ჩეხი მომავალზე ამ ეტაპზე არ ფიქრობს

ლონდონის „ჩელსის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა აღიარა, რომ თავისი კარიერის მომავალზე ჯერ არ უფიქრია.

„ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩეხეთის ნაკრებთანაა დაკავშირებული. სეზონის დასრულების შემდეგ ყველა ვარიანტს განვიხილავ. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, მას აუცილებლად გავასაჯაროვებ“, – განაცხადა ჩეხმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფორმაცია ჩეხის „არსენალში“ გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელდა.

ჩეხი “არსენალთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს

“ჩელსის” მეკარე ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში ლონდონური გუნდის პირველი მეკარე ტიბო კურტუა გახდა, ჩეხს სკამზე დაჯდომა მოუწია, რასაც პიტერი არ ეგუება.

Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ 33 წლის მეკარე ახალ გუნდს ეძებს და მოსალოდნელია, რომ სულ მალე გამოცდილმა კარის დარაჯმა მოლაპარაკებები “არსენალთან” დაიწყოს.

ადრე იყო ჭორები, რომ პიტერ ჩეხით “პსჟ”, “მანჩესტერი” და “ბეშიქტაში” ინტერესდებოდა.

დიეგო კოსტა: „ჩელსიდან“ წასვლის მიზეზი არ მაქვს“

„ჩელსის“ თავდამსმხელმა დიეგო კსოტამ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„მსურს თუ ა ~რა „ჩელსიდან“ წასვლა? ამ კუთხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. პირველ სეზონში, ადაპტაციის მხვრივ, ადვილი არ იყო, მაგრამ წასვლის მიზეზი არ მაქვს.

აქ ყველაფერი მომწონს, გულშემატკივრებს ვუყვარხარ და დარჩენა მსურს“, – განაცხადა კოსტამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ კოსტას „ატლეტიკოში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ დაწერა.

პეტრ ჩეხის შესანიშნავი სეივი “სიდნეისთან” მატჩში (ვიდეო)

2 ივნისს, ლონდონის “ჩელსიმ” “სიდნეისთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ლოდონელთა მეკარე პეტრ ჩეხმა შესანიშნავი სეივი განახორციელა.

იხილეთ 10:55-დან:

დიეგო კოსტა „ატლეტიკოში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

„ჩელსის“ თავდამსხმელს დიეგო კოსტას ლონდონური კლუბის დატოვება და „ატლეტიკოში“ დაბრუნება სურს, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ფორვარდი ამისთვის ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა, მაგრამ თავად ლონდონელები, სავარაუდოდ, მის გაშვებას არ ისურვებენ.

როგორც წყარო წერს, მოთამაშეს ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთბა აქვს, თუმცა მას მადრიდი მოენატრა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ დაბრუნება მცველ ფილიპე ლუისსაც შეუძლია.

ტერი: „იმედია, ასეთ მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონი ვითამაშებ“

„ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ განვლილი სეზონის შეჯამებისას აღნიშნა, რომ კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნას მომავალშიც იმედოვნებს.

„სეზონის განმავლობაში მწვრთნელმა და მისმა შტაბმა ჩემს ჩინებულ სათამაშო ფორმაზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, მცირე პაუზებიც გამომადგნენ, რომლებიც სანაკრებო შეხვედრების დროს მივიღე. იმედია, ასეთ ფორმაში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიქნები და კარიერას აქ ჟოზე მოურნიოს თავკაცობით დავასრულებ“, – განაცხადა ტერიმ.

ჯონ ტერიმ რეკორდი დაამყარა

სეზარ ასპილიკუეტამ მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

30 მაისს, ლონდონის “ჩელსისა” ტაილანდის ყველა ვარსკვლავს შორის გამართული მატჩის (1:0) დაწყების წინ, კამერებმა სახალისო მომენტი დააფიქსირეს.

კუადრადო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს

„სქაი სპორტსის“ იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ვერსიით, „ჩელსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონური კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, კოლუმბიელის იტალიაში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამჟამად მისი შეძენის სურვილი „ნაპოლის“, „ინტერისა“ და „რომას“ ხელმძღვანელებს აქვთ.

ცნობისთვის, „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ კუადრადომ 12 შეხვედრა ჩაატარა.

დე ბრუინე: „სანამ მოურინიო „ჩელსიშია“, იქ დაბრუნება არ მსურს“

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველს კევინ დე ბრუინეს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს თავკაცობით მუშაობა არ სურს. შუახაზელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

„სანა მოურინიო „ჩელსიში“ მუშაობს, იქამდე ამ კლუბში დაბრუნება არ მსურს“, – აღნიშნა ბელგიელმა.

ცნობისთვის, დე ბრუინე ბუნდესლიგის განვლილი გათამაშების საუკეთესო ასისტენტი გახდა.

იხილეთ ასევე: „დე ბრუინეს „ბაიერნში“ თამაში შეუძლია“

აზარი: “ტრანსფერი? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”

“ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, გრანდები კი მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ედენის თქმით, “არისტოკრატებთან” 2020 წლამდე გაახანგრძლივებს.

“ტრანსფერი? რატომ უნდა მქონდეს გუნდის შეცვლის სურვილი? თუ კლუბს ჩემი გაშვება არ სურს, არც მე მსურს წასვლა. “სტემფორდ ბრიჯზე” თამაშით სიამოვნებას ვიღებ და შესანიშნავი შესაძებლობა მაქვს ტიტულების მოგების,”-განაცხადა აზარმა.

ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენას აპირებს.

წყაროს თანახმად, 29 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსიში” სურს კარიერის გაგრძელება. ფალკაო “სტემფორდ ბრიჯზე” გადასასვლელად მზად არის, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდეს.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ჩელსიმ” ლონდონში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო (ვიდეო, ფოტოები)

ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო.

კლუბის ავტობუსს “სტემფორდ ბრიჯიდან” ქალაქის ქუჩებში უამრავი ქომაგი მიეგება.

გთავაზობთ “ჩელსის” საჩემპიონო მსვლელობის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას.