეს, საბოლოოდ კი, ისინი თანაგუნდელებმა გააშველეს.

Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარი დიეგო კოშტას ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და მას ფეხი მუხლში ჩაარტყა, ამან კი თავდამსხმელი გააბრაზა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” 10 იანვარს, ასოციაციის თასზე “სკანტორპ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

დიდიე დროგბა კარიერას ასრულებს

“მონრეალ იმფაქტის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა სათამაშო კარიერას ასრულებს. ფრანგული L’Equipe-ს ცნობით, 37 წლის კოტდიუვარელი თავისი კლუბის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ესაუბრა.

კანადური მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროგბა “ჩელსიში”, გუუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. თუმცა, იქამდე ლონდონელებმა კანადურ კლუბს თანხა უნდა გადაუხადონ.

დიდი ალბათობით, დროგბას 16 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის გასამართ შეხვედრაში მწვრთნელის ამპლუაში ვიხილავთ.