ოფიციალურად: რადამელ ფალკაო “ჩელსის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “ჩელსის” საიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იჯარით რადამელ ფალკაო დაიმატეს.

კოლუმბიელი შემტევი “არისტოკრატულ” გუნდში 2015/2016 წლის სეზონს გაატარებს.

სატრანსფერო დეტალები არ გახმაურებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფალკაო 2011 წელს “ატლეტიკოში” ტიბო კურტუასთან, ფილიპე ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად თამაშობდა. ასევე, მისი თანაგუნდელია ნაკრებში ხუან კუადრადოც.

კუადრადო შეიძლება, “იუვენტუსში” გადავიდეს

სერია ა-ს ჩემპიონები გაძლიერებას “ჩელსის” სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელით აპირებენ.

ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესებულია კოლუმბიელთა ლიდერით, ხუან კუადრადოთი, რომელიც ზამთარში “ჩელსიში” გადავიდა და ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა.

წყაროს თანახმად, “ბებერი ქალბატონები” აპირებენ იჯარას, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადოთი მილანის “ინტერიც” ინტერესდება.

თურანი “ჩელსის” კიდევ უფრო მიუახლოვდა

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი მალე ინგლისურ გიგანტს შეუერთდება.

ესპანური გაზეთი Marca-ს ინფორმაციით, არდა თურანმა “ჩელსისთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მოსალოდნელია, რომ “არისტოკრატები” ტრანსფერში ფილიპე ლუისს და ფულს გამოიყენებენ.

ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა, აჰმედ ბულუთმა უარყო ჭორები, რომ მისი კლიენტი “მანჩესტერში” გადადის.

გასულ სეზონში, 28 წლის წინახაზელმა ლა ლიგაში 32 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ლონდონის “ჩელსის” ისტორიაში

ლონდონის “ჩელსის” ფანების არხმა კლუბის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.

“ჩელსიმ” კუადრადო “ბარსელონას” შესთავაზა

“ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ხუან კუადრადოს იმედი არ აქვს. ესპანური პრესის ცნობით ინგლისურმა კლუბმა კოლუმბიელი მოთამაშე “ბარსელონას” შესთავაზა, თუმცა კატალონური კლუბის სამწვრთნელო შტაბი ამ წინადადებით საერთოდ არ დაინტერესებულა.

გასული სეზონის სტარტის წინ ესპანელი ჟურნალისტები კუადრადოს “ბარსელონაში” გადაბარგებაზე აქტიურად წერდნენ, თუმცა მაშინ კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელება არ გამოუვიდათ.

ამ ეტაპზე “ბარსელონას” მთავარი “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას ყიდვაა.

“ევერტონი” კოულმენს “მანჩესტერში” არ გაუშვებს

“კანფეტები” ირლანდიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებენ.

“ევერტონის” ხელმძღვანელობა არ აპირებს გამართოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები, შეამუს კოულმენის ტრანსფერის თაობაზე.

თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ეს მოხდება 2019 წელს. მაშინ, როდესაც 26 წლის ფეხბურთელს ლივერპულელებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურება.

გასულ სეზონში, კოულმენმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და სამჯერ გაიტანა.

“ჩელსი” – ფავორიტი ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში

“ჩელსი” ახლოს არის “სტოკის” 28 წლის მეკარის გაფორმებასთან, იუწყება Sky Sports.

რამდენიმე დღის წინ, ასმირ ბეგოვიჩმა უარი თქვა ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლაზე, რადგან მეორე მეკარეობა არ სურდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა.

თუმცა, შეიძლება, ბოსნიელმა კვლავ შეიცვალოს აზრი, თუ სხვა გუნდებისგან შეთავაზება ექნება.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული ასმირი დარჩეს “სტოკში” და მეორე კიპერი, ჯეკ ბატლენდი განათხოვრდეს.

გასულ სეზონში, ბეგოვიჩმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა.

“არსენალმა” “ჩელსისთან” ჩეხის ტრანსფერი შეათანხმა

შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საათში, პიტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალმა” მიაღწია შეთანხმება “ჩელსის” 33 წლის მეკარესთან.

“მეთოფეებმა” ჩეხი მეკარის დასამატებლად 10.9 მილიონი გამოყვეს. ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.

მანამდე კი გავრცლდა ინფორმაცია, რომ პიტერ ჩეხი “არსენალში” ყოველკვირეულად 100,000 ფუნტს მიიღებს და გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე იქნება.

ტერიმ ჩეხის „არსენალში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

ლონდონის „ჩელსი“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანაგუნდელი პეტრ ჩეხი შეაქო და მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„თუ ჩეხი „არსენალში“ გადავა, მაშინ „მეთოფეებს“ მისი ტრანსფერი ძალიან გამოადგებათ. ვფიქრობ, მასთან ერთად გუნდი 12 ან 15 ქულით მეტს დააგროვებს. გვესმის, რომ პეტრს თამაში სურს, მაგრამ მისი დაკარგვა არ გვინდა. ის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა“, – განაცხადა ტერიმ.

“ჩელსი” 100 მილიონს ითხოვს, “რეალი” შოკირებულია

“თეთრები” ახალი მეკარის ძიებაში არიან.

მადრიდის “რეალის” და “მანჩესტერის” წარმომადგენლებს შორის საკმაოდ რთული საუბარი მიდის. ვან გაალი დე ხეას ცოცხალი თავით არ თმობს. ამიტომ, ესპანური გრანდი ალტერნატიული ვარიანტის შესრულებას შეუდგა.

ფლორენტინო პერესმა მიმართა ლონდონის “ჩელსის” ტიბო კურტუას ტრანსფერის თაობაზე და “არისტოკრატებმა” ბელგიელი 100 მილიონად შეაფასეს.

“სამეფო გუნდი” ამ თანხაზე “დაიშოკა”. თუ ვერცერთი მეკარის ტრნასფერი გაჩარხეს, გუნდის კარს მომავალ სეზონშიც იკერ კასილიასი დაიცავს.

ოფიციალურად: გაელ კაკუტამ “ჩელსი” დატოვა

რამდენიმე ხნის წინ, “სევილიამ” ზაფხულის პირველ ტრანსფერად “ჩელსის” 23 წლის ფეხბურთელის, გაელ კაკუტას გაფორმება დაადასტურა.

Goal-ის ინფორმაციით, ლონდონელები ფრანგში 4 მილიონს მიიღებენ. გაელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, რომ გაელ კაკუტა “ჩელსიში” 2009 წლიდან ასპარეზობს.

“ჩელსი” მზადაა, ჩეხი “არსენალში” გაუშვას

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გუნდის გამოცვლის მოლოდინშია.

“ჩელსის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს 33 წლის ვეტერან კიპერთან გამომშვიდობება, რადგან გასულ სეზონში ის ვერ უწევდა კონკურენციას ტიბო კურტუას, სასტარტო შემადგენლობისთვის.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, პიტერ ჩეხი “არსენალს” 14 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.

თავის მხრივ, უკვე შეარჩიეს “არისტოკრატებმა”, თუ ვინ უნდა იყოს გუნდის სარეზერვო მეკარე და იგი “ქპრ”-ს კარის დარაჯი, რობერტ გრინი იქნება.

აქვე დავამატებთ, რომ პიტერ ჩეხმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.